სიახლე 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს განცხადებას ფოთელი ოპოზიციონერები ეხმაურებიან 16 06 21

,,პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს, პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) გრანტის “საპარლამენტო ზედამხედველობის შეფასება საქართველოში” ფარგლებში, წარმოადგენილ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას ეხება. ,,კოვიდ პანდემიის დროს განრიგით გათვალისწინებული 11 მინისტრის საათის ნაცვლად, მხოლოდ 4 მინისტრის საათი ჩატარდა; ე.წ. კლანის წევრების მიერ სასამართლო სისტემის მართვა ასევე არაერთხელ გახდა საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების მსჯელობის საგანი. თუმცა, არცერთ ზემოთაღნიშნულ საკითხზე კომიტეტებს სპეციალური სხდომა არ…

იხილე მეტი
სიახლე 

ქართული ხალხური ცეკვების ფეტივალ-კონკურსში ანსამბლმა ლაზიკამ პირველი ადგილი დაიკავა 16 06 21

 14 ივნისს,სენაკში  გამართულ ქართული ხალხური ცეკვების  ფეტივალ-კონკურსში ,,კუჩხიბედინერი 2021″,რომელიც უკვე მეექვსედიმართება,  ფოთის ქორეოგარფიულმა ანსამბლმა ლაზიკამ  პირველი ადგილი დაიკავა.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ანსამბლ ,,ლაზიკას’’ წევრებს ესაუბრა., როგორც ისინი აღნიშნავენ მათთვის ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. აღსანიშნავია რომ 27ივნისს, ქალაქ ფოთში, ანსანბლ ,,ლაზიკას’’ ვარსკვლავი გაიხსნება და ქალაქს დავით ოქიტაშვილი და ფრიდონ სულაბერიძე ეწვევიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურ პარკში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა 16 06 21

 გუშინ ფოთის ცენტრალურ პარკში რომლის რეაბილიტაცია ჯერ დასრულებულიც კი არ არის ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულ საკითხს,ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახური გამოეხმაურა, ჩვენ მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. ,,სამწუხაროა,რომ ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა კულტურისა და დასვენების პარკში,სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერაც მიმდინარეობს. ობიექტი არ არის ჩაბარებული და მსგავსი ფაქტები ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის როგორც კომპანიას ,ასევე ქალაქს.მოვუწოდებთ მოსახლეობას მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ საზოგადოებრივ საკუთრებას.ეს ქალაქი ჩვენი და ჩვენი შვილების არის და მისი მოვლა-პატრონობა თითოეული მოქალაქის ვალია,, შეგახსენებთ,რომ ფოთის  ცენტრალურ პარკში,რომელშიც ჯერ კიდევ  მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, გუშინ მოზარდებმა დააზიანეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თამარ ფაჩულიას სკოლა-გიმნაზია,დაიხურა 16 06 21

 ფოთში  თამარ ფაჩულიას სკოლა-გიმნაზია,რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს.  დაიხურა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და  ფინანსური პრობლემების გამო, მოსწავლეთა უმრავლესობამ   ერძო სკოლა დატოვა,რამაც,შესაბამისად სკოლის დახურვა გამოიწვია ,,სკოლაში რეგრესული მდგომარეობა შეიქმნა, რის გამოც, სკოლის მენეჯმენტმა  გარკვეული გადაწყვეტილება რებრენდინგთან დაკავშირებით მივიღეთ, რაც  ფოთში არსებული სკოლის დახურვას და თბილისში, კერძოდ ვაკეში ახალი სკოლის გახსნას გულისხმობს’’ განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში, სკოლა- გიმნაზიის დირექტორმა თამარ ფაჩულიამ შეგახსენებთ,  რომ  ფოთში, თამარ ფაჩულიას სკოლა-გიმნაზია, ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა.

იხილე მეტი
სიახლე 

ქვეყანაში ოსტატთა რეესტრი იქმნება 15 06 21

ქვეყანაში ,,ოსტატთა რეესტრი ‘’იქმნება,რომელიც   მიზნად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლებას ისახავს, აღნიშნული, მხოლოდ იმ სპეციალისტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი,  რომლებსაც სპეციალური  მომზადების კურსი ექნებათ გავლილი. ,, ოსტატთა რეესტრში’’ საკუთარი  ნიჭის, უნარების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამიბად მსურველებს, ასაკისა და გეოგრაფიული არეალის შეუზღუდავად შეუძლიათ მოხვედრა.  შერჩეული კანდიდატები კი ერთწლიან მომზადების კურსს გაივლიან.  არსებულ საკითხზე ჩვენ ფოთის  კულტურისა და ძეგლთადაცვის განყოფილების უფროსს, ირმა გუგუშვილს ვესაუბრეთ. შეგახსენებთ , რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ოსტატთა რეესტრი მზადდება, რომელშიც საკუთარი  ნიჭის, უნარების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამიბად მსურველებს ასაკისა და გეოგრაფიული არეალის შეუზღუდავად შეუძლიათ მოხვედრა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდმა ,,ბილივმა” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნა 15 06 21

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა და მას   ფონდი ,,ბილივი’’ ყოველწლიურად სხვადასხვა ფორმით აღნიშნავს, მიზანი კი უცვლელია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდაჭერა და გაძლიერება. მიმდინარე წელს ფონდში განხორციელდა პროექტი “მშობელთა ხმა”, რომელიც სწორედ შშმ ბავშვების მშობლების გაძლიერებას, მათთვის ახალი ცოდნის გაზიარებას და შესაძლებლობების შექმნას ისახავდა მიზნად.პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები 5 თვის მანძილზე დაესწრნენ ინტენსიურ, ონლაინ ტრენინგ კურსს ადვოკატირების, ბავშვთა/მშობელთა უფლებების და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ. ბილივმა სიმბოლურად 14 ივნისი, მათთვის მნიშვნელოვანი თარიღი აირჩია კოლხეთის ეროვნულ პარკში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიების ჩასატარებლად და კიდევ ერთხელ გამოუცხადა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო წელი დასრულდა 15 06 21

დღეს ფოთში 2020-2021 წლის სასწავლო პროცესი დასრულდა. კოვიდ პანდემიის გამო ბოლო 2 კვირის მანძილზე ფოთის ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე იმყოფებოდა, კერძო სკოლები კი დასწრებითi  ფორმით აგრძელებდნენ სწავლას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ,მისი თქმით ამჟამად მოსწავლეთა სემესტრული და წლიური შეფასებები მიმდინარეობს. აღსანიშნავია,რომ  ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან დაიწყება, თუმცა რა ფორმით განახლდება სწავლა,ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში იოგას ცენტრი გაიხსნა 15 06 21

ფოთში იოგას ცენტრი გაიხსნა,რომელსაც სერთიფიცირებული ინსტრუქტორი მარიკა გაბელია ხელმძღვანელობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის , კულტურის ძეგლთა დაცვის,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ დღეს შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, იოგას ინსტრუქტორმა ცენტრის მნიშვნელობაზე და მის  სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა.როგორც ჩვენთან საუბარში მარიკა გაბელია, აღნიშნავს, იოგას მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად  იყენებენ სტრესის მოსახსნელად და ის ხელს უწყობს სხეულის გაძლიერებას. ზურაბ ტიბუას თქმით ფოთში აღნიშნული ცენტრის გახსნა ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია,ის ფოთის მოსახლეობას  იოგის მიმართ აქტიურობისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია,რომ იოგის მოყვარულებს  შეუძლიათ მიმართონ მარიკა გაბელის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან ეწვიონ მისამართზე დავით აღმაშენებლის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 15 06 21

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 092 ადამიანს დაუდასტურდა, დღეს კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი არ განხილულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი უმჯობესდება, ეს ხდება ძალიან ნელი ტემპით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით ახალი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 300-600-700 შორის. ამიტომ ეს ისეთი მაჩვენებელია ჯერჯერობით, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი განიხილება რომელსაც სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას შესთავაზებენ. „განიხილება შესაძლელობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის…

იხილე მეტი