ჭადრაკში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი დაიწყო
დღეს ჭადრაკში დაიწყო ოთარ ხომერიკის მეცამეტე მემორიალი. შეჯიბრში 90-მდე ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობს. სულ ხუთი ტური ჩატარდება, მათგან ნაწილი შვეიცარული, ნაწილი კი წრიული სისტემით გაიმართება. შეჯიბრი 30 მარტს დასრულდება. ოთარ ხომერიკის სახელობის ტურნირი ფოთის ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით ეწყობა.
https://www.youtube.com/watch?v=5c-Qa7wRqvs&feature=youtu.be