სიახლე 

საკოორდიანაციო საბჭომ კომენდანტის საათის მოხსნაზე იმსჯელა 08 06 20

საკოორდინაციო  საბჭოს მორიგ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა  დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საუბარი იყო კომედანტის საათის სრულ მოსხნაზე. „ჩვენ ვისმჯელეთ ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავაკვირდეთ  2 კვირა თუ რა ტენდენცია გვექნება ეპიდსიტუასციის მაჩვენებლების და ამის შემდეგ მივიღებთ ერთობლის გადაწყვეტილებას“-განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. შეგახენებთ, რომ ე.წ კომენდანტის საათი საქართველოში უკვე თითქმის  8 თვეზე მეტია  მოქმედებს. გადაადგილება საღამოს 23:00 საათიდან დილის 04:00 მდე შეზღუდულია,თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვა შეიძლება 2 კვირაში სრულად მოიხსნას.

იხილე მეტი
სიახლე 

პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა 08 06 21

პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია, „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ შეიქმნა, ამის  შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ  საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნული  არის მრავალპატრიული ფრაქცია, რომელშიც დამოუკიდებელი დეპუტატები იქნებიან წარმოდგენილნი. „ფრაქციის სახეწოდება „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ მოდის იმ შეთანხმებიდან, რომელი შეთანხმებითაც შემოვედით ამ პარლამენტში და რომელი შეთანხმების რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა“-განაცხადა ინტერვიუს დროს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. შეგახსნებთ, რომ ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“  ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდა 08 06 21

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება. პარტიის წევრები დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრებიან, ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობას“ 32-წევრიანი საპარლამენტო ფრაქცია ექნება, რომელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ნაცინალური მოძრაობის ფოთელ ლიდერებს დაუკავშირდა. შეგახსენებთ, რომ ბოიკოტის დასრულების შესახებ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო. აღსანიშნავია რომ, პარლამენტში შესვლის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში COVID 19 -ს 12 შემთხვევა დაფიქსირდა 08 06 21

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 023 ადამიანს დაუდასტურდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე. ამასთან, პრესსამსახურის ცნობით, აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ივნისში ქვეყანა „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს მიიღებს. მისივე თქმით, დანარჩენი ვაქცინების მოწოდების ვადებსა და…

იხილე მეტი
სიახლე 

წმინდა ნინოს პანსიონატის ამბავს მეუფე გრიგოლი გამოეხმაურა 08 06 21

ნინოწმინდის პანსიონატის გახმაურებული ამბავი განსაკუთრებით აქტუალური ბოლო პერიოდში გახდა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ჟურნალისტი პანსიონატში არ შეუშვეს, გაჩნდა კითხვები თუ რა იყო ამის მიზეზი. მედიაში გავცრეცლდა ინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომლებიც სწორედ ნინოწმინდის პანსიონში იზრდებოდნენ, ისინი ამბობენ, რომ ძალადობის მსხვერპლები იყვნენ აღმზრდელებისაგან. როგორც ირკვევა, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პანსიონატში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე აღიძრა. თუმცა, ონლაინ სივრცეში ის ვიდეოებიც ვრცელდება, სადაც ადრე პანსიონატში მცხოვრები მოზარდები მეუფე სპირიდონზე გავრცელებული ამბებს, აბსურდს და ცილისწამებას უწოდებენ. ჩვენ დავუკავშირდით ნინოწმინდის პანსიონატში მცხოვრებ ბავშვსა და მის მშობელს, როგორც ისინი აღნიშნავენ…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 07 06 21

2021 წლის ზაფხულის სეზონზე, ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. სპეციალისტები, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40 გრადუსამდე ვარაუდობენ. 8 ივნისის მონაცემებით ფოთში დღის განმავლობაში +15, +25 გრადუსი იქნება.ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება . 9 ივნისის მონაცემებით ფოთში +17, +24 გრადუსს უნდა ველოდოთ. 10 ივნისს  ფოთში ჰაერის ტემპერატურა +16, +23 გრადუსამდე დათბება. დღის განმავლობაში  ცვალებადი მოღღუბლულობაა მოსალოდნელი.  11 ივნისს  ფოთში +17, +23 გრადუსს უნდა ველოდოთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დასუფთავების აქცია მოეწყო 07 06 21

ფოთში 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, დასუფთავების აქცია გაიმართა ,მასში მონაწილეობა ფოთის მერიის წარმომადგენლებმაც მიიღეს. გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ისახავს. შეგახსენებთ,რომ გარემოს დაცვის დღე 1972 წელს დაფუძნდა და მას ყოველწლიურად სხვადაახვა აქტივობებით აღნიშნავენ. წელს ფოთში დასუფთავების აქცია მოეწყო,რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გახორციელდა

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ 07 06 21

დევნილებსა და ეკომიგრანტებს „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გრანტები გადაეცემათ. პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 15 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დევნილთა განყოფილების უფროსს ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ. აღსანიშნავია რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს. გრანტის ოდენობა, საშუალოდ, 16 000 ლარს შეადგენს.

იხილე მეტი