ფოთში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს 21 03 17

2011 წლიდან, ყოველ 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

კამპანიას „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია , მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია შეუერთდნენ და „მზის ბავშვებს“ თანადგომა გამოუცხადეს.

ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა კოალიცია “სოციალური რეფორმებისათვის“ შშმ ბავშვთა “დღის ცენტრი“-ს აღსაზრდელები მოინახულეს,სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მსგავსი სტატიები