ფოთელმა მოკრივეებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს 11 05 22
მიმდინარე წლის 3-8 მაისს ქალაქ მარნეულში საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის გაიმართა, სადაც ფოთელმა მოკრივეებმა წარმატებით იასპარეზეს, მათ 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. პირველი ადგილი 48 კგ წონითი კატეგორიაში,მოკრივეთა კლუბ ,,ლიდერის ’’ წარმომადგენელმა გიორგი კილასონიამ,50 კგ წონით კატეგორიაში აკაკი ბასარიამ და 57 კგ წონით კატეგორიში კი კრივის სასპორტო სკოლის მოსწავლე თორნიკე დანელიამ მოიპოვეს. მეორე ადგილზე 75 კგ წონითი კატეგორიაში , მოკრივეთა კლუბ ,,ლიდერი’’-ს წარმომადგენელი დემეტრე გორგოშიძე და 51 კგ წონით კატეგორიაში კრივის სასპორტო სკოლის მოსწავლემ ლიზი ხარბედია გავიდნენ ინტერვიუბი აღსანიშნავია რომ ფოთელი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.