სიახლე 

ხმაური ფოთის საკრებულოში 30 10 19

ხმაური იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე. დეპუტატებს შორის დაპირისპირება სააღმზრდელო დაწესებულებების შესახებ საკითხის განხილვას მოჰყვა. ოპოზიციის თქმით საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოსაგვარებლადაც ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს. კიდევ ერთი საკითხი რასაც ხმაური მოჰყვა, მელიორაციის სამსახურის შექმნა იყო. ოპოზიციის განცხადებით ადამიანები, რომლებიც ახლადშექმნილ სამსახურში დასაქმდებიან ხელისუფლების მხარდამჭერები იქნებიან და მათ მმართველი გუნდი საარჩევნოდ გამოიყენებს. უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 22-ე სხდომაზე 10 საკითხი განიხილა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სკაუტური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 30 10 19

ფოთში ,,სკაუტური ორგანიზაციის “ ე.წ. ორი პატრული ჩამოყალიბდა. მათ კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. საქართველოს სკაუტები არასამთავრობო, არაპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც ახორციელებს არაფორმალური გზით მოზარდი თაობისა და ახალგაზრდების განვითარებას, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური და სულიერი პოტენციალის სრულად გამოვლენას, მათ ჩამოყალიბებას სრულფასოვან მოქალაქეებად. სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ, შემეცნებით აქტივობებს.გარდა აქტივობებისა ყოველწლიურად ეწყობა ბანაკები, როგორც რეგიონალურ ასევე საერთაშორისო მასშტაბების.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 30 10 19

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 31 ოქტომბერს მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლული ამინდი, დრო გამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +17 ° +19 ° ; ღამით: +13° +15 °. დაქროლავს დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ, სიჩქარით. 1 ნოემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი ჰაერის ტემპერატურა დღისით: +17 ° +19 ° ; ღამით: +13 ° +15 ° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

NATO-ს დღეების ფარგლებში ფოთში ვიქტორინა გაიმართა 29.10.2019

ფოთში კოლხური კულტურის მუზეუმში ,,ნატოს დღეების“ ფარგლებში ვიქტორინა გაიმართა რომელშიც 10საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას. 3ადგილი N2საჯარო სკოლის მოასწავლეს ალექსანდრე გიორგაძეს ერგო 16ქულით. 2ადგილზე N4საჯარო სკოლის მოასწავლე თამარ გიგინეიშვილი დაგროვილი 17ქულით გავიდა. ხოლო 1ადგილზე N 2საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ქვაჩახია 19ქულით. გამარჯვებულები სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

დასუფთავების აქცია ფოთში 29.10.2019

28 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ფოთში სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია ჩტარდა. მასში მონაწილეობა მიიღო საჯარო და კერძო სკოლების,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის 400-მდე წარმომადგენელმა. აქციამ მოიცვა სამი ლოკაცია: მალთაყვის სანაპირო ზოლი, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი და ნაბადის სანაპირო დასუფთვების აქციას მხარს უჭერდნენ იმერეთის სამეცნიერო კავშირი „სპექტრი“ , კოლხეთის ეროვნული პარკი და კორპორაცია ფოთის ნავსადგური, რომლებმაც აქციის მონაწილეები უზრუნველყვეს ხელთათმანებით და ნაგვის პარკებით და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, რომელმაც უზრუნველყო შეგროვილი ნაგვის გატანა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში ლევან მაშავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 29.10.2019

ფოთის მეოთხე საჯარო სკოლაში ახალგაზრდა პოეტის ლევან მაშავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ლექსების კრებული სახელწოდებით ,,რაღაც ლექსები“ მისი სადებიუტო წიგნია. ლევან მაშავა სკოლის მოსწლეებს შეხვდა და ლექსები წაიკითხა რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია რომ ხუთშაბათს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში იგეგმება ლევანის წიგნის პრეზენტაცია უფრო ფართო მასშტაბით. კრებულის შეძენა თბილისისა და ბათუმის წიგნების მაღაზიებშია შესაძლებელი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “ჭაბონამა” კვლავ სამეგრელოს ჩემპიონია 29 10 19

ფოთის ცენტრალურ მოედანზე მოყვარულთა ლიგის სამეგრელოს ზონის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა. სადაც ერთმანეთს ფოთის “ჭაბონამა”და ხობის “კოლხეთი” შეხვდნენ. ფოთელები მთელი თამაშის დროს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, და საბოლოოდ მეტოქე 3:0 დაამარცხეს. ამით “ჭაბონამა” ზედიზედ მესამედ სამეგრელოს ზონის გამარჯვებული გახდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ქალაქ ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა 25 10 19

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანა ცანავამ და მოწვეულმა ექსპერტმა „სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ცხვიტავამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და…

იხილე მეტი
სიახლე 

ღია ტიპის ნაგვსაყრელი დასახლებულ პუნკტთან ახლოს 24 10 19

დასახლებულ პუნქტთან ახლოს არსებული ღია ტიპის ნაგავსაყრელი, ფოთის ტერიტორიაზე 6 000 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს მოიცავს, სადაც ნარჩენების სეპარირება და რეციკლირება არ ხდება. პოლიგონი თვეში დაახლოებით 3 000 ტონა მუნიციპალურ ნარჩენს იღებს. ამ ტიპის ნაგავსაყრელი გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებას ახდენს. სახელმწიფო ვალდებულია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ძალაში 2015 წელს შევიდა, ნარჩენების მართვის სფეროში შექმნას ისეთი სტანდარტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ნარჩენების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას. ასევე ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.

იხილე მეტი
სიახლე 

კლუბ „ნანაში“ საჭადრაკო ფესტივალი შემოდგომა 2019 დაიწყო 24 10 19

ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანაში“ საჭადრაკო ფესტივალი შემოდგომა – 2019 დაიწყო. ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდება. ფესტივალის მიზანი პერსპექტიული მოჭადრაკეთა გამოვლენა და ჭადრაკის პოპულარიზაციაა. გამარჯვებულები დიპლომებით, მედლებით და თასებით დაჯილდოვდებიან. საჭადრაკო ფესტივალში ღია ტურნირთან ერთად 8 წლამდე ჭაბუკები და გოგონებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს.

იხილე მეტი