სიახლე 

კოლეჯ „ფაზისს“ ახალი სასწავლო პროგრამები დაემატა 17 06 21

ფოთში მდებარე კოლეჯი ,,ფაზისი’’ გრძელვადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად,მოკლევადიანი გადამზადების პროფესიულ პროგრამებს ინტენსიურად ახორციელებს.კოლეჯში არსებულ სიახლეებზე ჩვენ ..ფაზისი’’-ს დირექტორს ნინო ბაკურაძეს ვესაუბრეთ. მისი განცხადებით კოლეჯი ,,ზრდასრულთა განათლების პროგრამა’’-შია ჩართული ,რაც მოსახლეობას, შესაძლებლობას აძლევს მოკლე ვადებში განივითარონ პროფესიული უნარები სხვადასხვა მიმართულებებით, რაც შესაბამისად ზრდის დასაქმების შანსებს.კურსდამთავრებულებს დიპლომი გადაეცემათ ,რომელიც საჯარო სკოლის ატესტატთანაა გათანაბრებული. მოკლევადიანი პროგრამები პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.კოლეჯი “ფაზისი”, 10 ივნისს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე წარსდგა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება ორ ლოკაციაზე მოიპოვა,რაც ფოთის მერიასა და კოლეჯ ფაზისს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე ევროპულ სასამართლოში განიხილება 17 06 21

„დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს,“ –  განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა, მისივე  თქმით,  ევროპულ სასამართლოს კითხვები სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასთან, ასევე, სასამართლოს სხდომების დახურვასა და  უდანაშაულობის პრეზუმციიის დარღვევას უკავშირდება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაკომუნიცირდა ეს საქმე, რაც ნიშნავს საჩივრის განხილვა სხვა ეტაპზე გადავიდა, ანუ საჩივარმა გადალახა წინა ეტაპი, რაც გულისხმობს შეფასებას, თუ რამდენად დასაბუთებულია, ის პრეტენზიები, რომელიც არის წამოყენებული. ახლა დგას უკვე არსებითი ეტაპი და მთავრობამ უნდა გასცეს პასუხები იმ შეკითხვებს, რომლებიც არის ევროპული   სასამართლოს მიერ დასმული.”განაცხადა ჯანდიერნმა ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ  გიორგი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 17 06 21

საქართველოში კორონავირუსის 714 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას გამოუყო 50 მილიონი ევრო COVAX-ის პლატფორმიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და COVID -19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა, რომელიც წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში უზრუნველყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილს. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა რა არის ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის მატების მთავარი მიზეზები. მისი თქმით ერთ-ერთ მთავარ ფაქტორი საქართველოში COVID-19-ის სხვადასხვა შტამების გავრცელებაა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 1 06 21

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 811 ადამიანს დაუდასტურდა, ინდური შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი სიმპტომატიკაც ცოტათი განსხვავდება, მას უფრო მეტი სურდო შეიძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ინდური შტამი უფრო ჰგავს ჩვეულებრივ გაციებასა და გრიპისმაგვარ დაავადებებს. იმნაძემ ასევე ვაქცინაციაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით „აცრის დროსაც შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება, რადგან არავითარი კავშირი აცრასა და ანტიბიოტიკის მიღებას შორის არ არსებობს. თუ რამე მწვავე ინფექცია გაქვთ, მხოლოდ იმ დროს არ შეიძლება აცრა. თუ ადამიანი ვაქცინირებულია, მაგრამ აუცრელების გარემოცვაშია, პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოს…

იხილე მეტი
სიახლე 

ნიკა მელია აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს 16 06 21

საქართველოს, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს, კოვიდ შეზღუდვების გამო კაპიტოლიუმის შენობა ოფიციალური შეხვედრებისთვის, მხოლოდ რამდენიმე დღეა გაიხსნა და ნაციონალური მოძრაობის დელეგაცია ერთ-ერთი პირველია, რომელიც სენატში მოლაპარაკებებს მართავს. „მოხარული ვარ, რომ პირადად გავიცანი საქართველოს უდიდესი მეგობარი, სენატორი ჯონსონი, მის შესახებ ძალიან ბევრი რამ მსმენია, თუ როგორ იცავდა იგი ქართულ დემოკრატიას, მის ფასეულობებს და ღირებულებებს“-აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ინტერვიუში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის ფოთელ ლიდერს დარეჯან ცხვიტარიასაც ვესაუბრეთ შეგახსენებთ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ,აშშ-ში აგრძელებს შეხვედრებს და აღნიშნული ,ხვალიდან წარმომადგენელთა პალატაში…

იხილე მეტი
სიახლე 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს განცხადებას ფოთელი ოპოზიციონერები ეხმაურებიან 16 06 21

,,პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს, პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) გრანტის “საპარლამენტო ზედამხედველობის შეფასება საქართველოში” ფარგლებში, წარმოადგენილ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას ეხება. ,,კოვიდ პანდემიის დროს განრიგით გათვალისწინებული 11 მინისტრის საათის ნაცვლად, მხოლოდ 4 მინისტრის საათი ჩატარდა; ე.წ. კლანის წევრების მიერ სასამართლო სისტემის მართვა ასევე არაერთხელ გახდა საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების მსჯელობის საგანი. თუმცა, არცერთ ზემოთაღნიშნულ საკითხზე კომიტეტებს სპეციალური სხდომა არ…

იხილე მეტი
სიახლე 

ქართული ხალხური ცეკვების ფეტივალ-კონკურსში ანსამბლმა ლაზიკამ პირველი ადგილი დაიკავა 16 06 21

 14 ივნისს,სენაკში  გამართულ ქართული ხალხური ცეკვების  ფეტივალ-კონკურსში ,,კუჩხიბედინერი 2021″,რომელიც უკვე მეექვსედიმართება,  ფოთის ქორეოგარფიულმა ანსამბლმა ლაზიკამ  პირველი ადგილი დაიკავა.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ანსამბლ ,,ლაზიკას’’ წევრებს ესაუბრა., როგორც ისინი აღნიშნავენ მათთვის ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. აღსანიშნავია რომ 27ივნისს, ქალაქ ფოთში, ანსანბლ ,,ლაზიკას’’ ვარსკვლავი გაიხსნება და ქალაქს დავით ოქიტაშვილი და ფრიდონ სულაბერიძე ეწვევიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურ პარკში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა 16 06 21

 გუშინ ფოთის ცენტრალურ პარკში რომლის რეაბილიტაცია ჯერ დასრულებულიც კი არ არის ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულ საკითხს,ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახური გამოეხმაურა, ჩვენ მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. ,,სამწუხაროა,რომ ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა კულტურისა და დასვენების პარკში,სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერაც მიმდინარეობს. ობიექტი არ არის ჩაბარებული და მსგავსი ფაქტები ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის როგორც კომპანიას ,ასევე ქალაქს.მოვუწოდებთ მოსახლეობას მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ საზოგადოებრივ საკუთრებას.ეს ქალაქი ჩვენი და ჩვენი შვილების არის და მისი მოვლა-პატრონობა თითოეული მოქალაქის ვალია,, შეგახსენებთ,რომ ფოთის  ცენტრალურ პარკში,რომელშიც ჯერ კიდევ  მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, გუშინ მოზარდებმა დააზიანეს.

იხილე მეტი