“ამერიკის ხმა” 30 12 2019
“ამერიკის ხმა” 30 12 2019
იხილე მეტი“ამერიკის ხმა” 30 12 2019
იხილე მეტიდღეს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. პირველ საკითხად მოისმინეს ფოთის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნონა სილაგავას ანგარიში. მეორე საკითხზე, საკრებულოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს მერიის მიერ გამოგზავნილ განკარგულებას, იმის შესახებ რომ საკრებულოს თანხმობით მომხდარიყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე ერთეული ქონების განმეორებითი აუქციონის 49%-იანი ფასდაკლებით ჩატარება. მათ განკარგულების საკუთარ ვარიანტს დუჭირეს მხარი, რომლის მიხედვითაც თავად მერიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული აუქციონების ჩატარება. მესამე საკითხში კი პირიქით, მერიის სამსახურს უარი უთხრეს საკრებულოს თანხმობის გარეშე მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ქალაქის გენერალური გეგმის მიხედვით…
იხილე მეტიფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა” 17-20 დეკემბერს საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. ფოთელთა კლუბმა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება I ლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მოიპოვა. საკლუბო ჩემპიონატის ბოლო ტურში კლუბი “ნანა” გაახალგაზრდავებული შემადგენლობით დაუპირისპირდა ლანჩხუთის “ლანჩხუთს”. მიუხედავად ამისა ჩვენმა ახალგაზრდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს 10,5 – 5,5. პირველი მატჩის ფრედ (4:4) დასრულების შემდეგ, მეორე მატჩში ფოთის “ნანა”-მ 6,5 : 1,5 იმარჯვა. ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი “ნანა” საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ნახევარფინალურ მატჩში თბილისის “ნტნ”- დაუპირსპირდება. უმაღლეს ლიგაში მონაწილეობს 4 გუნდი: თბილისის “ნტნ”, თბილისის “აზმაი”, ქუთაისის “ქუთაისი” და ფოთის “ნანა”.
იხილე მეტიკვირას 1 დეკემბერს ფოთში ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს მოყვარულთა თასი 2019-ის 1/4 ფინალური მატჩი. სადაც ფოთის “ჭაბონამა” თბილისის ,, ნახალოვკას” დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია და ანგარიშიც 0:0 დაფიქსირდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მსაჯმა თამაში შეწყვიტა, კოკისპირული წვიმის გამო. გუნდები მარტვილში გაემგზავრნენ, სადაც ფოთში დაწყებული შეხვედრის მეორე ტაიმი ითამაშეს. მარტვილში ჯერ თბილისელები დაწინაურდნენ. თუმცა ფოთელებმა შესძლეს ანგარიშის გათანაბრება, რის შემდეგაც “ნახალოვკას” ფეხბურთელები მსაჯს დაუპირისპირდნენ და თამაში შეწყდა. საბოლოოდ მატჩის ბედს ფედერაცია გადაწყვეტს. ჩვენი ინფორმაციით თამაშის ჩაშლის გამო თბილისის “ნახალოვკას” წაგება ჩაეთვლება.
იხილე მეტიფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მაყურებელს მორიგ პრემიერაზე უმასპინძლა. „ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს“ საპრემიერო ჩვენების ორივე დღემ სრული ანშლაგით ჩაიარა. გადავსებულ დარბაზში ბედნიერი და გახარებული მაყურებელი ოვაციას ვერ მალავდა და ვერც სიცილს იკავებდა. ფოთის თეატრმა კვლავ წარმატებით გაიარა ბეწვის ხიდზე, რადგან ყველა თაობის მაყურებლისთვის საყვარელი სპექტაკლი გააცოცხლა და აჩვენა ისე, რომ არ დაკარგა საკუთრი ინდივიდუალურობა, საკუთარი ხელწერა. აღსანიშნავია, რომ საპრემიერო ჩვენების მეორე დღეს სპექტაკლის რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი მსახიობის ამპლუაშიც წარსდგა მაყურებლის წინაშე.
იხილე მეტიდღეს სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღის“ ოფისში მშვიდობის კორპუსის მოხალისე ბრან ბერინჯერი ფოთში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო სადაც სამომავლო გეგმებზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამერიკელი მოხალისე სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის და სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრის, ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში 2წლის განმავლობაში დარჩება.
იხილე მეტიჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 30ნოემბერს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით: +13° +15° ; ღამით: +10° +12°. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ, სიჩქარით. 1დეკემბერს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი დრო გამოშვებით წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12° +14° ; ღამით: +8° +10° იქნება
იხილე მეტიფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ყველაზე საპატიო თეატრალური პრემიის – ,,დურუჯის” მფლობელია; მან 2ნომინაციაში გაიმარჯვა ესენია საუკეთესო თანამედროვე პიესა და საუკეთესო ქალი მსახიობი. სპექტაკლი ,,მარინე რევია”,რომლის რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძეა. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ენდი ძიძავა ,,დურუჯის” გამარჯვებულია. ფოთის თეატრის სამხატვრო ხემძღვანელმა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და თეატრის მიმართ მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა.
იხილე მეტიამერიკის შეერთებულ შტატები 2020 წლისთვის ემზადება, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება ამერიკის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ამერიკის მოსახლეობა შტატების პრეზიდენტს აირჩევს. წინასაარჩევნო კამპანია და დებატები უკვე დაწყებულია. კანდიდატები საარჩევნო პროგრამის გარდა ერთმანეთის სისუსტეებზეც საუბრობენ და ამ მხრივ ქალ კანდიდატებს განსაკუთრებით ესხმიან თავს. როგორია ქალი კანდიდატების როლი საარჩევნო რბოლაში და როგორ გადაწყვეტენ არჩევნების როლს ქალი ამომრჩევლები. ამის შესახებ ჩვენს სიუჟეტში მოგიყვებით. ამერიკაში მადლიერების დღეს ზეიმობენ. ეს დღე წელიწადში ერთხელ, ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აღინიშნება. ტრადიციულად, მას მოსავლის აღების შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად ზეიმობდნენ. მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, ამერიკაში ეს დიდი დღესასწაული და დასვენების დღეა. ტრადიციულად ამ დღეს…
იხილე მეტიფოთში, ჰიდროგრაფიის დარბაზში კონფერენცია გაიმართა რომელიც ფოთის ეკოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნა. კერძოდ ეკოლოგიურ და ზღვის ნაპირგამაგრების თემებს. ასევე საუბარი შეეხო პალიასტომის ტბის ჰიდროლოგიური რეჟიმის დარეგულირების საკითხს. შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ კონფერენია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
იხილე მეტი