სიახლე 

„ფოთის კოლხეთი“ გორის „დილასთან“ 1:0 დამარცხდა

„ფოთის კოლხეთი“ „დილასთან“ 1:0 დამარცხდა. მატჩი გასვლითი იყო და გორში ჩატარდა. ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთან გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ფეხბურთელთა მცდელობის მიუხედავად, პირველი ტაიმი ორივე გუნდისთვის უშედეგოდ დასრულდა, მეორე ტაიმის პირველივე წუთებში მასპინძლებმა იმარჯვეს და მოდებაძემ ანგარიში გახსნა. სატურნირო ცხრილში გორის „დილა“ პირველობას ინარჩუნებს, „ფოთის კოლხეთი “ კი 11-ე ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მომდევნო მატჩს „ კოლხეთი“ 13 მაისს გამართავს და მარტვილის „მერანს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სტატიები