სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 23 02 22

ვაშინგტონის პასუხი კრემლს – “სტუდია ვაშინგტონი”შეერთებული შტატები სანქციებს მოსკოვის პოლიტიკური “ელიტის” წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებს უწესებს, უკვე ამოქმედებულია სანქციების პირველი ნაწილიც; ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ლავროვთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს – ვრცლად ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქველმოქმედო მაცივარი განთავსდა 21 02 22

ფოთში საქველმოქმედო ფონდ ,,ზღვა მეგობრობისა’’-ს მიერ, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალური მაცივარი განთავსდა. ფონდის მიზანი საზოგადოებაში ურთიერთდახმარებისა და სოციალური კულტურის დამკვიდრება და განვითარებაა. ინიციატივის ავტორის შორეული ნაოსნობის კაპიტნის გაგა ლომოურის თქმით: სოციალური მაცივრის დახმარებით მოქალაქეებს საკვების ერთმანეთისთვის გაზიარება შეუძლიათ,რაც საზოგადოებაში სოციალურ პასუხისმგებლობას უფრო მეტად აამაღლებს. პროექტის მთავარი იდეა ის არის, რომ ვისაც შესაძლებლობა აქვს, მაცივარში პროდუქტს განათავსებს,ხოლო ვისაც არა – აიღებს. შევსება გარდა გულისხმიერი ადამიანებისა, რესტორნებსა და სუპერმარკეტებსაც შეუძლიათ. აღსანიშნავია,რომ ,,ზღვა მეგობრობისა’’ მეზღვაურების მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდია,რომელმაც სოციალური მაცივრები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე : ბათუმში,ქობულეთში და ფოთში, განათავსა ხოლო მალე…

იხილე მეტი
სიახლე 

წიგნის ,,საინტერესო ქალბატონები და ბატონები“-ს პრეზენტაცია 5 მარტს გაიმართება 21 02 22

ფონდი ,,ქველმოქმედი -2015“ის დამფუძნებელმა ია გორგოტაძემ საავტორო წიგნი ,,საინტერესო ქალბატონები და ბატონები“ გამოსცა, რომელსაც საფუძვლად ამავე სახელწოდების ვიდეო პროექტი უდევს. წიგნში , საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ასი წარმატებული ადამიანის ისტორიაა შესული . აღნიშნულ თემაზე დღეს შეხვედრა ,,გალერეა 34’’-ში გაიმართა. შეხვედრაზე წიგნთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს. აღსანიშნავია რომ პროექტი ,,ფონდი ქველმოქმედი 2015’’-ის და ,,გალერეა -34’’-ის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა. წიგნის რედაქტორი, მწერალი, ჭაბუკი ქოიავა გახლავთ. ინტერვიუ ცნობილია, რომ წიგნის პრეზენტაცია დარბაზ ,,მარგალიტში“ 5მარტს 17:00 საათზე გაიმართება. წიგნის შეძენა მსურველებს ადგილზე სიმბოლურ ფასად შეეძლებათ,შემოსული თანხა კი სოციალურ საქმიანობას მოხმარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 21 02 22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 22-24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. ფოთში 22 თებერვალს ძირითადად მზიანი ამინდი გველოდება უმეტესად უნალქოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 +15 ღამით +7 +9 იქნება 23 თებერვალს მზიანი ამინდია ნავარაუდევი უმეტესად უნალქოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 +17 ღამით +7 +9 გრადუსი იქნება. 24 თებერვალს ფოთში მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 +19 ხოლო ღამით +10 +11 გრადუსი იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 18 02 22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 19-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი. ფოთში 19 თებერვალს დღისით მოღრუბლული ამინდი გველოდება. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 , +10 ღამით +7 + 9 იქნება. 20 თებერვალს ფოთში დღისით და ღამით ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ღამით შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 9 +11 ღამით +6 + 8.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-17 ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 18 02 22

ფოთის მე-17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.ბაღების გაერთიანების დირექტორის მაკა ზარანდიას განცხადებით რეაბილიტაციის ფარგლებში, კაპიტალურად გარემონტდა ბაღის შიდა სივრცე და აღიჭურვა ახალი ინვენტარით უახლოეს პერიოდში კი მოწესრიგდება ბაღის ეზო და მოეწყობა ახალი ღობე. აღსანიშნავია რომ პროექტისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 225 039 ლარი დაიხარჯა.

იხილე მეტი

„გპასუხობს ექიმი“ -16 02 22

სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღა” რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ერთად გთავაზობთ გადაცემას ,,გპასუხობს ექიმი”გადაცემაში ექიმების და ეპიდემიოლოგების ჩართულობას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს

იხილე მეტი