სიახლე 

გაფიცვის მეშვიდე დღე

გაფიცვის მეშვიდე დღე. ფოთის ნავსადგურის თანამშრომელთა დიდი ნაწილი კვლავაც გაფიცულია. ხელფასის 14 %-ით გაზრდა, მეცამეტე ხელფასის ყოველწლიურად მიღება, ოპერაციების დეპარტამენტის სამოტივაციო სისტემის გადახედვა და კოლექტიური ხელშეკრულების პირობების გადახედვაზე შეთანხმება. ეს ის მოთხოვნებია, რომელიც თანამშრომლებმა ადმინისტრაციას წარუდგინეს, თუმცა მათ შორის შეთანხმება არ შედგა. ნავსადგურის ადმინისტრაციისათვის გაფიცულთა მოთხოვნები მიუღებელია. იქ აცხადებენ, რომ 2014 წელს თანამშრომლებს მეცამეტე ხელფასიც დაურიგა და პირობების გაუმჯობესებასთან ერთად საპრემიო სისტემაც განახლებულია. ამჯამად, პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ჩაერთო, რომელიც მხარეებს შორის ვითარების დარეგულირებას და შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

მსგავსი სტატიები