სიახლე 

ფოთელი ჰენრი ვეკუა ოქროს მედალოსანია

ყატარში გამართულ  საერთაშორისო  ღია ტურნირზე   კარატეში   ფოთელი   ჰენრი ვეკუა  ოქროს  მედალს დაეუფლა.    მასში   17 ქვეყანის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.  წლევანდელ, რიგით მეოთხე ასპარეზობაზე, რომელიც  ამ დღეებში გაიმართა, საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრები ოთხკაციანი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი  და ყველა მათგანი   საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა;   2 ოქრო, 1 ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო,   – ასეთი შედეგით  დაბრუნდნენ  შინ ქართველი კარატისტები.  შეჯიბრის დეტალებზე  ახლა ჰენრი ვეკუა  თავად გვესაუბრება;   ის  75 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. იგი სატელეფონო ხაზზეა. 

მსგავსი სტატიები