მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს 30 06 21

გუშინ , გამართული  ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, ლეიბორისტული პარტიის  ფოთელმა ლიდერმა მამუკა ხორავამ, ქალაქის „საპატიო მოქალაქის“ წოდებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა .„ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი და წარმატებული მოჭადრაკეები ქალაქში, რომლებსაც ღირსეული და საამაყო მწვრთნელები ჰყავთ,  ერთ-ერთი ასეთი არის დავით კოდუა, რომელიც წლებია უკვე  ამ სფეროს ემსახურება, არის ქალაქში ერთ-ერთი მოწესრიგებული ახალგაზრდა და მე მოვუწოდებ ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ იფიქროს ამ ადამიანების დაფასებაზე და აღნიშნული სტატუსის მათთვის  მინიჭებაზე“-განაცხადა მამუკა ხორავამ .შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადება მამუკა ხორავამ, გუშინ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, მისი მთავარი მოთხოვნა წარმატებული მოჭადრაკეებისთის ,,საპატიო მოქალაქე’’-ს წოდების მინიჭებაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 3 შემთხვევა დაფიქსირდა 30 06 21

საქართველოში კორონავირუსის 1010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრი მასობრივი ვაქცინაციის საკითხზე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა . ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც COVID-19-ის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით ითვალისწინებს. მოქალაქეებს „ფაიზერის“ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ კლინიკებში ექნებათ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება კლინიკების ნაწილში, ხოლო „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. პასტერის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა თორმეტჯერ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანს. პასტერის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში, ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით ინფიცირების…

იხილე მეტი
სიახლე 

„ლეიბორისტულ პარტიას“ დაფინანსება შეუწყვიტეს 30 06 21

“ლეიბორისტულ პარტიას”  საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდა, აღნიშნული გადაწყვეტილება  საქართველოს პარლამნეტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო, რითიც „ლეიბორისტულ პარტიას“ შეუჩერდა საარჩევნო კომისიებში წევრთა დანიშვნის  უფლება.აღნიშნულ საკითხზე ჩვენ „ლეიბორისტული პარტიის“ ფოთელ ლიდერს მამაუკა ხორავას ვესაუბრეთ,  „ლეიბორსიტული პარტია“ ადგილობრივ არჩევნებში არ აპირებს ხელის ჩაქნევას და აღნიშნული პარტია მის სათქმელს მაინც იტყვის“-განცხადა ჩვენთან ინტერვიუში მამუკა ხორავამ.შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ საბიუჯეტო დაფინანსება გუშინ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეუწყდა.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთის შესასვლელთან “გალფის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. 29 06 21

დღეს დილის 5 საათზე, ფოთის შესასვლელთან “გალფის” ბენზინგასამართი სადგური და მარკეტი დააყაჩაღეს. შეარაღებული ნიღბიანი პირი სუპერმარკეტში შეიჭრა და იარაღის მუქარით მოლარეს თანხა გამოსძალა. წაღებულია სიგარეტი და ძვირადღირებული სასმელი. ადგილობრივების განცხადებით ბენზინგასამართ სადგურებს პოლიცია იცავს,მათივე თქმით სამართალდამცველები სულ რამდენიმე წუთის გასულები იყვნენ ადგილიდან, რა დროსაც, ერთი შეიარაღებული მამაკაცი მარკეტში შეიჭრა , იქიდან განოსულმა კი ბენზინგასამართი სადგურის ორ თანამშრომელს იარაღის მუქარით თანხა წაართვა და მიიმალა. მომხდარ ფაქტზე ,,გალფი’’-ს თანამშრომლებს საუბარი არ სურთ. აღნიშნულზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 -ემუხლით.

იხილე მეტი

ფოთში, საკრებულოს რიგით მე-8 სხდომა გაიმართა 29 06 21

დღეს,ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-8-ე სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს, სხდომა სიტყვიერი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის,მაია მაკალათიას ანგარიშის მოხსენებას მოჰყვა.სხდომაზე ფოთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა მამუკა ხორავამ განცხადება გააკეთა, ფოთში არსებული კლინიკა „ბომონდი’’-ში“ დიალიზის ცენტრის გასხნასთან დაკავშიორებით და განაცხადა, რომ აღნიშნულით სარგებლობა მოსახლეობისთვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩევნ კლინიკა „ბომონდი’’-ს“ პიარმენეჯერს სანდრო გუჯაბიძეს ვესაუბრეთ, როგორც მან განაცხადა, საკითხზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და დიალიზის ცენტრი კლინიკა „ბომონდი-ში„ ივლისის პირველი რიცხვებიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.შეგახსენებთ, რომ დღეს ფოთის საკრებულო რიგით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ 29 06 21

დღეს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, კულტურის , განათლების, ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული პროექტის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.  კონკურსში მონაწილეობა ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და  მასწავლებლებმა მიიღეს. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ დიდგორის კალიგრაფი, საუკეთესო გრაფიკული ილუსტრაცია, საუკეთსო ბატალური სცენა,საუკეთსო ორნამენტი და სხვა. შეგახსენებთ,რომ დღეს დღეს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული პროექტის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 1 შემთხვევა დაფიქსირდა 29 06 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 194 ადამიანს დაუდასტურდა ივლისში ერთდროულად ოთხი სახის ვაქცინა გვექნება. ეს ვაქცინებია: „სინოვაკი“ „სინოფარმი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმის გამო, რომ ჯერ არც ქვეყანას და არც მსოფლიოს კორონავირუსის პანდემია არ დაუმარცხებია, აუცილებელია, მოსახლეობამ კვლავ განაგრძოს წესების დაცვა. ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 3 მილიარდზე მეტი დოზა გაიხარჯა ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 3 მილიარდზე მეტი დოზა გაიხარჯა. ინფორმაციას…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმრები არიან ფოთელი მძლეოსანი საბა ხვიჩავა და მისი მწრთვნელი ჯეირან ხოფერია 29 06 21

 დღევანდელი ,,კურსორის’’ სტუმარები არიან : ამერიკის შეერთებულ შტატებში, წარმატებული ფოთელი მძლეოსანი საბა ხვიჩავა და მისი მწრთვნელი ჯეირან ხოფერია

იხილე მეტი