სიახლე 

ფოთის იუსტიციის სახლი წლის ყველაზე სწრაფ ფილიალებს შორის დასახელდა 23 10 19

იუსტიციის სახლის ხონის ფილიალში იუსტიციის დღე საზეიმოდ აღინიშნა ღონისძიებაზე გამოვლინდა და დაჯილდოვდა იუსტიციის სახლის წლის ყველაზე სწრაფი სამი ფილიალი, რომელთა შორის ფოთის ფილიალიც დასახელდა. იუსტიციის დღის ოქტომბრის თვეში აღნიშვნა საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და 1918 წლის 11 ოქტომბერს უკავშირდება. სწორედ 11 ოქტომბრის კანონით, დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან დაარსდა საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებდა კანონმდებლობის კოდიფიკაციასა და „კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულის“ ოფიციალურ გამოცემას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება 22 10 2019

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და იკამედი ფოთის ერთობლივი ინიციატივით 27 და 28 ოქტომბერს, 10 სთ-დან 18 სთ-მდე, უფასო კონსულტაციები გაიმართება რომელსაც თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი- ექიმი-გასტროენტეროლოგი, პროფესორი ზაქარია როჭიკაშვილი ჩაატარებს. ხოლო 28 ოქტომბერს, 10 სთ-დან 18 სთ-მდე, 60 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებს ჩაუტარდებათ ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციები, პროფესორ მალხაზ ჩიქოვანის ხელმძღვანელობით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა 22 10 19

ტაშკენტში მიმდინარე ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობა სამბოში, 65კგ. წონით კატეგორიაში, ელიზბარ თურქია ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალურ ორთაბრძოლაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი, გამოცდილი მოჭიდავე, მსოფლიო და ევროპის პრიზიორი აბულმუსლიმ მახდიევი დაამარცხა. კვიპროსში კი საერთაშორისო რეგატაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, ქართველებმა 6 ოქროს , 6 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს .წარმატებით იასპარეზა ფოთელმა მურმან მალანიამ, მან 200მ დისტანციაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლი კი გია გაბედავას ერგო. დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფოთელ სპორტსმენებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია შეხვდა მათ გამარჯვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასევე მათ სამომავლო გეგმებზე…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პაციენტთა კავშირმა მორიგი შეხვედრა გამართა 21 10 19

ფოთის მერიის ,,პაციენტთა კავშირის” და ,,ევექსის” პოლიკლინიკის ორგანიზებით, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. რომლის მიზანი მკერდის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სკრინინგ პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. საქართველოს ,,პაციენტთა კავშირი” ,,ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებს განაგრძობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ასოციაცია დეამ არტგალერეა 34 ში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა 21 10 19

ასოციაცია ,დეამ“ პროექტის – ,,იყავი აქტიური მოქალაქე და იცოდე შენი საარჩევნო უფლება“ ფარგლებში არტ გალერეა 34-ში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი საარჩევნო პროცესში მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობა იყო. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ორგანიზაცია – ,,დეა“ 1998 წლიდან ფუნქციონირებს და განხორციელებული აქვს 140-ზე მეტი პროექტი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი გაიხსნა 21 10 19

ფოთში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უვნებლობის სტანდარტების დანერგვა ფოთში, როგორც სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქალაქში, ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია რომ სამეგრელოს რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს მეოთხე ოფისი გაიხსნა. სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობას, ცხოველთა ჯამრთელობისა და მცენარეთა დაცვას.

იხილე მეტი
სიახლე 

კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 21 10 19

ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 000მ -იან ზოლზე საკომუნიკაციო ქსელების მოწყობას, მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, საბავშვო მოედნის მოწყობას, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.

იხილე მეტი
სიახლე 

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა 21 10 19

ფოთში , საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ოპოზიციამ საკრებულოში თავმჯდომარის თანაშემწეს შტატის დამატება გააპროტესტა. მათი თქმით, სხვადასხვა თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება. ამასთან ,,ნაციონალური მოძრაობის წევრი“ დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე მივიდა ტრანსფარანტებით ,,გახარია წადი“, ,,შეწყვიტეთ რეპრესიები“ და სხდომის დასრულებამდე ფეხზე იდგა. ,,საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია მიჩვეულია რიგგარეშე სხდომების ჩატარებას და დანიშვნას პირადი ინეტერესებიდან გამომდინარე. საკრებულოს დაემატა ერთი შტატი კულტურის დარგში და ეს არის თავმჯდომარის თანაშემწე. ამ პოსტს თავის დროზე მაკა ჩხეტია იკავებდა და ის პოლიტიკური ნიშნით შარშანწინ ირაკლი კაკულიამ დაუსაბუთებლად და უკანონოდ გაათავისუფლა . ჩხეტიას საქმესთან დაკავშირებით…

იხილე მეტი
სიახლე 

სამედიცინო ნარჩენები, საფრთხე რომელიც ქუჩაში გვხვდება 21 10 19

ჩვენს რეალობაში სამედიცინო დაწესებულებებიდან, ასევე ოჯახებიდან გამოტანილი სახიფათო სამედიცინო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტები გვხვდება, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნაში ან სულაც ქუჩაშია დაყრილი. დაბინძურებამ კი, შესაძლოა უშუალო კონტაქტით ან ჰაერწვეთოვანი გზით ადამიანების დაავადება გამოიწვიოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა 18 10 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. უნივერსიტეტში სტუმრად იყო ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი, რომელიც ჰეგელის სკოლას ხემძღვანელობდა. შემაჯამებელი ღონისძიება სწორედ იმ ფილოსოფიურ საკითხებს მოიცავდა, რომელსაც პროფესორი რინალდი ეხებოდა. ჯაკომო რინალდი არის ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი თეორიული ფილოსოფიის მიმართულებით. იგი არის 20-მდე მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის აღსანიშნად პროფ. რინალდი არჩეულია რამდენიმე სამეცნიერო და ფილოსოფიური საზოგადოების საპატიო წევრად. მისი ნაშრომები გამოქყვეყნებულია იტალიურ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე. შეხვედრის ფარგლებში ჰეგელის სკოლაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ როგორც ახალი საქართველოს უნივერისტეტის სტუდენტებს ასევე სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ღონისძიებას პროფესორ…

იხილე მეტი