საახალწლო მილოცვა 2018 მარი დიაკოვა. გერმანია
საახალწლო მილოცვა 2018 მარი დიაკოვა. გერმანია
იხილე მეტისაახალწლო მილოცვა 2018 მარი დიაკოვა. გერმანია
იხილე მეტივალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ თეატრში სტუდია „ენკი-ბენკის“ საახალწლო კონცერტი გაიმართა. სცენაზე გამომსვლელებმა მრავალფეროვანი ნომრებით დატვირთული შოუ პროგრამა წარმოადგინეს.“ენკი-ბენკი“ ტრადიციულად ყოველ წელს ახალისებს პატარებს,მსგავსი სახის ღონისძიებებით.
იხილე მეტისაქართველოს მწერალთა კავშირის, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ორგანიიზაციის, ფოთის განყოფილების თავმჯდომარეს, აკაკი წერეთელის სახელობის პრემიის ლაურეატს, მწერალ ჭაბუკი ქოიავას, კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭა.დაჯილდოების ცერემონიალი ჭაბუკი ქოიავას ახალი წიგნის „კუნძული სოხუმი“-ს პრეზენტაციაზე შედგა.აღნიშნულ ღონისძიებას კულტურის სფეროში მოღვაწე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ახალი წიგნის ირგლივ ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს,რო ეს წიგნი ახალგაზრდებისთვის,აფხაზეთში დაბრუნების შემთხვევაში ერთგვარი მეგზური იქნება. საკმაოდ ემოციურად დატვირთული საღამო შედგა.
იხილე მეტიფოთის 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ნიკო კუცია დასახელდა. მან ეს წოდება მეათედ მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიალი ფოთის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. 2017 წლის განმავლობაში სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებისთვის 10 საუკეთესო სპორტსმენი და მწვრთნელი დაჯილდოვდა, რომელთაც სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ,,მოყვარულთა თასი 2017’’-ის გათამაშებაში მიღწეული გამარჯვებისთვის , სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი ,,ჭაბონამა’’ დაჯილდოვდა. ჭიდაობაში საუკეთესო მწვრთნელად, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ზურაბ ტუღუში დასახელდა. ქალაქის ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის,ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვეტერანი , იუბილარი სპორტსმენები და დამსახურებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიალს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება მუსიკალურად ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა გააფორმეს
იხილე მეტისახალწლო მილოცვა 2018. სოფო კორტავა. გერმანია
იხილე მეტისაახალწლო მილოცვა 2018. სანდრო გუჯაბიძე. საფრანგეთი.
იხილე მეტიფოთის საკრებულოში ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხს ხმაური მოჰყვა. საუბარია 9 აპრილის ხეივანზე მდებარე ათიაათას რვაას შვიდი 10807. 00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ეკონომიკის სამინისტროსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე. ოპოზიციამ კატეგორიულად მოითხოვა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განმარტების გაკეთება, თუ რა მიზნით გადაეცემა კონკრეტული ადგილი სახელმწიფოს.
საკრებულოს თავჯდომარის განცხადებით ის დარწმუნებულია, რომ ეკონმიკის სამინისტრო ქალაქის და სახელმწიფოს ინტერესებს თანაბრად დაიცავს, ხოლო კონკრეტულად რა უნდა აშენდეს გასხვისებულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით უცნობია.
საბოლოოდ სხდომაზე საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი პროტესტრის ნიშნად დარბაზი დატოვეს.
წიგნის კლუბი ”თაბუნი“ ფოთში აპლიკანტების მიღებას აცხადებს.
შერჩევა კონკურსის შედეგების მიხედვით მოხდება . თაბუნის მომავალი წევრები ყოველთვიურად უახლეს ბესტსელერებს საჩუქრად მიიღებენ. რეგისტრაციის ბოლო ვადა 31 დეკემბერს იწურება.
მეოთხე საჯარო სკოლაში პირველი საფეხურის კლასების მოსწავლეებმა, საახალწლო ღონისძიება სახელწოდებით : „ახალი წლის ზღაპარი“ წარმოადგინეს.ბავშვებმა ხალხური და საესტრადო ნომრები შეასრულეს.ღონისძიებაზე ასევე პირველი კლასის მშობლების მიერ შექმნილი,საახალწლო თემატიკაზე შესრულებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.
იხილე მეტიდღეს სოციალურად დაუცველ 12 მარტოხელა მოხუცს, ფონდი \”ქველმოქმედი 2015\” -ს ორგანიზებით შეშა და საახალწლო ნუგბარი დაურიგდა.შეგახსენებთ 25 დეკემბერს არჩილ ხორავას სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, საქვემოქმედო კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.საქველმოქმედო კონცერტიდან შემოწირულმა თანხამ 800 ლარი შეადგინა.
იხილე მეტი