ღონისძიება ხელოვნების სასწავლებელში
არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში ვოკალური განყოფილების წლის შემაჯამებელი კონცერტები გრძელდება. დღეს პირველკლასელებმა ეთერ სალიას ხელმძღვანელობით, სასწავლო წლის დამამთავრებელი კონცერტი გამართეს. მოსწავლეებმა ერთსაათიანი პროგრამა წარადგინეს.

