თოკშოუ „თემა“ 06 10 20

არჩევნები 2020თოკშოუ ”თემა” გადაცემის სტუმრები არიან კონსერვატიული პარტიის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარე,მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ წურწუმია და ფოთის ყოფილი მერი მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი დავით სარსანია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „პლაკატების ომი“ დაიწყო 06 10 20

წინა წლების მსგავსად წინასაარჩევნოდ ე.წ ,,პლაკატების ომი წელსაც დაიწყო. დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის წევრებმა პლაკატების დაზიანების ფაქტზე განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, საარჩევნო კაპანიის ჩატარება არათანაბარ პირობებში უწევთ. პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე საუბრობს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი დავით სარსანიაც

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 06 10 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 7ოქტომბერს მოსალოდნელია დღისით მოწმენდილი ცა უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +23 ° +25°; ღამით: +17° +19° იქნება. 8ოქტომბერს მოსალოდნელია მოწმენდილი ცა . უნალექოდ ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +27° ; ღამით: +18° +20°.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ნაციონალებმა ბრიფინგი გამართეს 06 10 20

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ფოთში წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. ოპოზიციის განცხადებით საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელ წევრებად ის ადამიანები აირჩიეს რომელთა უმრავლესობა საბიუჯეტო ორგანიზაციებშია დასაქმებული. ოპოზიცია საარჩევნო სიებში არსებულ დარღვევებზეც საუბრობს, მათი თქმით უბნებზე არსებულ სიებში ისეთი ადამიანებია შეყვანილი, რომლებიც ქალაქში წლებია არ ცხოვრობენ. ოპოზიციის ბრალდებებს ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია უსაფუძვლოს უწოდებს

იხილე მეტი

“კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია ჟურნალისტი სოფო კორტავა გერმანიიდან 6 10 20

“კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია ჟურნალისტი სოფო კორტავა, რომელიც გერმანიიდან გვერთვება და “კოვიდ 19”-ის პირობებში იქ მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

“jerusalemachallenge” მსოფლიო ჩელენჯში ფოთის მე-5 სკოლაც ჩაერთო 6 10 20

“jerusalemachallenge” მსოფლიო ჩელენჯია რომელსაც 2020წლის თებერვალში ჩაეყარა საფუძველი და ის კოვიდ-19ის გარცელებას უკავშირდება. სწორედ მსოფლიო პანდემიით მოცული ადამიანები წერენ ვიდეობს, რომელზეც ასახულია მხიარული ცეკვა სამხრეთ აფრიკელი დიჯეის სიმღერაზე jerusalema. გამოწვევაში ფოთის 5საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ. და მათ ვიდეოს უკვე 450 000 ნახვა აქვს და სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსი “ევექსის” 3 ექთანს დაუდასტურდა 06 10 20

ფოთში, კოვიდ კლინიკის სამ ექთანს კორონავირუსი დაუდგინდა ორი ფოთელია, ერთი კი სუფსიდანაა ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით მათ სიმპტომები არ აღენიშნებათ და თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. ამ დროისთვის ფოთის კოვიდ კლინიკაში 19 პაციენტია მოთავსებული მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 309 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 17 დადებითია აქედან 9 შემთხვევაზუგდიდს უკავშირდება სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 186 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 78 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურ პარკში რომან მელიამ წიგნის პრეზენტაცია გამართა 05 10 20

ფოთის ცენტრალურ პარკში შაბათს რომან მელიას წიგნის ფოთი გუშინ, დღეს, ხვალ, პრეზენტაცია გაიმართა. რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმოადგენლები, თბილისიდან მოწვეული სტუმრები და სამღვრდელო პირები ესწრებოდნენ. წიგნში ყურადღება გამახვილებულია ფოთის განსაკუთრებულ სტატუსზე.

იხილე მეტი