სიახლე 

საახალწლო ზეიმი ფოთის IV სკოლაში 24 12 18

მეოთხე საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება სახელწოდებით „საშობაო ზღაპარი“ გაიმართა. ღონისძიებაში, სკოლის სხვადასხვა კლასისი მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ საახალწლო სცენაზე, ლექსები, სიმღერები, ქართული და უცხოური ცეკვები წარმოადგინეს. დასასრულს სკოლის დირექტორმა გივი ხომერიკმა, ბავშვებს და პედაგოგებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეების წარმატება ბელორუსში 24 12 18

ფოთელი მოკრივეები, ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში, გამართული მიშკევიჩის სახელობის საერთაშორისო ტურნირიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ. შეჯიბრი 2005-2006 წლებში დაბადებულ მოკრივეთა შორის გაიმართა. სადაც 12 ქვეყნის 135 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოდან, ფოთის ზურაბ სარსანიას სახელობის კლუბი „ლიდერის“ 4 მოკრივე, იყო მიწვეული. ფოთელები აქტიურად ემზადებიან, ახალგაზრდა მოკრივეთა საქართველოს პირველობისთვის, რომელიც გურჯაანში 2019 წლის იანვრის ბოლოს გაიმართება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 24 12 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 25 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლზე ჰაერის ტემპერატურა დაიწევს და საგრძნობლად აცივდება. ასევე მოსალოდნელია ცვალებადი ქარი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე აღინიშნა 24 12 18

23 დეკემბერს საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე აღინიშნა.ამასთან დაკავშირებით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ქალაქის მედიცინის ღვაწლმოსილ მუშაკებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ფოთის სახელოვნებო ცენტრში გაიმართა, მერმა ექიმებსა და ექთნებს, მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე მიულოცა და სამედიცინო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცა. დაჯილდოვდა ქალაქ ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი, დარეჯან დვალი, ექთანი _ მზია ფაცია. ასევე დააჯილდოვეს: სს „სამედიცინოკორპორაცია ევექსის“ ექიმი_მანანა მურვანიძე, ექთანი ნელი ჯობავა, შპს „იკამედის„ ექიმი მარინა ხოფერია, ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი ფერიდე წიქორიძე, ფოთის გაერთიანებული სამშობიარო სახლის ექიმი მაყვალა ამაღლობელი, ფოთის პოლიკლინიკის ექთანი ზაირა გაბუნია, შპს ფოთის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი საქართველოს უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა 24 12 18

დღეს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კონფერენცია გაიმართა, თემაზე „ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“. ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სექციის წარმომადგენლებმა, წმ. არისტიდე ათენელი ფილოსოფოსის შემოქმედებაზე ისაუბრეს. ფილოსოფიურ და თეოლოგიურ ჭრილში განიხილეს წმინდანის მოღვაწეობა. კონფერენციაზე მოხსენებით, უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები წარსდგნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში იუმორისტულმა ჯგუფმა ,,ხამსიშვილებმა” კონცერტი გამართა 24 12 18

ფოთის სახელოვნებო ცენტრის სცენაზე, მხიარულთა და საზრიანთა ლიგასთან არსებული, ნორჩ იუმორისტთა ჯგუფის „ხამსიშვილების“ საახალწლო კონცერტი გაიმართა. მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ხელმძღვანელის, ედემი გაბელიას თქმით, ყოველ წელს, ისინი წინა საახალწლო პერიოდში და გაზაფხულის დადგომისას იუმორისტული სახის კონცერტს მართავენ. როგორც მან აღნიშნა, 24 დეკემბერს მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის მერვედ ფინალი გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

საქველმოქმედო ღონისძიება ფოთის მე-3 საჯარო სკოლაში 21 12 18

მესამე საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა საშობაო თემაზე მომზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული თანხა სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს გადაეცემა, რომელსაც ჯამრთელობის პრობლემა აწუხებს.ღონისძიებაზე მე-6 კლასისი ბავშვებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს 23-ე რიგგარეშე სხდომა 21 12 18

ფოთის საკრებულომ, 23-ე რიგგარეშე სხდომაზე, ორი საკითხი დაამტკიცა. პირველი საკითხი,აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობისა და ფოთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი კერძო სამართლის არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის _ „სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ ჩამოყალიბებას ეხებოდა, რომელსაც ოპოზიციის ოთხმა წევრმა მხარი არ დაუჭირა. მათი განმარტებით საკითხი სხდომაზე არასრულფასოვნად იყო წარმოდგენილი. მეორე საკითხი კი საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს, რომელიც მდინარე კაპარჭის გაწმენდას,პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას და საავტომობილო გზების რეაბილიტაციას შეეხებოდა. პროექტი მილიონ ნახევარი ლარის დახარჯვას ითვალისწინებს და როგორც სხდომაზე აღინიშნა, ის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-12 საჯარო სკოლამ თოჯინების სპექტაკლი წარადგინა 21 12 18

ფოთის სახელოვნებო ცენტრის დარბაზში, მეთორმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოჯინების სპექტაჯლი „ჯადოსნური ღამე“ წარადგინეს. სცენოგრაფია მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთობლივი მუშაობით შექმნეს. სცენაზე მათივე შეკერილი თოჯინები და დეკორაცია იყო გამოყენებული. ხელმძღვანელის თქმით, თოჯინური სპექტაკლი საქველმოქმედო ხასიათის იყო. პატარა მსახიობებმა გადაწყვიტეს, მათივე სკოლის ათ სოციალურად დაუცველ მოსწავლეს დაეხმარონ. აღსანიშნავია, რომ მე-12 საჯარო სკოლაში უკვე სამი წელია არსებობს თოჯინების თეატრი, რომელშიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები არიან გაერთიანებულნი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სოზარ ჩაჩიბაიას მე-5 საჭადრაკო მემორიალი გაიმართა 21 12 18

ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში, სოზარ ჩაჩიბაიას მე-5 საჭადრაკო მემორიალი, ბლიც ჭადრაკში ჩატარდა. ღია ტურნირში, როგორც საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები, ასევე მოყვარული მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში 40 მოჭადრაკე ასპარეზობდა. ფესტივალის ფარგლებში 9 ტური გაიმართა. მთავარი ტურნირის გამარჯვებული, აკაკი ყალიჩავა გახდა. მეორე საპრიზო ადგილი კახაბერ კიზირიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილს გიორგი გამზარდია დასჯერდა. ღია ტურნირში 10 წლიანთა შორის გორგი კვარაცხელიამ მოიგო. გამარჯვებულები ფულადი პრიზებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილოვდნენ.

იხილე მეტი