სიახლე 

საახალწლო კონცერტი ფოთის ფოლკლორულ ცენტრში 26 12 18

ფოლკლორის ცენტრის დარბაზში , საახალწლო საბავშვო კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე  სახელოვნებო ცენტრთან, ასევე  არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელთან არსებული საესტრადო სტუდიები და ანსამბლები გამოვიდნენ.  როგორც სახელოვნებო ცენტრის დირექტორის  მოადგილემ,მაიკო ტიკარაძემ განაცხადა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ  საახალწლო დღეები თანაქალაქელებისთვის დაუვიწყარი გახდეს. აღნიშნული ღონისძიება სახელოვნებო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.ქალაქში საახალწლო ღონისძიებები ოფიციალურად  25 დეკემბერს გაიხსნა  და 20 იანვრამდე  გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

საახალწლო ღონისძიება ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში 26 12 18

მე-5 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. სხვადასხვა ასკობრივი ჯგუფის მოსწავლეებმა საახალწლო წარმოდგენა, სახელწდებით „ლურჯი ფრინველი“ ითამაშეს. სპექტაკლი  მუსიკალური ნომრებით იყო გაფორმებული. ბავშვები ამ ღონისძებისთვის დაახლოებით ერთი თვე ემზადებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, საჭადრაკო ფესტივალი-2018 მიმდინარეობს 27 12 18

ფოთში, „საახალწლო საჭადრაკო ფესტივალი- 2018”  მიმდინარეობს, რომელშიც 100-მდე ფოთელი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას.ფესტივალის ფარგლებში ერთმანეთს  დამწყები მოჭადრაკეები უპირისპირდებიან,  ასევე ტარდება  ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში.ფესტივალი 23 დეკემბერს დაიწყო და 28 დეკემბერს დასრუდება.  ტურნირის გამარჯვებულების, ასევე წლის საუკეთესო მოჭადრაკეების დაჯილდოების ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ” არტ-გალერეა ” 34-ში ანანო ზარანდიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა 26 12 18

„არტ გალერეა 34-ში“ ანანო ზარანდიას პოეზიის საღამო, სახელწოდებით „გადამჭკნარი გვირილები“ გაიმართა. მან პირველ შემოქმედებით ღონისძიებაზე თავისი ნაფიქრალი პოეტურად გადასცა მსმენელს. როგორც, ზოია გრაფიშვილმა აღნიშნა, ანანო ზარანდია, მე-10 კლასის მოსწავლეა, რომელიც კალამს ცდის და პოეზიაში პირველ ნაბიჯებს დგამს. ზოია გრაფიშვილის თქმით, ნიჭიერი ახალგაზრდა ქალაქს ბევრი ჰყავს და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, ანანო ზარანდიაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო 26 12 18

ფოთში საახალწლო სამზადისი, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის აწყობით დასრულდა. ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. საახალწლო კონცერტი გაიმართა, სადაც ფოთის სახელოვნებო ცენტრის შემოქმედებითი სტუდიების “ანა-ბანასა” და “მზის გულის” აღსაზრდელები, მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ჯეოსელის ოფისი გაქურდეს 26 12 18

ფოთში კომპანია ,,ჯეოსელის“ ოფისი ორმა არასრულწლოვანმა გაქურდა. სამართალდამცავებმა ისინი ცხელ კვალზე დააკავეს. შემთხვევა დილით ადრე მოხდა, მოპარულია მობილური ტელეფონები. შსს-პრეს-ცენტრის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, მე-4 საჯარო სკოლის lll-ბ კლასის მოსწავლეები სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ 25 12 18

წინა საახალწლო პერიოდში, მეოთხე საჯარო სკოლის მესამე “ბე” კლასის მოსწავლეებმა, თავიანთი დამრიგებლის, ბელა საბიაშვილის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარება გადაწყვიტეს. სახლში, სადაც პატარა ქველმოქმედები, მივიდნენ, სამი არასრულწლოვანი ბებიასთან ერთად ცხოვრობს. მოსწავლეები თანატოლებს, სხვადასხვა პროდუქტით, ტკბილეულითა და ჩიჩილაკით ესტუმრნენ. როგორც ბავშვების ბებიამ აღნიშნა, სახლის პირველი სართული ავარიულ მდგომარეობაშია, სახურავიდან კი წვიმა ატანს. მარინა წურწუმია მძიმე სოციალური პირობების გამო ფოთელ მოსახლეობას და ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ფერმერ ქალთა შეხვედრა გაიმართა 25 12 18

არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ოფისში, “საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა” პროფესიული კავშირის და “ფერმერ ქალთა” ასოციაციის შეხვედრა გაიმართა. ჩამოსული სტუმრები, სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს, საშუალო მეწარმეებსა და დაინტერესებულ პირებს შეხვდნენ. მათ ფერმერული კოოპერატივების შექმნის უპირატესობაზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს კენკროვანი კულტურებისა და მეცხოველეობის განვითარებაზე. “ფერმერ ქალთა ასოციაციის” თავმჯდომარის ელენე ფხოველიშვილის თქმით, ამ ტიპის შეხვედრები ფერმერული საქმიანობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ყველა ფერმერისთვის მნიშვნელოვანია. შედხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შედგა.

იხილე მეტი
სიახლე 

ევექსის პოლიკლინიკაში პაციენტებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ 25 12 18

ფოთში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ექიმ-ნევროლოგებმა, ეპილეფსიაზე საეჭვო, პაციენტებს, უფასო კონსულტაციები ჩაუტარეს. აღნიშნული აქცია, ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. პოლიკლინიკაში მისულ პაციენტებს საახალწლო გარემო დახვდათ, თოვლის ბაბუა მათ ტკბილეულით უმასპინძლდებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა 24 12 18

ფოთის საკრებულოში, 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამ დაპირისპირება გამოიწვია. ოპოზიციის მტკიცებით 15 მილიონიან ბიუჯეტში 9 მილიონამდე თანხა მხოლოდ საჯარო მოხელეების ხელფასებზეა გათვლილი. მათ პროტესტის ნიშნად, ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს. საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა, მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები ჯანდაცვა, სოციალური სფერო და ინფრასტუქტურაა. 2019 წლის ადბილობრივი ბიუჯეტი 15 მილიონ 943 ათას ლარს შეადგენს, რაც 2018 წლის ბიუჯეტზე 204 ათასი ლარით მეტია, ხოლო რეგიონული განვითარების ფონდიდან ტრანსფერის სახით 5 მილიონ 500 ლარს ელოდებიან.

იხილე მეტი