სიახლე 

ფოთელი მოკრივე საერთაშორისო ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა

ფოთელი მოკრივე გიორგი გოგატიშვილი მინსკის საერთაშორისო ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. იგი 56 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. შეჯიბრში სულ 18 ქვეყნის 150 სპორტსმენი მონაწილეობდა. გიორგი გოგატიშვილი საქართველოს ნაკრების წევრია. ახლა იგი ევროპის ოლიმპიადისთვის ემზადება, რომელსაც ივნისში აზერბაიჯანი უმასპინძლებს. ბაქოში შეეცდებიან მოკრივეები ასევე 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიის მოპოვებას.

მსგავსი სტატიები