სიახლე 

მატარებლის განრიგში ცვლილებებია 01 07 21

1 ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმების გამო, „საქართველოს რკინიგზა“ მატარებლების მიმოსვლის განრიგს ცვლის. ,,თბილისიდან გასვლა – 17:45, ფოთში ჩასვლა – 23:20. ფოთიდან გასვლა – 7:25, თბილისში ჩასვლა – 13:10’’  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ირინა ხიზანიშვილს ვესაუბრეთ.  შეგახსენებთ რომ მატარებელში შესვლისთანავე მგზავრებმა უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაონ.მგზავრებმა უნდა იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მგზავრობისგან თავი უნდა შეიკავონ.ამასთან პირბადის ქონა  მგზავრობის პროცესში აუცილებელია. მატარებლით მგზავრობის ფასი უცვლელია.

იხილე მეტი
სიახლე 

1 აგვისტოდან “მუსიკოსთა პარკი” მაყურებლებს უმასპინძლებს 01 07 21

  „ბლექ სი არენა“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს.  კოვიდვითარებიდან გამომდინარე, „ბლექ სი არენა“-ზე დაგეგმილი ღონისძიებები 2022 წლამდე გადაიდო. თუმცა, ორგანიზატორები  წელს ღონისძიებებს მუსიკოსთა პარკში მოაწყობენ, რომელიც საკონცერტო დარბაზის  მიმდებარედ მდებარეობს.  მათ შექმნეს რამდენიმე კვირაზე გათვილი კონცეფცია სახელწოდებით „გამოღვიძება“, რაც როგორც მუსიკალური ღონისძიების, ასევე სხვადასხვა ეკოინიციატივების ჩატარებას გულისხმობს.  „ბლექ სი არენა“ მსმენელსა და მაყურებელს 1 აგვისტოდან უმასპინძლებს. ღონისძიებები ძირითადად უფასო იქნება. როგორც ჩვენთან ინტერვიუში ,, მუსიკოსთა პარკი’’-ს პროექტების ხელმძღვანელმა, ციცი იაშვილმა განაცხადა:  – 14 აგვისტოს მაყურებელი ავსტრიელ მუსიკოსს მანუ დელაგოს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა გრძელდება 01 07 21

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში ,საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა მოეწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის მწვანე ნარგავებით შევსება. გუშინ ფოთის კულტურის და დასვენების ცენტრალურ პარკში გაზაფხული-ზაფხულის მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილები დაირგო :  პეტუნია, სალვია,  და ლომისპირას 13 000  ნერგი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად ბათუმის მერიამ გადმოსცა. ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება. პარკის გახსნა უახლოეს დღეებში იგეგმება.

იხილე მეტი

თვითმმართლელობის დრო 30 06 21

,,მე-9-ე ტალღა” წარმოგიდგენთ, გადაცემას ,,თვითმმართელობის დრო”-ს ,რომლის მიზანია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მუშაობის შესახებ,საზოგადოებისთის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.2021 წლის პირველი გადაცემის სტუმარია : ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, კულტურის,განათლების,ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი – ზურაბ ტიბუა,რომელიც ქალაქში გახორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ საუბრობს.

იხილე მეტი
სიახლე 

26-29 ივნისს ჭიათურაში კრივში ტურნირი ჩატარდა,სადაც ფოთელმა მოკრივეებმა წარმატებას მიაღწიეს 30 06 21

26-29 ივნისს ჭიათურაში კრივში თენგიზ ჯაოშვილის და სპარტაკ ასანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა, სადაც ფოთის კრივის სასპორტო სკოლის  მოკრივეთა კლუბ “ლიდერის” სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფოთის კრივის სასპორტო სკოლის მოკრივე, რეზი კაკულია ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც აგვისტოში ხორვატიაში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ 26-29 ივნისს ჭიათურაში კრივში თენგიზ ჯაოშვილის და სპარტაკ ასანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა, სადაც ფოთის კრივის სასპორტო სკოლის და მოკრივეთა კლუბ “ლიდერის” სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

იხილე მეტი
სიახლე 

27 ივნისს ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. 30 06 21

27 ივნისს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ,,ნიჩბოსნობა’’-ში დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ოთხი სპორტსმენით იყო  წარდგენილი . აღნიშნულ ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა შეძლო სამი მედლის მოპოვება. ფოთელმა მურმან მალანიამ, მიუხედავად რთული ტრამვისა, შეძლო ნახევარფინალში გასვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ნახევარფინალიდან ასპარეზობას გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, სადაც მონაწილეობა ორმა ფოთელმა მიიღო.

იხილე მეტი
სიახლე 

10 ივლისიდან ფოთში ზაფხულის თამაშები იწყება 30 06 21

ფოთში მალთაყვის სანაპიროზე 10 ივლისიდან “ზაფხულის თამაშები”  ფეხბურთში, ქვიშის   და ფრენბურთში იწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ , ფოთის ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსს,ბექა გუგუშვილს ვესაუბრეთ.  მსურველებს სამივე სახეობაში განაცხადების გამოგზავნა 10 ივლისამდე შეუძლიათ გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან ქვიშის ფეხბურთში და ქვიშის რაგბში პირველ ადგილზე გასული გუნდები -1 000 ლარით მეორე ადგილზე გასული – 700 ლარით; ხოლო მესამე ადგილზე მყოფი გუნდი – 500 ლარით დაჯილდოვდება,ფრენბურთში პირველ ადგილზე გასული გუნდი – 800 ლარით; მეორე ადგილზე -500 ლარით ; მესამე ადგილზე გასული გუნდი კი 300 ლარით დაჯილდოვდება  .შეგახსენებთ რომ მსურველებს სამივე სახეობაში განაცხადების…

იხილე მეტი

თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა 30 06 21

საქართველოს საარჩევნო კიმისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა, აღნიშნული გადაწყვეტილება თამარ ჟვანიამ პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა  „მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.“ აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე თამარ ჟვანია კატეგიულ უარს აცხადებმა აღნიშნული თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ არსად წასვლას ის არ აპირებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ ფოთის ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ვესაუბრეთ და მათი აზრი მოვისმინეთ , მათი გაცხადებით თამარ ჟვანიას,თანამდებობა აქამდეც უნდა დაეტოვებინა . შეგახსენბთ,…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეიდან კომენდანტის საათი უქმდება 30 06 21

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა დღეს უქმდება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შეზღუდვა დღეს 23:00 საათიდან აღარ იმოქმედებს. როგორც ღიბრაძემ განაცხადა, ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით.  „პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე.’’პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი  რამ :  – 30 ივნისს, საღამოს 23:00 საათიდან , ე.წ. კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს.

იხილე მეტი