საერთაშორისო კონფერენცია ფოთში
ფოთი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. „მემკვიდრეობა და სივრცითი დაგეგმარება“ ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი, ისტორიული ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებისა და ურბანული გარემოს ინტეგრირებული მართვის უზრუნველყოფისთვის ახორციელებენ. კონფერენცია ფოთის თეატრში დღეს გაიხსნა.