სიახლე 

ფოთში 32-ე უბანი დაიხურა

ფოთში 32-ვე საარჩევნო უბანი 8 საათზე დაიხურა და დებულებით გათვალისწინებული პროცედურები დაიწყო.
ნომერ პირველ საუბნო კომისიაში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.რეგისტრირებული 1 420 ამომრჩევლიდან, უბანში 688 ამომრჩეველი გამოცხადდა.8 საათზე როგორც დანარჩენი უბნები, პირველი უბანიც დაიხურა და დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში არჩევნები დაიწყო

ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 32-ვე საარჩევნო უბანი დროულად, დილის 07:00 საათზე გაიხსნა . კენჭისყრის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის N70 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემები

N70 საოლქო საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემები ამ დროისთვის არჩევნებში 2900 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

იხილე მეტი
სიახლე 

N30-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ფოთის №30-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში, ექსესების გარეშე მიმდინარეობს. როგორც საუბნო კომიის თავმჯდომარემ, ზაზა უჩიძემ განაცხდა, ამ დროისთვის, აღნიშნულ უბანზე , ხმა 90-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.

იხილე მეტი
სიახლე 

მე-13 უბანზე “ნაციონალური მოძრაობის“ კუნძულის მაჟორიტარმა მისცა ხმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენელმა,კუნძულის უბნის მაჟორიტარმა ანა ჯოჯუამ, საკუთარ უბანში მიცსა ხმა,როგორც მან განაცხადა იმედოვნებს რომ ადგილობრივი მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი \\. 21 ოქტომბერი, 2017

ფოთის 23-ე უბნის ,,ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი თეიმურაზ შურღაია დარღვევებზე განცხადებას აკეთებს.მისი თქმით მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის გოჩა კურდღელიას დაკვეთით,საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად რამდენიმე ადამიანი მივიდა, რომლებიც მისივე ინფორმაციით აღნიშნულ უბანში რეგისტრირებულები არ არიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ოთარ ხარჩილავა უბანზე ხმის მისაცემად ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა

,,დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავა ოჯახთან ერთად 8-ვე უბანზე ხმის მისაცემად მივიდა, ,როგორც მან განაცხადა ის ქალაქის განვითარებასა და არაკლანურ მმართველობას უჭერს მხარს.

იხილე მეტი
სიახლე 

გოჩა კურდღელიამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

„ქართული ოცნების“ფოთის მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.ის ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მოვიდა.
როგორც მმართველი გუნდის კანდიდატმა ჟურნალისტებთან განაცხადა ,მან ფოთის უკეთეს მომავალს მისცა ხმა.

იხილე მეტი
სიახლე 

საარჩევნო დარღვევებზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ

ფოთში საარჩევნო პროცესის დარღვევებით მიმდინარეობაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ. ,,ევროპული საქართველოს’’ მერობის კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ ჟურნალისტებთან ტექნიკურ დარღვევაზე ისაუბრა., როგორც ის ამბობს კომისიის წევრების მიერ ბიულეტენების გადახევა ისე ხდება, რომ მასზე კანდიდატების ვინაობის ამოკითხვა შეუძლბელია. მისი ვარაუდით ასეთი ბიულეტენები შესაძლოა ბათილად იქნას ცნობილი.
,, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს’’ მერობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავას განცხადებით, საოლქო კომისიიდან გუშინ ღამით 100 ბიულეტენი მოიპარეს. მისივე თქმით უბნებზე მისულ მის მხარდამჭერებს, ხმის მიცემის უფლებას არ აძლევენ
70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების დაკარგვის ფაქტს უარყოფენ.საოქოს თავმჯდომარის სალომე როდონაის განცხადებით, არცერთი ბიულეტენი ოლქიდან არ დაკარგულა და 32-ვე უბანს კუთვნილი რაოდენობის ბიულეტენი გადაეცა.

იხილე მეტი
სიახლე 

12 საათის მონაცემებით, N9 საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

12 :00 საათის მონაცემებით, ფოთის №9 საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

იხილე მეტი