ციფრული ელჩები ხობსა და ფოთში: ახალგაზრდები მოქალაქეებს ონლაინ სერვისებს ასწავლიან
ბანკში რიგში დგომა, საჯარო სერვისების ოფისებში სიარული და გაურკვეველი ფორმები ბევრისთვის ყოველდღიური რეალობაა. თუმცა, მაშინ, როცა სერვისების დიდი ნაწილი უკვე ერთ ღილაკზე დაჭერით არის ხელმისაწვდომი, მოქალაქეების ნაწილი ციფრულ სივრცეში თავს მაინც დაუცველად გრძნობს. სწორედ ამ მიზნით, ხობსა და ფოთში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ჯგუფი სახელად „ციფრული ელჩების პროგრამა“. ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები დაინტერესებულ პირებს ციფრულ სამყაროში ორიენტირებასა და სწავლაში ეხმარებიან. როგორც პროექტის მენეჯერი ანა გვენეტაძე გვეუბნება, პროექტის ფარგლებში 16–21 წლის ასაკის 52 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას პრაქტიკულ ცოდნას უზიარებენ და აჩვენებენ, როგორ მიიღონ სახელმწიფო და კერძო სერვისები ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. პროექტის…
იხილე მეტი