ფოთელი პატიმრის ოჯახი დახმარებას ითხოვს
ფოთელი პატიმრის რუსლან გუგუნავას ოჯახის წევრები ხელისუფლებას და უფლებადამცველებს მათი საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. გუგუნავას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარი გლდანის ციხის თანამშრომლებმა, მას შემდეგ სცემეს, რაც გუგუნავამ სხვა მსჯავდებულებზე ზეწოლის ფაქტი გააპროტესტა. ნაცემმა გუგუნავამ სხეულზე თვითდაზიანებეები მიიყენა. ამის შემდეგ იგი ქუთაისის მე-2 საპყრობილეში გადაიყვანეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით მან შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობა საფრთხეშია.