სიახლე 

ფოთი რეგიონულ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს 25 07 19

ფოთი რეგიონულ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფოთის კულტურის სახლში, სადაც ამჟამად ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის, პროფესიული სახელმწიფო თეატრი დროებითაა შეხიზნული, ლიეტუვის, ქალაქ ალიტუსის თეატრალურმა დასმა აფთონ სინკლერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი – ,,ამერიკული ოცნება” მაყურებლის წინაშე წარმოადგინა. რეჟისორი ალბერტას ვიძიუნასია. რეგიონალური თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი, წელს მეხუთედ ტარდება და მასში 17 რეგიონული თეატრი მონაწილეობს, ასევე თეატრალური დასები ლიეტუვიდან, უკრაინიდან, სერბეთიდან და ირანიდან. ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლები საქართველოს 13 ქალაქში მიმდინარეობდა. მას რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე, პროფესიული თეატრების ცნობილი მსახიობები და თეატრის მოყვარულები ესწრებოდნენ. დღეს, ფესტივალის ფარგლებში ფოთის,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბში ირაკლი ლოლუას მემორიალი დასრულდა 24 07 19

ფოთის საჭადრაკო კლუბში ირაკლი ლოლუას მემორიალი დასრულდა. ღია ტურნირი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ჩატარდა. გამარჯვებული მოჭადრაკეები მედლებით, დიპლომებით, თასებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ. სწრაფ ჭადრაკში გამარჯვებული უკრაინელი, საერთაშორისო ოსტატი კატერინა დოლჟიკოვა გახდა. ხოლო ელვისებურ ჭადრაკში პირველობა არავის დაუთმო ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანას“ დირექტორმა დავით კოდუამ. ასევე დაჯილდოვდნენ 12 წლამდე ასაკის საუკეთესო შედეგის მქონდე მოჭადრაკეები. ტურნირი ტრადიციულია და ირაკლი ლოლუას მიერ დაფუძნებულ ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანაში“ ყოველწლიურად ტარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ მონაწილეებს უმასპინძლეს 24 07 19

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ მონაწილეებს უმასპინძლეს. მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ, მერის მოადგილეებმა-მამუკა პაპასკირმა და პაატა ლაგვილავამ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ფესტივალში საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის და ბელორუსიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ 22 ივლისს მარტვილის მუნიციპალიტეტში გაიხსნა. ფესტივალი მეოთხე წელია წარმატებით მიმდინარეობს. ფესტივალი მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ადათ-წესების პოპულარიზაციას. დღეს 19:00 ფოთის ცენტრალურ პარკში ფესტივალში მონაწილე ანსამბლები საკუთარი ქვეყნის ფოლკლორ ნომრებს წარმოადგენენ. ფესტივალის საზეიმო დახურვა კი ხვალ 20 საათზე მარტვილში გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰიდრომელიორაციის შენობის პროექტირება დაიწყო 24 07 19

ფოთში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ყოფილი ჰიდრომელიორაციის ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია – რეკონსტრუქცია ახლო მომავალში დაიწყება. შპს „საქართველოს ტექნიკური ჯგუფის“ მთავარი არქიტექტორი, კონსტანტინე ტყეშელაშვილი შენობის პროექტზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ ოქტომბრის თვეში დასრულდება და დამკვეთს ჩაბარდება. როგორც, არქიტექტორმა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან და საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა შენობის რეკონსტრუქციის საკითხი. როგორც მან აღნიშნა, ნგრევის პირას მისული ძეგლის გარე ფასადის რეაბილიტაცია ისე მოხდება, რომ ნაგებობის თავდაპირველი იერსახე არ დაიკარგოს. შეგახსენებთ, მაისის თვეში ფოთის მერიასა და ბათუმის საზღვაო აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ფოთის ყოფილ ჰიდროტექნიკუმის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელებმა შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატზე 10 მედალი მოიპოვეს 24 07 19

ფოთელმა სპორტსმენებმა, ბათუმში, შერეული ორთაბრძოლების საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 5 პირველი, 3 მეორე და 2 მესამე ადგილი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ფოთიდან 11 სპორტსმენი მონაწილეობდა. საერთაშორისო ტურნირი, საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ტატამზე ერთმანეთს 6 ქვეყნის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. შერეული ორთაბრძოლების კლუბი ფოთში ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა და მასში 20 სპორტსმენია გაწევრიანებული. როგორც ბაჩუკი სულამანიძემ აღნიშნა, პირველად ფოთში, 7 სექტემბერს შერეული ორთაბრძოლების საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, სადაც 6 ქვეყანა იასპარეზებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა 24 07 19

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, 27 ივლისის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა და ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი, ჰაერის ტემპერატურა კი მკვეთრად დაეცემა.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში ავარიული შენობები დაათვალიერეს 23 07 19

დღეს სივრცითი მოწყობისა და უსახური შენობების დროებითი კომისიის მეორე სამუშაო დღე შედგა. კომისიის წევრებმა ის შენობა ნაგებობები დაათვალიერეს, რომლებიც მათი თქმით, ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს, ავარიულია და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. როგორც კომისიის წევრებმა განაცხადეს, შენობის მეპატრონეებთან მოლაპარაკება შედგება და შემდგომ გადაწყდება მათი ბედი. როგორც ისინი აცხადებენ, პრიორიტეტი მეპატრონეების დაჯარიმება არ იქნება. მათი თქმით, მთვარი მიზანი აღნიშნული შენობების აღდგენაა. იმ ნაგებობებზე, რომლებიც რეაბილიტაციას არ დაექვემდებარება, დემონტაჟი განხორციელდება. როგორც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშა, ნუსხაში შესულია 40-მდე შენობა, მათ შორის 21 კერძო პირის საკუთრებაშია, 8 სახელმწიფო ბალანსზე, 10 კი მუნიციპალური.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ირაკლი ლოლუას მემორიალი მიმდინარეობს 23 07 19

ფოთის საჭადრაკო კლუბში ირაკლი ლოლუას მემორიალი მიმდინარეობს. ღია ტურნირი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ტარდება. შეჯიბრება სწრაფ ჭადრაკში უკვე გაიმართა და ის შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, გათამაშების დრო 15 წუთი იყო. რაც შეეხება 3 წუთიან ბლიც ჭადრაკს, ისიც შვეიცარიული სისტემით, მაგრამ 11 ტურად ხვალ ჩატარდება. გამარჯვებული მოჭადრაკეები მედლებით, დიპლომებით თასებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან. შეჯიბრში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს დარეგისტრირების შემთხვევაში შეეძლო. საპრიზო ფონდია 1000 ლარი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში უამინდობის გამო ზღვაზე ბანაობა აიკრძალა 23 07 19

ფოთის სანაპირო ზოლზე წითელი ალმებია აღმართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება და წინასწარი მონაცემებით, საშტორმო მდგომარეობა 25 ივლისამდე შენარჩუნდება. მათივე ინფორმაციით, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +25 გრადუსი იქნება. მაშველების განცხადებით, უამინდობის გამო, ზღვაში ბანაობა სავარაუდოდ თვის ბოლომდე აიკრძალება.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთის ეროვნულ პარკში ასოციაცია ,,ათინათმა” მეწარმეთა პროექტის ფარგლებში დასკვნითი შეხვედრა გამართა 23 07 19

დღეს, ფოთის ეროვნულ პარკში, “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” „action against hunger-მა“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ და სამეგრელოს რეგიონში პარტნიორმა ორგანიზაციამ, ასოციაცია „ათინათმა“ ბოლო აქტივობა გამართა, რომელიც მეწარმეობის პროგრამის დახურვას მიეძღვნა. პროგრამა მიზნად ისახავს, მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში. ამ პროექტის ფარგლებში, 5 თვის მანძილზე სამეგრელოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ფოთში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, რომელიც დამწყები მეწარმეების ცოდნის გაღრმავებას და მათი დასაქმების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. მასში 80 ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა და 19 პროექტი კი გრანტის ფარგლებში დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს პროექტის…

იხილე მეტი