პრემიერ მინისტრი ფოთში 22 03 17

ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება, – მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. 
უკვე მოწყობილია 3 კილომეტრამდე სიგრძის ახალი პლაჟი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება. 
პრემიერმა აღნიშნა, რომ მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე – მალთაყვის საკურორტო ზონაში ტურიზმის განვითარებას. 

მსგავსი სტატიები