სიახლე 

როდის განახლდება სასწავლო პროცესი ფოთში უცნობია 18 08 21

საქართველოში კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია როდის და რა ფორმით განახლდება სასწავლო პროცესი .აღნიშნულ საკიხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ, როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა: მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში დაწყება, მან ასევე ყურადღება ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მასში ფოთელი პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულები . როდის განახლდება სასწავლო პროცესი ფოთში, ეპიდვითარების გათვალისწინებით სექტემბრის პირველ რიცხვებში გახდება ცნობილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა 18 08 21

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაადაწყვეტილება, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტაზე, არ ეხებოდა რიგ ქალაქებს, მათ შორის ფოთს. თუმცა ეპიდ ვითარების გაუარესების გამო ,ფოთის მერიის ცნობით, 18 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდება, თუმცა აღსანიშნავია რომ აცრაზე დარეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მარშრუტები ქალაქის ოთხივე უბნიდან შესრულდება.შეგახსენებთ,რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა

იხილე მეტი
სიახლე 

იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო 08 18 21

17 აგვისტოს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათების უფასოდ გაცემა დაიწყო. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით უკლებლივ ყველა ფილიალშია შესაძლებელი, კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა კი უფასოა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, მათ აღნიშნული სერვისის მიღება ადგილზე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათების უფასოდ გაცემა დაიწყო. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დააანონსა, რომ მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი არიან იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ნაციონალური მოძრაობა ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენაზე მსჯელობს 08 17 21

,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მერობის კანდიდატები პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ დაასახელა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფოთში მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან თინა ბოკუჩავა იქნებოდა,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას ვესაუბრეთ. როგორც ის აცხადებს: ბოკუჩავა ფოთში მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. შეგახსენებთ,რომ პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე დღეში დაასახელებს კანდიდატს,რომელიც ფოთის მერობისთვის იყრის კენჭს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 17 08 21

18 – 19 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი. 20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. 21-22 აგვისტოს ზოგან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება. 18 აგვისტოს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი, ღამით კი+21, +23 გრადუსი იქნება. ღამით მოსალოდნელია მცირე წვიმა. 19 ივნისს, ფოთში ცვალებადი მოღრუბლუობაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 +27 გრადუსი, ღამით +27, +23 გრადუსი იქნება. დღის განმავლობაში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი . შესაძლებელია ელჭექიც 20 აგვისტოს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 17 08 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების დღიდან საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 490 462-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს პანდემიის გავრცელებიდან საქართველოში 6 483 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 539 ინფიცირებული. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 429 190-მდე გაიზარდა. სულ აცრილია – 831 815, დღიურად აცრილია – 25 083 ადამიანი. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ-19-ის…

იხილე მეტი
სიახლე 

ჭადრაკში ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 16 წლამდე გოგონათა შორის გაიმართა 17 08 21

6-10 აგვისტოს რაპიდში, ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 16 წლამდე გოგონათა შორის გაიმართა, სადაც წარმატებით იასპარეზა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა დიანა ლომაიამ, მან 10 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საჭადრაკო კლუბის დირექტორს დავით კოდუას ვესაუბრეთ. აღსანიშნავია,რომ მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი 26-30 აგვისტოს გაიმართება და 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩატარდება. ტურნირში 100-ზე მეტი ქვეყნის 1600-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა 17 08 21

დღეიდან, პირბადის გამოყენება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებშიც სავალდებულო გახდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თვეების განმავლობაში ვამბობდით, თუ რამდენად ეფექტიანია პირბადე ინფექციისგან დასაცავად. არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება მეოთხე ტალღის დასაძლევად“, – აღნიშნა მინისტრმა. 10 აგვისტოს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციის თანახმად გარე სივრცეში მისი გამოყენება, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრებისას იყო სავალდებულო. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა. საქართველოში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი.

იხილე მეტი