სტუდია ვაშინგტონი 9 10 20
სტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის PR მენეჯერ ნინო ლეფსაიას განხადებით ფოთში Covid 19 ის არცეთი შემთხვევა არ გამოვლენილა. დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით კოვიდ 19ის მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: აჭარაში – 411, იმერეთში – 782, ქვემო ქართლში – 130, შიდა ქართლში – 74, გურიაში – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 150, კახეთში – 133, მცხეთა-მთიანეთში – 79, სამცხე-ჯავახეთში – 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის მერი გოჩა კურდღელია, რომელიც მთავრობის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებზე და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე გვესაუბრება
იხილე მეტიდღეს ხმაური იყო ფოთში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე . როგორც ჩვენთან საუბარში მოვაჭრემ აღნიშნა, დილის საათებში სამოქალაქო ტანსაცმლიანმა უცხო პირმა მასზე იძალადა, წაართვა სიგარეტები და ფული, ყოველგავრი ოქმის გაფორმებისა და ფორმალურობის გარეშე. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ უცხო პირმა ძალა გამოიყენა სხვა მოვაჭრე ქალბატონის მიმართაც და იგი წააქცია. ინტერვიუ აღნიშნულ ფაქტზე დავუკავშირდით ფოთის საგადასახადო სამსახურს, სადაც განაცხადეს რომ ქალბატონი უაქციზო სიგარეტით ვაჭრობდა და მისი ჩამორთმევა შემოსავლების სამსახურის 2011 წლის N 2742 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სათანადო ოქმის გაფორმებით მოხდა,რომელზეც მოვაჭრემ ხელი არ მოაწერა.
იხილე მეტიდღეიდან ყველა დიდ ქალაქში 22: 00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილდება იზღუდება. აქედან გამომდინარე საქართველოს რკინიგზამ შეცვლა მატარებლების მოძრაობის გრაფიკი. 9 ნოემბრიდან, მატარებლების მოძრაობა ფოთი-თბილისის მიმართულებით დილით 8:20-ან13:35 მდე შესრულდება, ხოლო საღამოს კი 15:40 დან 20:50-ზე მდე შეგახსენებთ, რომ კომენდანტის საათი დღეიდან შედის ძალაში.
იხილე მეტიჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 10ნოემბერს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ. დროგამოშვებით წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +16° +18° ; ღამით: +11° 13°.იქნება
იხილე მეტიდღეიდან, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში კომენდატის საათი ბრუნდება, 22:00 -დან 05:00 – მდე როგორც ქვეითად ისე ავტომობილით გადაადგილება იზღუდება. ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თუ რამდენად ემხრობა ფოთელი მოსახლეობა რეგულაციების გამკაცრებას ქვეყანაში.
იხილე მეტიპანდემიის მიუხედავად ,,ბევრილი ჯგუფმა“ 7 ნოემბერს ფოთში ახალ ლოკაციაზე მაღაზია გახსნა. ჩვენთან საუბარში მისმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობას გაუწიონ ანგარიში და რთულ ვითარებაში ხარისხიანი პროდუქტი დაბალ ფასად შესთავაზონ. აღსანიშნავია, რომ მაღაზია სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ სტანდარტებს და მისი ფუნქციონირება კოვიდ 19-ის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ,,ბევრილი ჯგუფის“ ახალი მაღაზია კოსტავასა და 8 მარტის ქუჩის გადაკვეთაზე გაიხსნა.
იხილე მეტიფოთის საქალაქო სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამრთეს. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარის თამარ ჟვანიას გადაყენებას და არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვდნენ. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია და მათ შესაბამისი საჩივრებით მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას და მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემდეგ პარტიები უკვე სასამართლოსგან ელიან საჩივრების განხილვას. ამავე დროს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ რომ სასამრთლოს იმედი არ აქვთ და 8 ნოემბერს თბილისში დაანონსებულ აქციას აუცილებლად შეურთდებიან. საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.
იხილე მეტიკორონავირუსის გავრცელებამ მთლიანად შეცვალა მედიის მუშაობის სტრუქტურა, . როდესაც რეგიონებში ვირუსის პირველი, დადასტურებული შემთხვევები გაჩნდა ცხადი გახდა, რომ ადამიანებს მხოლოდ ამის შესახებ აინტერსებდათ ინფორმაცია. სხვა მასალებმა, მეორე პლანზე გადაინაცვლა. “კოვიდ19”-ის გარშემო საკითხებით დაინტერესება არ შენელებულა მეორე ტალღის დროსაც. საჭირო გახდა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის განახლებად რეჟიმში გაშუქება. ამასთან ჟურნალისტები ადგილობრივ თვითმმართველობისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა სამსახურის და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისგან დროული და სანდო ინფორმაციის მოპოვების პრობლემას აწყდებიან ხშირია სხვადასხვა მიზეზით ინტერვიუებზე უარის თქმის შემთხვევები, არადა ექსპერტების აზრით ადგილობრივი, კომპეტენტური პირების ხშირად გამოჩენა ეკრანებზე და პირდად მათგან ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიღება მოსახლეობისთვის უფრო დამაჯერებელია…
იხილე მეტი