სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 04 11 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 5ნოემბერს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +18 ° +20°; ღამით: +14° +16° იქნება. 6 ნოემბერს მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლულობა. დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ღამით ცვალებადი მოღრუბლულობა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +16° +18° ; ღამით: +12° +14°. 7ნოემბერს მოსალდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა დღისით: +14° +16 ° ; ღამით: +10° +12°.

იხილე მეტი

გაიგე მეტი COVID 19 – ს შესახებ 02 11 20

ეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, არჩევნებამდეც, მისი მიმდინარეობისას და შემდგომაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ ხშირად ირღვეოდაკინოთეატრების და თეატრების გახსნა კი, რომელიც გახსნა 1-ლი ნოემბრისთვის იყო დაანონსებული, არ შედგება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათი გახსნა ისევ, გაურკვეველი ვადით გადაიდო„გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი. თეატრებისა და…

იხილე მეტი

“კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია ელენე წოწონავა 3 11 20

ფოთის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელმა ელენე წოწონავამ  საქართველოს ონლაინ ჩემპიონატზე 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამარჯვება მოიპოვა და ოქროს მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია , რომ ელენემ გამარჯვება ერთი ტურით ადრე გაინაღდა. „კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია ელენე წოწონავა, რომელის პანდემიის დროს წვრთნის და შეჯიბრებებში მონაწილეობის პრობლემებზე და მიღწეულ შედეგებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

როდის ჩამოხსნიან საარჩევნო პლაკატებს ფოთში 3 11 20

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პარტიები წინა საარჩევნო აგიტაციისთვის პლაკატებს აქტიურად იყენებდნენ და მათ ამისთვის სპეციალუარდ გამოყოფილი ბილბორდების გარდა ნებისმიერ შესაძლო ადგილზე აკრავდენ. ამას დამატებული ე.წ. პლაკატების ომი, რომელიც ჩამოხევას, დაზიანებას გულისხობდა ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ამახინჯებს და მოქალაქეთა უკმაყოფილებას იწვევს. თუ რამდენ ხანში უნდა ჩამოიხსნას პლაკატები და ბილბორდები, ამის შესახებ ჩვენი ჯგუფი ზედამხედველობის სამსახურს ესაუბრა. შეასრულებენ თუ არა პარტიები პლაკატების ჩამოხსნის ვალდებულებებს, ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 36 შემთხვევა გამოვლინდა 3 11 20

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 200 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 143 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 11 დაფიქსირდა ხობში, 7 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, 2 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში. დანარჩენიშემთხვევბი კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება. მათი ნაწილი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტებიa. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 125 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტია, მათ შორის 1 კი მძიმედ იმყოფება. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 73 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 103 ადამიანი. რაც…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა 3 11 20

ხმაური მოჰყვა საჩივრების განხილვას ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, საოლქომ მათი საჩივრები არ დააკმაყოფილა, რომლებიც კომისიების წევრებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლას ეხებოდა. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მისი თქმით ოლქში სულ 23 საჩივარი შევიდა, კომისიამ გუშინ 14 განიხილა და აქედან 10 საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნების შედეგს აპროტესტებენ და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია გიორგი მოისწრაფიშვილი 02 11 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია პოლიტოკოსი, ფოთის მერის ყოფილი მოადგილე, ამჟამად საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითრებისა და ინტეგრაციის ცენტრის” ხელმძღვანელი, გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კოვიდ-19 -ის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 02 11 20

ფოთის საზოგადოებრივი ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნინო ლეფსაიას განცხადებით ფოთში კოვიდ19ის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3პაციენტი ფოთის კოვიდ კლინიკაში იმყოფება 10 პაცინტი კი მკურნალობას ბინაზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 351 ნიმუშებიდან 114 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 89 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 123 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 42 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 83 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 112 ადამიანიი იმყოფება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი პოლიტიკოსები არჩევნებს აფასებენ 02 11 20

,,ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ოპოზიციური პარტიების წევრები კი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. დღეს მეცხრე ტალღის გადამღები ჯგუფი ფოთში მოქმედი პარტიების წარმომადგენლებს გაესაუბრა, მათ შეაჯამეს საარჩევნო პროცესები და მიღებულ შედეგზე გაამახვილეს ყურადღება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საპარლამენტო არჩევენბს არალეგიტიმურს უწოდებს და მისი თქმით ოპოზიციამ გამარჯვება მოიპოვა. ევროპული საქართველოს წარმომადგენელი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრობს. პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარე საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ,,კახა კუკავა თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატი თამარ ფაჩულია ს განცხადებით საეჭვოა რომ პარტიამ რომელიც ყველა რეიტინგში იზომებოდა, ერთი პროცენტიც კი…

იხილე მეტი