სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 25 10 21

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 942 შემთხვევა გამოვლინდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 46 ადამიანი ემსხვერპლაგადატვირთული საავადმყოფოები და პანდემიის მეხუთე ტალღა ქვეყანაში – ეპიდვითარება საკმაოდ შემაშფოთებელია. აქტიურია 51 ათასზე მეტი შემთხვევა. კლინიკებში მოთავსებულია 6 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული, აქედან მძიმედ ითვლება 1 500-მდე პაციენტი ამ ფონზე კი, ვაქცინაციის ტემპი კვლავ საგანგაშოდ დაბალი რჩება. მედიკოსები არ გამორიცხავენ დაინფიცირებულთა რაოდენობის გასსამმაგებასაც და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. “შესაძლებელია დღევანდელი ციფრი გაორმაგდეს, ან გასამმაგდეს კიდეც. ჯობია რომ ზრდასრული მოსახლეობა აიცრას, რათა ნაკლები დანაკლისით გამოვიდეთ ამ ბრძოლიდან”, – აღნიშნა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.მსოფლიოში…

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 25 10 20

სტუდია ვაშინგტონის დღევანდელ გამოშვებაში ნახავთ; ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში; წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ სისხლის დონორების დეფიციტი აქვთ.

იხილე მეტი

ფოთის №70 საოლქო,საარჩევნო, კომისია მე-2-ე ტურისთვის მზადაა 22 1

30 ოქტომბერს, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში გაიმართება.ფოთის №70 საოლქო,საარჩევნო, კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას,თქმით ყველა საუბნო კომიასიამ ფუნქციონირება 17 ოქტომბერს დაიწყო და მათ უკვე, სამაგიდო სიები და ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადაეცათ. ამ დროისთვის კომისიის წევრთა ტრენინგები, პროცედურული ხასიათის საკითებზე მიმდინარეობს და ის 4 ეტაპად ჩატარდება, ფოთში სულ 33 საარჩევნო უბანია მათ შორის 1 კოვიდ უბანი. შეგახსენებთ რომ ფოთში, მეორე ტურში, ქალაქის მერობისთვის ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და გაერთიანებული ოპოზოციის კანდიდატი გიგი უგულავა და ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კადიდატი ბექა ვაჭარაძე იბრძოლებენ .

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი ,,ბილივი“ შშმ პირთა მშობლებს,ჯგუფში გასაწევრიანებლად იწვევს 22 10 21

ფონდი ,,ბილივი“ აგრძელებს მშობელთა კლუბის გაძლიერებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს ჯგუფში გასაწევრიანებლად იწვევს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფონდი ,,ბილივის“ პროგრამების კოორდინატორს ნატა დგებუაძეს ვესაუბრეთ, მისი განცხადებით, აღნიშნული კლუბი უკვე რამდენიმე წელია არსებობს და მასში 15 -მდე შშმ პირთა მშობელია გაწევრიანებული. აღსანიშნავია,რომ ჯგუფი , ფონდში გახორციელებული ევროკავშირის ქვე გრანტის პროექტ ,,მშობელთა ხმის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა და მისი მიზანია გააერთიანოს შშმ პირთა საკითხებით დაინტერესებული აქტიური ადამიანები და გააძლიეროს ისინი.ცნობილია,რომ ჯგუფის წევრობის მსურველებს შეუძლიათ. 2 ნოემბრამდე შეავსონ ბილივის ფეისბუქზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა. აღსანიშნავია რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მათი ოჯახების მხარდაჭერა ფონდ…

იხილე მეტი

,,ქართული ოცნების” ლიდერები დღეს ფოთში იმყოფებოდნენ 22 10 21

ქართული ოცნების” ლიდერები სამეგრელოში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დღეს ფოთში იმყოფებოდნენ, ისინი ფოთის მერობის კანდიდატს ბექა ვაჭარაძეს და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი მიზანი, ფოთში,თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია.,,აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, გვყავს ძალიან ღირსეული ახალგაზრდა და ამავდროულად გამოცდილი კაცი, ბექა ვაჭარაძე, რომელიც გახდება ფოთის მერი და მოემსახურება მუნიციპალიტეტს,ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ფოთისა და ფოთელებისთვის, დარწმუნებული ვარ, ფოთის მოსახლეობა, აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, ეს არჩევნები სრულად მშვიდად დაასრულოს, ბექას გამარჯვებით, იმიტომ, რომ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 22 10 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507. 21 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.32%, ბოლო პერიოდში მომატებულია ინფიცირებულთა რაოდენობა, აქ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას მიმართა, ნუ დაუჯერებენ ყალბ ინფორმაციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. “ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა, ყველანი აცრილები ვართ და რაც მთავარია, ვაქცინა იცავს სიკვდილისგან. ეს ხომ დადასტურდა. მეცნიერებას და ფაქტებს დავუჯეროთ, ნუ დავუჯერებთ ყალბ, ცრუ ინფორმაციას’’ განაცხადა პრემიერმა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. ქვეყანა მეხუთე ტალღის საწყისს ეტაპზეა, თუმცა…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 22 10 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 25 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 25 ოქტომბერს გაწვიმდება ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი. 26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი.23 ოქტომბერს, ფოთში დღისით +17 ° +19 ღამით +9 ° +11 ° იქნება,დღის განმავლობაში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი.24 ოქტომბერს +16 ° +18 °,ხოლო ღამით +19 ° +21 °იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის,ღამის მეორე ნახევარში წვიმაა მოსალოდნელი.25 ოქტომბერს +13 ° +15 ° იქნება, ხოლო ღამით +10 ° +12 ° იქნება.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 21 10 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 411 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 896 პაციენტი.საქართველოში კიდევ 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.20 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21% ანდემია არასდროს დასრულდება თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება – ვირუსის გავრცელების მე-5 ტალღის საწყის ეტაპზე მყოფი საქართველო და ეპიდემიოლოგების შემაშფოთებელი პროგნოზები. არსებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე მედიკოსები თვლიან, რომ ქვეყანაში ვირუსის პიკი გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ზაფხულში იყო. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში “ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად გაუარესებულია. ყველანაირი მაჩვენებელი, რომელიც რეალურად პასუხისმგებელია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, შეიძლება ითქვას კატასტროფულად არის მომატებული. თუ არ ვეცდებით…

იხილე მეტი
სიახლე 

24 ოქტომბერს,ფოთის პირველობა შშმ პირთა შორის,გაიმართება 21 10 21

ფოთის, ხელბურთის დარბაზში ,24 ოქტომბერს, ქალაქ ფოთის პირველობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში ნარდში და შაშში ჩატარდება.ფოთის მუნიციპალიტეტის, მერიის, განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსსის ზურაბ ტიბუას განცხადებით, აღნიშნული ტირნირი მიზნად შშმ პირების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას ისახავს. აღსანიშნავია რომ ტურნირში 34 ადამიანი მონაწილეობს. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები, მედლებით თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივე გიორგი საჯაია,ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება 21 10 21

ფოთის, ლედორ თავაძის სახელობის კრივის სკოლის მოსწავლე, გიორგი საჯაია ევროპის პირველობაზე , მონტენეგროში, ქალას ვუდბაში იმყოფება, სადაც რუსი და თურქი მოწინააღმდეგები დაამარცხა.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გიორგი საჯაიას მწვრთნელს დავით დავთიანს ვესაუბრეთ,როგორც ის აღნიშნავს ფოთელ მოკრივეს მხოლოდ ორი ბრძოლა აშორებს ევროპის ჩემპიონობამდე. ფოთელი მოკრივის წარმატებას ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ზურაბ ტიბუა გამოეხმაურა. მან ფოთელ მოკრივეს წარმატებები უსურვა, და აღნიშნა რომ გიორგი საჯაიასთან ერთად ჩემპიონატზე, სქართველოს დამსახურებული მწვრთნელი კრივში, გოჩა რუსია იმყოფებ

იხილე მეტი