ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში COVID 19 -ს 3 შემთხვევა დაფიქსირდა 07 06 21
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 307 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 014 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 386 217 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შემთხვევებმა 173 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანა ივლისიდან უნდა გადავიდეს მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ დღეს ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ 5-6 ათას აცრას, ივლისიდან ეს უნდა ავიდეს 20-25 ათასამდე. მომავალი 6 თვის განმავლობაში უნდა ვაკეთოთ 20-25 ათასი აცრა, რათა მივაღწიოთ ჩვენს სამიზნეს, აიცრას მილიონ 700 ათასი მოზრდილი ადამიანი.ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ახალი კორონავირუსისა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის შექმნილ ახალ პორტალზე…
იხილე მეტი