ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში COVID 19 -ს 12 შემთხვევა დაფიქსირდა 08 06 21
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 023 ადამიანს დაუდასტურდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე. ამასთან, პრესსამსახურის ცნობით, აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ივნისში ქვეყანა „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს მიიღებს. მისივე თქმით, დანარჩენი ვაქცინების მოწოდების ვადებსა და…
იხილე მეტი