სიახლე 

ფოთში ერთ-ერთი მოქალაქე მაწანწალა ძაღლებისთვის თავშესაფარს ითხოვს 18 07 19

აფხაზეთიდან დევნილი, დათიკო წურწუმია, რომელიც სოციალურად დაუცველი და ფოთის უპოვართა სახლის ბენეფიციარია, უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფარს ითხოვს. მას ამჟამად 8 მაწანწალა ძაღლი ჰყავს შეფარებული და თავისი სახსრებით მათ გამოკვებას ცდილობს. როგორც თავად ამბობს, თავის წილ საკვებს ძალღლებსაც უნაწილებს. ის ქალაქის თვითმმათველობას და გულისხმიერ ადამიანებს უპატრონო ძაღლების თავშესაფრის მოწყობას სთხოვს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აფროსანთა ღია ჩემპიონატი ჩატარდება 18 07 19

მალთაყვაში, საწყალოსნო სპორტის ბაზაზე ფოთელი და თბილისელი აფროსნები სასწავლო წვრთნებს გადიან. აფროსნების საწვრთნელი შეკრება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და კვირის ბოლომდე გაგრძელდება. საქართველოს აფროსნობის ფედერაციის წარმომადგენლების თქმით, 20 ივლისს მალთაყვის საწყალოსნო სპორტის ბაზაზე საიალქნო კლუბი „ფოთის“ გახსნის ცერემონია გაიმართება. პარალელურად 20-21 ივლისს, საქართველოს ღია ჩემპიონატი ლაზერისა და ოპტიმისტის საერთაშორისო კლასებში ჩატარდება, სადაც 6 წლიდან 20 წლამდე ასაკის სპორტსმენები იასპარეზებენ. გამარჯვებულები, სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან. როგორც კლუბის დამფუძნებელი ნიკა იმნაძე ამბობს, რეგატა სანახაობრივი იქნება და გულშემატკივრებს ელიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს 17 07 19

ფოთის საგამოცდო ცენტრში პედაგოგთა საგნობრივი კომპეტენციებისა და პროფესიული უნარების დამადასტურებელი გამოცდები, ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად მიმდინარეობს. დღეს მასწავლებლებს გამოცდა ხუთ საგანში ჩაუტარდათ. როგორც გოჩა ქორქიამ განაცხადა, ის მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება გამოცდებზე დასწრებას, 133 პედაგოგიდან 103 პედაგოგი გამოცხადდა. გამოცდები 10 ივლისს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო ფესტივალის მეექვსე დღე დასრულდა 17 07 19

ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მეექვსე დღე დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში პირველი ბლიც ტურნირი ჩატარდა, შეხვედრა საკამოდ დაძაბული გამოდგა. ვაჟთა შორის ბლიც ტურნირის გამარჯვებული აზერბაიჯანელი ვუგარ მანაფოვი გახდა, მეორე ადგილი ქართველმა თორნიკე სანიკიძემ მოიპოვა, მესამე საპატიო ადგილის მფლობელი სომეხი ლევონ ბაბუჯიანი გახდა. ქალთა შორის საუკეთესო მოჭადრაკედ უკრაინელი კატერინა დოლზჰიკოვა დასახელდა. 2000-ზე ნაკლებ რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში საუკეთესო შედეგი ქართველმა თედო ბოლქვაძემ აჩვენა. 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ასევე საუკე მოთმაშედ ქართველი დავით ნემსაძე დასახელდა. დღეს მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის მოჭადრაკეები წელს ფოთს მეორედ სტუმრობენ. როგორც მათ აღნიშნეს ტურნირის ორგანიზებით და შექმნილი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია გახარიას თვალახვეული პლაკატით მივიდა 16 07 19

ხმაურით დაიწყო ფოთის საკრებულოს სხდომა. ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე გახარიას თვალახვეული პლაკატით მივიდა. მან 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო და მოითხოვა, რომ მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. დარეჯან ცხვიტარიას თქმით, ანტისაოკუპაციო აქციის დარბევა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. ოპოზიციის განცხადებამ საკრებულოს წევრთა გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ხმაური მოჰყვა. საკრებულოს წევრთა ნაწილმა მოითხოვა ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომა დაეტოვებინა. მთელი სხდომის განმავლობაში დარეჯან ცხვიტარია პლაკატებით ხელში ფეხზე იდგა და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდა. მას დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ფესტივალი მიმდინარეობს 16 07 19

გრძელდება ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი. დღეს მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა, სატურნირო მდგომარეობაზე და გამოკვეთილ ლიდერებზე გიორგი გამზარდიას ვესაუბრეთ. დღეს ტურნირის მონაწილეებს, დამსახურებული არტისტი, მრავალი კინოსა და თეატრალური პრემიის ლაურიანტი, ფოთის თეატრის სამხატვრო ხემძღვანელი რამაზ იოსელიანი მიესალმა და (A) ტურნირის 1 დაფაზე სიმბოლური სვლა გააკეთა. ფესტივალი დარბაზ ,,დიადემაში“ მიმდინარეობს, მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. მშობლები და მწვრთვნელები კმაყოფილებას გამოთქვამენ ტურნირის მაღალი დონის, ასევე გულშემატკივრებისთვის შექმნილი გარემოსთვის. დღეს საღამოს ფესტივალის ფარგლებში პირველი ბლიც-ტურნირი გაიმართება, რომლის შედეგებსაც ხვალ მოგაწვდით.

იხილე მეტი
სიახლე 

,,კოლხეთი 1913-ს” მეორე ლიგიდან გავარდნა ემუქრება 16 07 19

საფეხბურთო გუნდს, ფოთის ,,კოლხეთი 1913-ს”, არსებული დავალიანების დასაფარად ვადა გუშინ ამოეწურა. კლუბში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო საჭირო თანხების მობილიზება ვერ მოხერხდა, რის გამოც გუნდს შესაძლოა 6 ქულა დააკლდეს. ფედერაციიდან ოფიციალური შეტყობინება ჯერ კლუბს არ მიუღია. ამჟამად ფოთის ,,კოლხეთი” მე-2 ლიგაში ასპარეზობს. გუნდს გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელების მიმართ სოლიდური დავალიანება აქვს. იმ შემთხვევაში თუ ფინანსური პრობლემები დროულად არ მოგვარდება, გუნდის მდგომარეობა სატურნირო ცხრილში გაუარესდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წვიმიანი დღეებია მოსალოდნელი 15 07 19

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 18 ივლისის ჩათვლით დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27° მიაღწევს. 16 ივლისს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11მ/წმ სიჩქარით იქროლებს. დღისით მოწმენდილი ცა, ღამის განმავლობაში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +27 °; ღამით კი + 21 ° + 23 ° იქნება. 17 ივლისს, ასევე დასავლეთის ქარია მოსალოდნელი, რომელიც 6-11მ/წ სიჩქარით დაქროლავს. ასევე, დღის განმავლობაში მოსალოდნელია მოწმენდილი ცა, ღმით კი ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ასევე დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25° +27°, ხოლო ღამით +20° +24° დაფიქსირდება. 18 ივლისს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე საზაფხულო სკოლა გაიხსნა 15 07 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლის გახსნა აღნიშნეს. უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, მოწვეულ სტუმრებთან სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ოთხდღიანი სწავლების ფარგლებში „იდეების ისტორია“ განიხილება. როგორც უნივერსიტეტში აღნიშნეს, საუბარი შედგება ისეთ თემებზე, როგორიც არის, თავისუფლება, სამართლიანობა, სახელმწიფო და ამ იდეების ისტორიული განვითარება, შუა საუკუნეებში და თანამედროვე სამყაროში. საზაფხულო სკოლა ხობში დღეს დაიწყო და ორი დღის მანძილზე გაგრძელდება. შემდეგი ორი დღე კი საზაფხულო სკოლის მასპინძელი ფოთი იქნება. სკოლაში 20 უნივერსიტეტის 70 სტუდენტი მონაწილეობს. ლექციებს ქართველ ლექტორებთან ერთად, მეუფე გრიგოლის და პროფესორ თენგიზ ირემაძეს მოწვევით, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი წაიკითხავს, რომელიც ზაფხულის სკოლის მთავარი სპიკერია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს 15 07 19

ფოთი ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ის დარბაზ „დიადემაში“ 13 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა. მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. პირველი სიმბოლური სვლა, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ გააკეთეს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები. დღეს მე-3 და მე-4 ტური ჩატარდა. თამაშები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ყველა პირობაა შექმნილი, იმისთვის, რომ მოჭადრაკეებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. საჭადრაკო ფესტივალი ფოთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანას“ ორგანიზებით ტარდება. ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს მე-14 -ჯერ…

იხილე მეტი