ფოთში ფონდი “ქველმოქმედი-2015“-ის საქველმოქმედო ღონისძიება 23 03 17

ფონდი “ქველმოქმედი 2015“ –ისა და ა.ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლი ერთობლივი ორგანიზებით დღეს ამავე საწავლებელში საქველმოქმედო კონცერტი შედგა , ჩვენი თანაქალაქელის – ჯგუფ “ნიუტონის“ სოლისტისა და მსოფლიო რეკორდსმენის – თამარ (ბაბი) ბაბილუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
საქველმოქმედო კონცერტზე შემოწირულმა თანხამ დღეს შეადგინა 745 ლარი (შემომწირველები: შპს “ტრანსფორდი“ – 500 ლარი, სასწავლებლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები – 245 ლარი)
1345 ლარი მიეწოდა ოჯახს საერთო ჯამში ფონდი “ქველმოქმედი 2015“–ის, სახელოვნებო სასწავლებლისა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ერთობლივად ორგანიზებული კონცერტებიდან.
უღმესი მადლობა თითოეულ მონაწილეს, შემომწირველსა და თანამდგომს – უანგარო მხარდაჭერისათვის.

მსგავსი სტატიები