სიახლე 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოვიდ უბნები შეიქმნება 23 09 21

2ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოვიდ უბნები შეიქმნება. აღსანიშნავია რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით შესაბამისი განკარგულება მიიღო სად განთავსდება კოვიდ უბნები და რა წესების დაცვა მოუწევთ კოვიდინფიცირებულებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სალომე როდონაიას ვესაუბრეთ.

იხილე მეტი

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 23 09 21

საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა, როგორც უწყებაში განმარტავენ, ვაქცინის დამატებითი დოზა მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, 6 თვის გასვლის შემდეგ შეიყვანონ.  “ვადები, რომელიც უფიქსირდება ჩვენს კლინიკაში არსებულ ვაქცინას არის 2021 წლის ნოემბერი. შესაბამისად, ნოემბრის შემდეგ ვაქცინის გამოყენება გამორიცხულია, ეს გამოიწვევს ვაქცინის გაფუჭებას. ამიტომ ჩემი მოთხოვნა და თხოვნა იქნება მობრძანდნენ ადამიანები და აიცრან, გამოვიყენოთ ეს ვაქცინები,”- აცხადებს ალერგოლოგი, ხათუნა კარტოზია. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 602 065 შემთხვევაა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მე-11 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს 22 09 21

სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ფოთში მე-11 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სასწავლო დაწესებულებაში, მთლიანად გამოიცვალ ჭერი და განახლდა ელექტრო გაყვანილობა.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლაკადა 2016“ ახორციელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს იაგო რომანაშვილს ვესაუბრეთ. აღსანიშნავია,რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფოთში 15 სხვადასხვა საჯარო სკოლაში, სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თამარ მეფის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გაიმართა 22 09 21

ხმაური იყო გვიან ღამით ფოთში. თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სტამბის შენობაში მცხოვრები ადამიანები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით შენობა სადაც ცხოვრებენ ავარიულია გადახურვას და გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს როგორც ისინი აცხადებენ : ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემის მოგვარებას 2013 წლიდან ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. მოსახლეობა ასევე სანიაღვრე არხებისა და ხიდ-ბოგირების მოწყობას ითხოვს აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მანამ სანამ ხელისუფლების მხრიდან გარანტიებს არ მიიღებენ ხელისუფლებას გზის რეაბილიტაციის საშუალებას არ მისცემენ. აღსანიშნავია, რომ ადგილზე მშენებარე ფირმამ პოლიცია გამოიძახა, რასაც ადგილობრივების გაღიზიანება მოჰყვა. მერიის წარმომდგენელმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კომენტარის გაკეთება არ…

იხილე მეტი
სიახლე 

იუსტიციის სამინისტრომ ფოთის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა 22 09 21

პრობაციონერები ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურში დასაქმდებიან – იუსტიციის სამინისტრომ ფოთის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ფოთის მერიის შესაბამის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში დასაქმდებიან. იუსტიციის სამინისტრომ არასაპატიმრო სასჯელის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ახალი მიდგომა დანერგა. შესაბამის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მოაწერეს. იუსტიციის სამინისტროს ახლებური მიდგომის შედეგად, მსჯავრდებულები ერთის მხრივ საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ. ,,მიმდინარე წლის ივლისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმის, ყვარლის,…

იხილე მეტი
სიახლე 

ძლიერი წვიმის გამო ურეკის პოლიციის სამმართველოს ეზო დაიტბორა 22 09 21

ძლიერი წვიმის გამო ურეკის პოლიციის სამმართველოს ეზო დაიტბორა. სამართალდამცავები შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ. ასევ დაიტბორა შენობის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაუზიანდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. მათ უმრავლესობას ოჯახის მცირეწლოვანი წევრების სახლიდან გაყვანა მოუწია.

იხილე მეტი
სიახლე 

ვერ ჩამოდის თუ არ უშვებენ პუტინს გაეროში? – სტუდია ვაშინგტონი

ვერ ჩამოდის თუ არ უშვებენ ვლადიმირ პუტინს გაეროში? – კრემლში დასმულ შეკითხვებს არ პასუხობენ; ამერიკის პრეზიდენტის მთავარი გზავნილები – რაზე ისაუბრა ჯო ბაიდენმა გენერალურ ასამბლეაზე; როგორ შოულობს ფულს თალიბანი? – ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ გადაცემაში სტუდია ვაშინგტონი

იხილე მეტი
სიახლე 

თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია დასრულდა 22 09 21

ფოთში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სამხატვრო სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია მაისში დასრულდა. სასწავლებელში სწავლა 4 ოქტომბრიდან განახლდება. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების მიღება 10-12 წლიდან არის შესაძლებელი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილეს, გრიგოლ ღვანიას ვესაუბრეთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 22 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილობის კლება დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობისთვის აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „არანაირი რისკი იმის, რომ Pfizer-ი გაფუჭდეს, არ არსებობს. Pfizer-ს ნოემბერში არ გასდის ვადა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. აშშ-ის ადმინისტრაცია მსოფლიოს Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 500 მილიონ დოზას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით…

იხილე მეტი
სიახლე 

პარტია „დროა“-მ ფოთში სიის პირველი ნომერი წარადგინა 21 09 21

15 სექტემბერს პარტია “დროა”-მ  ფოთში სიის პირველ ნომრად ლაშა ბერაია წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა “დროა” 2021 წლის მარტში დააფუძნა  და ის  ,,32 ‘’ ნომრით წარსდგება,  ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებზე  “ვიქნები ყველა ფოთელის წარმომადგენელი საკრებულოში” – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში პარტია “დროა”-ს თავჯდომარემ ფოთში, ლაშა ბერაიამ. 15 სექტემბერს პარტია “დროა”-მ  ფოთში სიის პირველ ნომრად ლაშა ბერაია წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა “დროა” 2021 წლის მარტში დააფუძნა  და ის  ,,32 ‘’ ნომრით წარსდგება,  ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებზე  “ვიქნები ყველა ფოთელის წარმომადგენელი საკრებულოში” – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში პარტია “დროა”-ს თავჯდომარემ ფოთში,…

იხილე მეტი