სიახლე 

ფოთის საქველმოქმედო ორგანიზაციები ზუგდიდის ფორუმზე 13 06 19

ზუგდიდის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ელექტრონული კომერციის რეგიონალური ფორუმი შედგა. სადაც სხვადასხვა კომპანიებსა და მეწარმეებს შორის ფოთიდან მოწვეული იყვნენ ფონდი “ქველმოქმედი 2015” და “არტგალერეა 34”. მათ ერთობლივი პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ბავშვისა და უსინათლო გოგონების ნამუშევრები-ნაქარგები,ნახატები და სხვადასხვა ხელნაკეთი აქსესუარები წარადგინეს. ფორუმი პროგრამის “ინტერნეტი განვითარებისთვის” ფარგლებში ტარდება. პროექტის ფარგლებში მეწარმეები საქართველოს 37 მუნიციპალიტეტიდან ტრენინგებს ელექტრონული კომერციის, სახელმწიფო სერვისების გამოყენებისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით გადიან. რაც საბოლოოდ მათ მისცემს შესაძლებლობას კვალიფიციური მენტორის დახმარებით გაყიდონ საკუთარი პროდუქცია ონლაინ-პლატფორმებზე და მიიღონ შემოსავალი.

იხილე მეტი
სიახლე 

მაშველი გოგონა ფოთიდან 13 06 19

ფოთში, შსს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სამაშველო ბრიგადები ზღვის სანაპიროზე პატრულირებას პირველუ ივნისიდან ახორციელებენ. მაშველებს შორის ერთ-ერთი 23 წლის გოგონაა. ის 2017 წლის მსოფლიო რბენის გამარჯვებულია, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი ჯილდოები აქვს მიღებული. როგორც ის აცხადებს, მაშველად მუშაობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ შესაბამისი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა, თან ცურვა ძალიან უყვარს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 12 06 19

ქალქში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი ახორციელებს. ამჯერად არხების გაწმენდა სპეციალური ტექნიკით, კუნძულისა და ცენტრის უბნებში ხდება. სერვისების ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები, წინასწარი შედგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ასევე მოსახლეობიდან შემოსული განცხადებების გათვალისწინებით ტარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მშვიდობის კორპუსის მოხალისე ჩამოდის 12 06 19

ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მშვიდობის კორპუსი 1961 წელს დაარსა. მშვიდობის კორპუსი არის ამერიკის მთავრობის სააგენტო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მთავრობის მოწვევით მუშაობს. მოხალისეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მიმდინარეობს . ფოთის სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრმა და სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღამ აღნიშნულ კონკურში მონაწილეობა მიიღეს, გაიმარჯვეს და 2 წლის განმავლობაში მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ერთად მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავენ. მათი განცხადებით, მოეწყობა ახალგაზრდული სტუდია და საზაფხულო სკოლა. ისინი ახალგაზრდებს მრავალ საინტერესო სიახლეს შესთავაზებენ. მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეთა ჯგუფი რიგით მეცხრამეტეა, ისინი საქართველოში უკვე ჩამოსულები არიან და აქ 2 წლის განმავლობაში დარჩებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადებიან 11 06 19

5-9 ივნისს ფოთში ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი გაიმართა 2005-2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. სადაც მონაწილეობდა 22 ქალაქის 140 მოკრივე, ფოთელმა მოკრივეებმა 2ოქროს 2ვერცხლის და 6ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან, რომელიც გაიმართება თბილისში 2-12 აგვისტოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საზღვაო სამაშველო სამსახურმა მუშაობა დაიწყო 11 06 19

ფოთში, შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა უსაფრთხოების მიზნით, სამაშველო სამსახურმა მუშაობა დაიწყო. მალთაყვის, კუნძულისა და ნაბადის სანაპიროზე, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი მაშველები პატრულირებას სისტემატიურად ახორციელებენ. სეზონის დაწყებამდე მათ სპეციალური მომზადების კურსი გაიარეს. საზღვაო-სამაშველო სამსახური სექტემბრამდე იფუნქციონირებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ქართველი ემიგრანტების შეხვედრა ფლორიდაში 11 06 19

ჩვენი თანაქალაქელის, პაატა ასათიანის ინიციატივით, ფლორიდაში გაიმართა შეხვედრა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. ქართველი ემიგრანტები ფლორიდის შტატის 10 ქალაქიდან შეიკრიბნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. შეხვედრას საქართველოს კონსული ამერიკაში, გიორგი არჩემაშვილი დაესწრო, ხოლო საქართველოს ელჩმა ამერიკაში, დავით ბაქრაძემ, დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული ვიდეო მიმართვით მიულოცა. ორგანიზატორთა განცხადებით მსმგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 11 06 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ხვალიდან შედარებით აგრილდება. სამი დღის მანძილზე ღამის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ზღვის ღელვა კი 2-3 ბალამდე დაფიქსირდება. 12 ივნისს იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ სიჩქარით. ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვილმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25-27 გრადუსი, ღამით +20-22 გრადუსი. 13 ივნისს შენარჩუნდება სამხრეთ-დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა +24-26 გრადუსი, ღამით +21-23 გრადუსი დაფიქსირდება. 14 ივნისს ჰაერის ტემპერატურა დღისით +25-27 გრადუსი, ღამით კი +21-23 გრადუსი იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე 4 სკოლაში შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა 10 06 19

მეოთხე საჯარო სკოლაში, შემეცნებითი ღონისძიება „გადავარჩინოთ დედამიწა“ გაიმართა. მესამე ა და ბ კლასის ( დამრიგებლები ბელა საბიაშვილი და თამარ მიგინეიშვილი) მოსწავლეებმა, ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე პატარა სპექტაკლი წარმოადგინეს. ღონისძიების დასასრულს კი მოწვეულ სტუმრებს, ამ თემაზე მათ მიერ შექმნილი ბუკლეტები დაურიგეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალური პარკის განახლება შემოდგომიდან დაიწყება 10 06 19

ფოთის ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია დაიგეგმა. მერის პირველი მოადგილის, კოტე თოფურიას განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად როგორ სახეს მიიღებს განახლებული პარკი, რადგან მისი მოწყობის საპროექტო წინადადების შესყიდვაზე, ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსი ჯერ არ დასრულებულა. მისივე თქმით წინასწარი გათვლებით, სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3 500 000 ლარია, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი დააფინანსებს.

იხილე მეტი