სიახლე 

ფოთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 28 02 22

გუშინ ფოთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა,მანიფესტაციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში უკრაინისა და საქართველოს დროშებითმსვლელობა მოაწყვეს და ამ ფორმით დაგმეს რუსული აგრესია და სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ: მსგავსი აქციები ყოველდღიური ხასიათის იქნება. აღსანიშნავია,რომ მხარდამჭერ აქციას,ფოთის თეატრის დასიც შეუერთდა,მათ დაღუპულ გმირთა სახელზე ფრანები გაუშვეს, თეატრის შენობა კი უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

იხილე მეტი

უკრაინის დროშა ფოთის მერიის შენობიდანაც გადმოიფინა 28 02 22

საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მსგავსად უკრაინის დროშა,დღეს ფოთის მერიის შენობიდანაც გადმოიფინა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით: მათ ამ ქმედებით,მხარი დაუჭირეს უკრაინას და მოძმე ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს,ამასთან აღნიშნეს,რომ უკრაინისადმი,პუტინის რუსეთის აგრესია უნდა დასრულდეს. მათ საქართველოს ჩართულობასაც გაუსვეს ხაზი,,საქართველოს მოსახლეობა გაერთიანდება ტირანი კი აუცილებლად დამარცხდება ” აღნიშნეს ჟურნალისტებთან საუბრისას. აღსანიშნავია,რომ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა საკრებულოს დეპუტატებმა,უკრაინის დროშები გადმოფინეს და უკრაინის ჰიმნი გააჟღერეს

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ისტორიკოსი სილოვან გვასალია 25 02 22

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.აღნიშნულ საკითხზე და რუსეთ-უკრაინის ომზე ისტორიკოსი, სილოვან გვასალია გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 25 02 22

ფოთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. 8 აგვისტოს მემორიალთან, ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს და რუსეთის დროშა საჯაროდ დაწვეს. „ჩვენ მოვედით 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალთან და ყვავილებით შევამკეთ იგი. მე პირადად, განმიახლდა ის ტკივილი, რაც 2008 წლის აგვისტოში განვიცადეთ. მაშინ საქართველოს სხვადასხვა ადგილი დაიბომბა, მათ შორის იყო ქალაქი ფოთიც. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჟანა ჩაჩავამ. ცნობისათვის აქციის მონაწილეებმა რუსული აგრესია დაგმეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხად

იხილე მეტი

გადაცემა „დროა“ 24 02 22

,,მეცხრე ტალღა” წარმოგიდგენთ გადაცემას ,,დროა”დღის თემაა: ქალაქში არსებული უსიამოვნო თევზის სუნი და მისი გამომწვევი მიზეზები. გადაცემის სტუმარია :,, სამოქალაქო პლატფორმა, ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” დამფუძნებელი, ელისო ჯანაშია.

იხილე მეტი
სიახლე 

,,ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022’’-ის შესარჩევი ტური იწყება 22 02 22

,,ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022’’-ის შესარჩევი ტური იწყება. ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ: ავთენტიკურ ჯგუფებსა და სასოფლო ანსამბლებს ხალხური სიმღერის მუნიციპალურ და თვითმოქმედ ანსამბლებს, ტრადიციულ ხალხურ საკრავთა საოჯახო ანსამბლებსა (მუსიკა, ქორეოგრაფია) და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს , ინდივიდუალურ შემრულებლებს (სიმღერა, ცეკვა, საკრავი) ხალხური რეწვის,გამოყენებითი ხელოვნების და სახვითი ხელოვნების ოსტატებს. ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრიდან ფესტივალში ანსამბლი ,,ფაზისი’’ და ,,ქალთა ტრიო’’მიიღებს მონაწილეობას. ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორის ზაზა ღადუას თქმით :აღნიშნული ფესტივალი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოადა ამ დროისთვის აქტიური მზადება და რეპეტიციები მიმდინარეობს .აღსანიშნავია რომ ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა მინიმალური ასაკი 15 წელია, ბავშვების მონაწილეობა კი დასაშვებია…

იხილე მეტი

დღეს ფოთში აფხაზეთის მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ 23 02 22

დღეს ფოთის მე-2 საბავშვო ბაღში აფხაზეთის მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ მათ ბაღის აღსაზრდელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.  აქტივობა საქველმოქმედო ხასიათისაა და მისი მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით დევნილი ბავშვების წახალისებაა.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, დევნილთა მინისტრის, დავით ფაცაციას განცხადებით:  დევნილი ბავშვების გახარება და მათზე ზრუნვა ერთ -ერთი მთავარი პირორიტეტია და  მსგავსი ღონისძიბები მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია რომ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საგამოფენო დარბაზში, ფოთელი მხატვრების ერთობლივი გამოფენა გაიმართა 23 02 22

ფოთის საგამოფენო დარბაზში, ფოთელი მხატვრების ერთობლივი გამოფენა გაიმართა,სადაც სხვადასხვა თემაზე შექმნილი ორმოცამდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი: ამირან კუპრავას, ჯანო დანელიას, გრიგოლ გაგუას, ხუტა კვარაცხელიას, რევაზ ფუტკარაიას და სერგო ხაზალიას ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს. აღსანიშნავია რომ საგამოფენო დარბაზში შიდა ინტერიერი განახლდა,პანდემიის პირობებში ეს პირველი ოფიციალური გამოფენა იყო. ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზატორთა განცხადებით მსგავსი ღონისძიები მომავალშიც გაგრძელდება, შეგახსენებთ რომ საგამოფენო დარბაზის დირექტორად სულ ცოტა ხნის წინ ოთარ ხარჩილავა დაინიშნა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში პარტია ,,საქართველოსთვის“ ფრაქციის სხდომა გაიმართა 23 02 22

ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში პარტია ,,საქართველოსთვის“ ფრაქციის სხდომა გაიმართა, რომელზეც 17 საკითხი განიხილეს. ძირითადი აქცენტი ფოთში არსებულ ინფრაქტრუქტურულ პროექტებსა და პრობლემებზე გაკეთდა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა გვასალია აღნიშნავს სხდომაზე მოწვეული იყო ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურული სამსახურების უფროსები რომლებსაც, მოსახლეობის კითხვები გააცნეს, როგორიცაა: ქალაქში საკანალიზაციო სისტემის დაუსრულებელი პროექტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ამასთან მამუკა გვასალია, მათი თანაპარტიელის მინდია ბარამიას მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოსდა ის გარე-განათების ბოძიდან ელექტრო ენერგიას არაკანონიერი დაერთების მეშვეობით იპარავდა და საკუთარ სახლში მოიხმარდა. გვასალიას შეფასებით , ბარამიას მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება და გავრცელებული ინფორმაცია…

იხილე მეტი