სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 20 09 21

20-21 სექტემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე (+27, +32 გრადუსი) საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს 21 სექტემბერს, ფოთში ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება, ღამით +18, +20 , 22 სექტემბერს ფოთში დღისით და ღამით მოღრუბლული ამინდი გველოდება. დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ.

იხილე მეტი
სიახლე 

სოციალურად დაუცველი ზურაბ გვასალია დახმარებას თხოვს 20 09 21

ფოთში, პალიასტომის ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ზურაბ გვასალია ადგილობრივ თვითმმართველობას  დახმარებას თხოვს. როგორც ის აცხადებს, საცხოვრებელ სახლში არსებულ მძიმე პირობებს, უამინდობა კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის, წვიმისას სახურავიდან წყალი ატანს, კედლები ჩამონგრევის პირასაა,ფანჯრებს არ აქვს მინები, ხოლო იატაკი  ავარიულ მდგომარეობაშია. გვასალია, სამშენებლო მასალებს  ან  შესაბამის ფულად დახმარებას ითხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  ჩვენ ფოთის მერიას მივმართეთ ,როორც იქ აცხადებენ, მოქალაქეს ადრე გაეწია დახმარება სამშენებლო მასალებით და  აღნიშნული საკითხის  შესწავლა კვლავ მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

მეუფე გრიგოლის შეფასება გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზე 20 09 21

ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე – ასე აფასებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი სუს-დან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს. მეუფე გრიგოლი საბჭოთა პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინაც ყველას უსმენდნენ, თუმცა “ასეთი რამეები ნაკლებად ან არ ხდებოდა”. “ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე. იმიტომ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში უნდობლობის გაჩენა, მეტი დაპირისპირება”, – ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი.  შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია 13 სექტემბერს გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 20 09 21

საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ განცხადებით, კვლევებმა აჩვენეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მათი ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ძლიერ იმუნიტეტს ქმნის და გეგმავენ, მოიპოვონ ნებართვა აშშ-ში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში ბავშვთა იმუნიზაციის პროცესის დასაწყებად. Stopcov.lotto.ge-ზე ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ყოველკვირეული გათამაშების შედეგები გამოქვეყნდა. გათამაშებულია 10 ათასი ლარი. თამარ გაბუნიას თქმით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზებზე, პირველ რიგში, სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებთან ისაუბრებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დანარჩენი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 595 926 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 563 530 გამოჯანმრთელდა, 8 575 კი, გარდაიცვალა.…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 17 09 21

18 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. 18 სექტემბერს, ფოთში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი უდღისით და ღამით უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +18, +20 გრადუსი. 19 სექტემბერს, ფოთში დღისით და ღამით ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდენლი უნალექოდ ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება, ღამით +18, +20 გრადუსი იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფეხბურთის ფედერაციის ბაზასთან მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 17 09 21

ფოთში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ბაზასთან მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ცენტრის წინ არსებული ტერიტორია და საავტომობილო გზა გარემონტდება აღსანიშნავია რომ პროექტით გათვალისწინებულია ასფალტბეტონის საფარისა და მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტით მოწყობა ასევე მოსასვენებელი სკამების დადგმა და საგზაო ნიშნების, სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის მოწყობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს იაგო რომანაშვილს ვესაუბრეთ.  ცნობილია,რომ სამუშაობს შპს „გზამშენებელი 13“ ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 17 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყურადღებას რომელი ორსულებიც საჭიროებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი. ამ ეტაპისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების მეტი მობილიზაცია და მეტი სოლიდარობა იმ რეგულაციების მიმართ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის მოწოდებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია. მთავრობის მეთაური „ფაიზერის” მეორე დოზით 16 სექტემბერს აიცრა. იტალიის მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილებზე ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენა სავალდებულო გახადა. ახალი რეგულაცია 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 591 766…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 1 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. შესაძლებელია თუ არა ქვეყანამ მეხუთე ტალღას თავი აარიდოს, ამ კითხვაზე ექიმებს პასუხის გაცემა უჭირთ. ექიმები აცხადებენ, რომ მეხუთე ტალღისგან თავის დაცვა მის გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული. „თუ მიზეზი სეზონური გავრცელების მატება იქნება, მასთან ბრძოლა შეგვიძლია არსებული რეკომენდაციებითა და ვაქცინაციით. ხოლო, თუ მიზეზი ვირუსის ახალი მუტაციური შტამის წარმოქმნა გახდა, არა მარტო საქართველოს, მთელ მსოფლიოს გაუჭირდება მასთან ბრძოლა“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე. ლატარიის „აიცერი და მოიგე“ პირველი გათამაშების შედეგები ცნობილია. საქართველოს მასშტაბით, გამოვლინდა 160 ადამიანი, რომელთა შორის…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთის სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო 15 09 21

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს მიიღო, მათივე გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობაც.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსს -ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ.  მისი თქმით განახლდება თუ არა 4 ოქტომბერს  სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში,  ეს ეპიდეიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამისთვის კი აუცილებელია კოვიდ რეგულაციების დაცვა და იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართვა . შეგახსენებთ რომ სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე.…

იხილე მეტი
სიახლე 

ტაბიძის ქუჩაზე, ახალი მინი სპორტული მოედნის მოწყობა დაიწყო 15 09 21

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ტაბიძის ქუჩაზე, ახალი მინი სპორტული მოედნის მოწყობა დაიწყო. ამასთან აქტიურად მიმდინარეობს ლოლუას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები . სამუშაო ხელშეკრულება ითვალისწინებს- გზების სავალი ნაწილისა და ტროტუარების ბეტონის საფარით მოწყობას. „ჩვენ , ფოთში, სამუშაოებს, 23 ლოკაციაზე ვანხორციელებთ, მათგან 17 ლოკაციაზე დასრულებულია მუშაობა, ხოლო 6 ლოკაციაზე წლის ბოლომდე დასრულდება.“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, იაგო რომანაშვილმა.

იხილე მეტი