სიახლე 

ფოთელი მოსახლეობის აზრი სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით 27 01 21

1 თებერვლიდან სწავლის პროცესი სკოლებში დისტანციურ რეჟიმიდან საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს , ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ფოთის მოსახლეობა გამოკითა და მათი შეხედულებები გაარკვია.

იხილე მეტი
სიახლე 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გამოიღვიძეს” დამფუძნებლის ანა იოსავას პროცესი მეორედ გადაიდო 27 01 21

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გამოიღვიძეს”” დამფუძნებლის ანა იოსავას სასამართლო პროცესი მეორედ გადაიდო. ორგანიზაცია,ქალაქში არსებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდა,აქციის დროს ანა იოსავა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს. ორჯერ გადადებული პროცესის გამო დაკავებული ირწმუნება რომ სასამართლოს არ აქვს მისი დაკავებისთვის აუციელბელი მტკიცებულებები და სწორედ ამიტომ იწელება პროცესი. როგორც ანა იოსავა აცხადებს მას უსმენენ და აშინებენ,თუმცა მიუხედავად ამისა ის და მისი ორგანიზაცია გაჩერებას არ აპირებენ და მომავალში სხვადადხვა სახის პერფომანსებს გეგმავენ.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია თაკო სარდალიშვილი 26 01 21

“კურსორის” სტუმარია ელსისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე 4 კურსის სტუდენტი თაკო სარდალიშვილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 26 01 21

ფოთში კორონავირუსის ახალი 20 შემთხვევა დადასტურდა .ბოლო 24 საათში კი საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 1 006 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამეგრელო ზემო სვანეთში 98. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 68 კოვიდ პაციენტი,.ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტია მათ შორის მძიმე 3 . სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 27 პაციენტი, მათ შორის მძიმე 6. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 18 მათ შორის მძიმე 3. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 20 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედში – 17 პაციენტი.ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 62 ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 57.ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის…

იხილე მეტი
სიახლე 

ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს 25 01 21

ზუგდიდის მთავარი თეატრი ავარიული იყო და ადმინისტრაცია დასის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, დღეს კი ფონდ „ქართუს“ დახმარებით ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრი ექნება,ის დააკმაყოფილებს ყველა არსებულ მოთხოვნას და შეძლებს საერთაშორისო ფესტივალებსაც უმასპინძლოს. შენობას ექნება ორი დარბაზი , დიდი ,რომელიც 570 მაყურებელზე იქნება გათვლილი, მცირე კი 140 ზე. ასევე აქვე განთავსდება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის

იხილე მეტი
სიახლე 

ქალთა კლუბის წევრებმა ახალ გამოწვევებზე იმსჯელეს 25 01 21

.კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმის მიმდინარე პროექტის “ქალის-უფლება თავის-უფლება” ფარგლებში ღია სივრცეში უჩვეულო აქტივობა გაიმართა, სადაც ქალთა კლუბის წევრებმა ახალ გამოწვევებზე იმსჯელეს ქალთა განვითარების მხარდაჭერა , ზრუნვა და ხელსაყრელი ფსიქოსოციალური კლიმატის შექმნა , ყოველთვის იყო, არის და იქნება ფოთის ქალთა კლუბის მთავარი პრიორიტეტი. როგორც ისინი აღნიშნავენ საზოგადოების ჩართულობით ფსიქოლოგებისა და იურისტების დახმარებით შესაძლებელია ქალთა უფლებების დარღვევებისა და ქალთა მიმართ ძალადობის გარკვეულწილად აღმოფხვრა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ქალთა კლუბის წევრებმა სამომავლო გეგმები განიხილეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 25 01 21

ფოთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში მთლიანად საქართველოში კი ვირუსით ინფიცირების ახალი 298 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან სამეგრელო ზემო სვანეთში 32. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 67 კოვიდ პაციენტი.ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტია მათ შორის მძიმე 3 . სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 27 პაციენტი, მათ შორის მძიმე 6. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 18 მათ შორის მძიმე 4. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 20 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედში – 23 პაციენტი.ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 81 ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 53.ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი…

იხილე მეტი