სიახლე 

USAID საქართველოს დირექტორმა და ფოთის მერმა, საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი 31 03 22

ფოთში 31 მარტს, USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, ქ.ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაში, რომელიც USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის და შპს ტრანსფორდის თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმდა. აღნიშნული პარტნიორიბის მიზანია, ადამიანური რესურსების განვითარების მხარდაჭერა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის შექმნის გზით. კერძოდ, USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის დაფინანსებით, შპს ტრანსფორდი, ბათუმის საზღვაო აკადემიასთან და ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრთან ერთად განახორციელებს ორი მოკლევადიანი სასწავლო კურსის პილოტირებას მძღოლ ოპერატორებისა და დოკერებისათვის. პილოტირების ფარგლებში, ინოვაციური მოდელის მხარდასაჭერად, კომპანია ტრანსფორდი უზრუნველყოფს მსურველების სასწავლო კურსის დაფინანსებას და ასევე მოახდენს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პირველმა საჯარო სკოლამ, უკრაინელი მოსწავლე მიიღო 31 03 22

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.  აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ფოთის პირველმა საჯარო სკოლამ უკრაინელი მოსწავლე აკაკი პანაიოტი მიიღო.ის წარმოშობით ხარკოვიდანაა და შექმნილ ვითარების გამო უკრაინაში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ფოთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ნონა ჟვანიას განცხადებით უკრაინელი მოსწავლის ჩარიცხვა უახლოესი დღეების განმავლობაში მოხდება. შეგახსენებთ რომ უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო სთავაზობს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე, სხვა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოლხეთის სტადიონზე საქველმოქმედო მატჩი გაიმართა 31 03 22

გუშინ ფოთის კოლხეთის სტადიონზე საქველმოქმედო მატჩი გაიმართა,რომელშიც ერთმანეთს ფოთის კოლხეთი და ,,გელას მეგობრები” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 2 :2დასრულდა. ცნობისათვის, ,,ფოთის კოლხეთი”‘ ყოფილ ფეხბურთელს, 38 წლის გელა კოკაიას , ცხვირ-ხახის არადიფერენცირებული კარცენომა, დაუდგინდა, რის გამოც სასწრაფოდ ესაჭიროება ისრაელში მკურნალობის გაგრძელება. აღსანიშნავია,რომ 30 მარტი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაარსების საიუბილეო თარიღია,რომლის გახსნითი მატჩი დინამო თბილისსა და ფოთის კოლხეთს შორის ფოთის კოლხეთი 1913-ის გამარჯვებით დასრულდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XIX საქალაქო ტურნირი ჭადრაკში დასრულდა 31 03 22

30 მარტს, ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა ‘’- ში, ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XIX საქალაქო ტურნირი ჭადრაკში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ტურნირი ღია, ელვისებურ ჭადრაკში, ცხრა და შვიდი წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის იმართებოდა და ,მასში სულ 50 მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები მედლებით სიგელებით და თასებით დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 30 03 22

თალიბანმა მამაკაცების გარეშე, ქალებს ფრენა აუკრძალა. დაპირების მიუხედავად, არ გახსნილა ქალთა სკოლები; ამერიკაში მეორე ბუსტერ-დოზა დაამტკიცეს; ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ რუსეთის ქმედებები მარიუპოლში „შურისძიებაა“ – ამ და სხვა თემებზე გიყვებით გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”

იხილე მეტი

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო 30 03 22

გუშინ 29 მარტს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. როგორც განთლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის 21 მარტს გამოქვეყნებულ ბრძანებაშია აღნიშნული, გამოცდაზე რეგისტრირებულ პირს შესაძლოა რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილ მდგომარეობით დასჭირდეს, მათ შორის იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე მონაცემის შესახებ საჩივარი ექნება. ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით : ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.  აღსანიშნავია რომ მასწავლებლობის მსურველებისა და მასწავლებლებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩაბარებისთვის რეგისტრაცია 29 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 14 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.რეგისტრაცია მიმდინარეობს…

იხილე მეტი
სიახლე 

ადგლობრივი თვითმმართველობის წევრებმა, ევექსის ჰოსპიტლის ექიმებს, დღევანდელი დღე მიულოცეს 30 03 22

დღეს ექიმების საერთაშორისო დღეა, რომლის დაარსების ინიციატორები  ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია და საერთაშორისო სამედიცინო, ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები საზღვრების გარეშე“ არიან. აღნიშნული დღის მისალოცად, ფოთის ევექსის ჰოსპიტალში, ადგლობრივი თვითმმართველობის წევრები იმყოფებოდნენ, მათ ექიმებს პროფესიული დღე მიულოცეს და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. ,,ფოთის ევექსის ჰოსპიტალი’’-ს დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით: ჰოსპიტალს ახალი სერვისი, ემერჯენსის 24 საათიანი გადაუდებელი  დეპარტამენტი დაემატა, რომელშიც განთავსებული იქნება პედიატრიული გადაუდებელი დახმარების განყოფილებაც. ემერჯენსის დეპარტამენტს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,ნინო ჭანტურია უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია რომ ,,ფოთის ევექსის ჰოსპიტალი’’ აღჭურვილია უახლესი აპარატურით,ამასთან  განახლებულია კლინიკის შიდა ინფრასტრუქტურა.

იხილე მეტი