რა სარგებლობას მოუტანს ბიზნესს ასოცირების ხელშეკრულება?
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების საკითხებზე დღეს ფოთში იმსჯელეს. შეხვედრა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შედგა და მას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნეს სექტორის წევრები ესწრებოდნენ. საინფორმაციო კამპანია, რომელიც სხვა ქალაქებსაც მოიცავს ევროკავშირთან შეთანხმების შესახებ ბიზნესმენების ინფორმირებულობას გულისხმობს.