სიახლე 

ფოთში ,,აჭარა ტექსტილში” კვებითი ინტოქსიკაცია დაფიქსირდა 25 06 21

ფოთის სამკერვალო ფაბრიკის “აჭარა ტექსტილი’’-ს” 20-ზე მეტი თანამშრომელი ინტოქსიკაციით ფოთის სხვადასხვა საავადმყოფოებშია გადაყვანილი. როგორც ცნობილია საწარმოში დასაქმებულთათვის გათვალისწინებულია დღეში ერთჯერადი კვება,  სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული  სადილი გახდა მასობრივი მოწამვლის გამომწვევი მიზეზი. დაზარალებულები ქალაქის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი და შესაბამისი კვლევები და სამედიცინო დახმარება უტარდებათ. აღნიშნულ ინციდენტზე კომენტარი  აჭარა-ტექსტილის დირექტორმა გია ლომინაძემ გააკეთა. ,,ჩვენ გვყავს დაქირავებული კომპანია, ვისთანაც გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა და ვინც გვაწვდის საკვებს. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები განაცხადა’’ გია ლომინაძემ შეგახსენებთ,რომ ფოთში ძლიერი ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით…

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია ფოთის ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი ბექა გუგუშვილი 25 06 21

,,კურსორი”-ს სტუმარია ფოთის ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი, ბექა გუგუშვილი,რომელიც 2021 წლის ტურისტულ სეზონზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

საზარელი შემთხვევა სამეგრელოში 25 06 21

საზარელი შემთხვევა სამეგრელოს ერთ- ერთ სოფელში, სადაც 8 წლის ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, გავრცელდა ინფორმაცია,რომ ბავშვზე თავიდან  65 წლის მამაკაცმა, ხოლო მოგვიანებით  მამაკაცის, 35 წლის შვილმა იძალადა. დღეს, დაზარალებული  გოგონას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირების, საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. აღნშნულ საკითხზე პოლიციამ უკვე ორივე მხარე დაკითხა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს და 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწნინებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შემთხვევა სამეგრელოში დღეს მოხდა, 8 წლის ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

იხილე მეტი
სიახლე 

24 ივნისს არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში კონცერტი გაიმართა 25 06 21

 24 ივნისს არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში სახელმწიფო ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ფოთის სალოტბარო სკოლის, წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა, სადაც 40-მდე სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სიმღერა შესრულდა. უპირატესობა კი მეგრულ ფოლკლორს მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ფოთის სალოტბარო სკოლა, იროდი ტიკარაძის ხელმძღვანელობით  2015 წლიდან ფუნქციონირებს. შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში ,სახელმწიფო ფოლკლორის ეროვნული ცენტრის, ფოთის სალოტბარო სკოლის, წლის შემაჯამებელი  კონცერტი გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ევროკავშირის ელჩი ფოთის საზღვაო აკადემიას ესტუმრა 25 06 21

დღეს, ფოთის საზღვაო აკადემიას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცერი ესტუმრა, რომელმაც საზეიმო ვითარებაში „ნიკო ნიკოლაძის“ სახელობის ბიბლიოთეკა გასხნა და საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მეზღვაურობაზე და მის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობებზე ესაუბრა.კარლ ჰარცერი, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხო „დღეს საქართველოში  ჩამოდიან სამი ევროკავშირის ქვეყნების, ავსტრია, ლიეტუა და რუმინეთის მინისტრები რომლებსაც მე შევხვდები და გვექნება სხვადასხვა სახის დისკუსიები რეგიონებთან დაკავშირებით, ფართო რეგიონალურ საკითხებზე’’ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.ევროკავშირის ელჩმა, ასევე საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე,  შესაძლო პოლიტიკურ კრიზისზე და პარტია „ლელოს“ ულტიმატუმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,კარგი იქნება თუ მმართველი პარტია დაფიქრდება 19 აპრილის შეთანხმებაზე. შეგახსენებთ,  რომ ევროკავშირის…

იხილე მეტი
სიახლე 

“ლიბერთი ბანკმა” თხილის მწარმოებელი ფერმერების ხელშეწყობის მიზნით “თხილის ბარათი” შექმნა 25 06 21

“ლიბერთი ბანკმა” თხილის მწარმოებელი ფერმერების ხელშეწყობის მიზნით “თხილის ბარათი” შექმნა, რომელიც „თხილის მწარმოებელ ასოციაციის“ წევრებისთვის დაფინანსების ერთგვარი წყარო იქნება. რას სთავაზობს ფერმერებს “ლიბერთის” თხილის ბარათი და რა უპირატესობების გააჩნია მას ვრცლად სიუჟეტში. 

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 2 შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რეგულაციების მოხსნა სწორია, თუმცა – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა დარჩენილ რეკომენდაციებს ზედმიწევნით შეასრულებს.ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, მომდევნო კვირიდან ისრაელში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება. ამის შესახებ კორონავირუსის საკითხებში კოორდინატორმა, ნახმან აშმა განაცხადა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი, სულ მცირე, ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე ვირუსის თავდაპირველი ვარიანტი. სვამინატანმა აღნიშნა, რომ ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულ პაციენტს ინფექციის გადადება რამდენიმე ადამიანისთვის შეუძლია.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 699 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთელი კურსდამთავრებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ 25 06 21

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების და სკოლის წარჩინებული  მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები და სიგელები გადაეცათაღსანიშნავია,რომ 2020-2021 სასწავლო წელს ფოთში 370 კურსადამთვრებულია,ხოლო მათგან 29 ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი გასტროლებისთვის ემზადება 25 06 21

 ფოთის თეატრი გასტროლებზე ოზურგეთში მიდის, სადაც ისინი  სპექტაკლს „საბრალდებო დასკვნა“-ს წარადგენენ. სპექტაკლი ოზურგეთის თეატრის ახალ შენობაში დაიდგმევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფოთის თეატრი ივლისის თვეში ზუგდიდის რეგიონში 10 დღიანი გასტროლით წავა, სადაც 20 სპექტაკლს წარადგენს. ხოლო აგვისტოს თვეში ფოთის თეატრი 20 სპექტაკლს ,ამჯერად მარტივილის რეგიონში დადგამს.შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრი გასტროლებზე ოზურგეთში მიდის, სადაც ისინი ნოდარ დუმბაძის ნოველების მიხედვით, სპექტაკლს „საბრალდებო დასკვნა“-ს წარადგენენ.

იხილე მეტი