მაია ჩხარტიშვილი დარღვევებზე საუბრობს
„პატრტიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატის განცხადებით, ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დილიდან დარღვევევებით მიმდინარეობს.
იხილე მეტი„პატრტიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატის განცხადებით, ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დილიდან დარღვევევებით მიმდინარეობს.
იხილე მეტიადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თავისი პოზიცია ფოთის ყოფილმა მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა რომან მელიამ დააფიქსირა.როგორც მან განაცხადა არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის პროგრამას გაეცნო და არჩევანიც შესაბამისად გააკეთა.
იხილე მეტი„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
საარჩევნო კამპანიის ოფიციალური დახურვის ღონისძიება, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სხელმწიფო თეატრში გაიმართა. ამომრჩეველს მერობის კანდიდატმა,პროპორციული სიის პირველმა ნომერმა ირაკლი კაკულიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ მიმართეს.
ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად მზად არის_ ამის შესახებ საოლქო კომისიის ტავმჯდომარის მოადგილე მარიკა გაწერელია აცხადებს.მისი თქმით, კომისიის ყველა წევრს გავლილი აქვს ცესკოს სწავლების ცენტრის ტრენინგების 4 -ვე ეტაპი და მზად არიან არჩევნებმა ხარვეზების გარეშე ჩაიაროს.
იხილე მეტიეროვნული საფეხბურთო ლიგის 30-ე ტურის მატჩი, ქუთაისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.ფოთის „კოლხეთი 1913“ და ქუთაისის „ტორპედო“ ერთმანეთს, ფოთის პარკი არენაზე დაუპირისპირდნენ.შეხვედრა ანგარიშით 2:1 დასრულდა.ფოთის გუნდიდან მეტოქის კარში გოლი გიორგი ჯანელიძემ გაიტანა.
იხილე მეტიფოთში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს“ პროექტის ფარგლებში,საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისში“, ტრენინგები მიმდინარეობს. თევზის მოშენებისა და გადამუშავების საწარმოების წამყვანი სპეციალისტები,მეთევზეობის ინდუსტრიაში ინოვაციურ პროგრამებს გაეცნენ.პროექტის მიზანია კერძო სექტორის ჩართულუბა პროფესიულ განათლებაში.
იხილე მეტიფოთში ახალი სანიაღვრე არხის გაჭრა დღეს დასრულდა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზურაბ ჯამბურიას განცხადებით, ერთკილომეტრიანი არხი, რომელიც მდინარე რიონს უერთდება, უხვი ნალექის დროს ადგილობრივებს, დატბორვის პრობლემას მოუხსნის.
იხილე მეტიექსპერტები გურიაში
აზიური ფაროსანას მიერ გურიის რეგიონისათვის მიყენებული ზიანი და მავნებელთან ბრძოლის საშუალებები-სოფელ შრომაში მოსახლეობის ინფორმირებისა და ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდების უკეთ გაცნობის მიზნით, აგრომობილი ექსპერტებთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოამდგენლებთან ერთად ჩავიდა.
სოფელ შრომაში მოსახლეობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრისა“ და პარტნიორი მედიასაშუალებების ორგანიზებით გაიმართა.
ფოთში სამეგრელოს ქუჩაზე 8 თვის ბავშვი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. იგი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
იხილე მეტი„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, საუბნო კომისიებში განაწილებულ პარტიის წევრებზე ზეწოლის ფაქტზე საუბრობს,მისი განცხადებით მმართველი გუნდი არჩევნების გასაყალბებლად ყველანაირ ხერხს მიმართავს.
იხილე მეტი