სტუდია ვაშინგტონი 16 07 20
“სტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა და “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა და “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის “სპოტრისა და ტურიზმის ცენტრის” დირექტორი ბექა გუგუშვილი
იხილე მეტიდღეს შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, რომელიც თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნების საუკეთესო გარემოპირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავი ზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში. ბაღი გაშენებულია 60 ჰექტარზე, საიდნაც 18 ჰექტარი დათმობილი აქვს ადგილობრივი ფლორის 29 უნიკალური სახეობის 200 ზე მეტ გიგანტურ ხე მცენარეს, ხოლო დანარჩენ 42 ჰექტარზე თავმოყირლია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა.დღეს ბაღს ვიზიტორები საქართველოს ყველა კუთხიდან სტუმრობენ.
იხილე მეტიფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 47 წლის მამაკაცია მოთავსებული. იგი სენაკიდანაა. ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 54 პირის კვლევის შედეგი ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონა ვირუსი არ აღმოაჩნდა. გამოკვლეული პირები პირველადი ჯანდაცვის სფეროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები არიან.
იხილე მეტიფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობამ ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. მათი თქმით წლებია პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება და მისი გადაზიდვა ღია წესით ხდება. ადგილიბრივების თქმით გაურკვეველი წარმომავლობის ნივთიერება მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია და ამის შესახებ ერთ ერთი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაშიც წერია. აქციის მონაწილეები პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა და “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიფოთში მალთაყვის სანაპიროზე საზაფხულო ფესტივალი გაიმართება. ორგანიზატორები “სტუდიო ამბო” და მეგობრები არიან. ფესტივალის ფარგლებში პლიაჟის ფეხბურთის ტურნირი იგეგმება, რომელზეც ,,ბორის პაიჭაძის“ თასი გათამაშდება. ორგანიზატორების განცხადებით, შეიქმნება სივრცე რომელიც, ფოთის ტურისტული ცენტრი გახდება. აქ დამსვენებლებს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებენ. იქნება ღია კინო თეატრი, მოეწყობა კაფე და დასვენების სივრცე.ორგანიზატორები მიიჩნევენ,რომ მალთაყვის სანაპირო ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება, რადგან ის თავისი შინაარსით და მნიშვნელობით უნიკალური ადგილია.
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა მხეიძე
იხილე მეტიდიანა ლომაიამ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა,რომელიც 9-10 ივლისს ონლაინ პლატფორმა chess.com-ზე 20 წლამდე გოგონათა შორის გაიმართა. ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა მასში 20 წლამდე ასაკის საქართველოს საუკეთესო 8 გოგონა მონაწილეობდა. 15 წლის დიანამ 7 შესაძლებლობიდან 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მან ამ გამარჯვებით მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე 20 წლამდელთა დაფაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 20-30 ივლისს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჩატარდება. ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს 10 უძლიერესი ქალი: 8 საერთაშორისო დიდოსტატი, 1 საერთაშორისო ოსტატი და 1 ფიდეს ოსტატი მიიღებს. მონაწილეთა შორისაა საჭადრაკო…
იხილე მეტიჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 15ივლისს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი. დაჰქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25 ° +27°; ღამით: +21° +23° იქნება. 16ივლისს მოსალოდნელია ძირითადად მოწმენდილი ცა ასევე უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +27° ; ღამით: +22° +24°
იხილე მეტი