სიახლე 

ჭადრაკში გრანპრის გათამაშების მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს

მიმდინარეობს ფოთის გრანპრის გათამაშების მეოთხე ეტაპი. მასში 8 და 10 წლის 100-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ტარდება. შეჯიბრი 30 მაისს დასრულდება. გამარჯვებულები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ტურნირი ტრადიციულია და იგი ფოთის ჭადრაკისა და შაშის სკოლის ორგანიზებით ეწყობა. 

მსგავსი სტატიები