სიახლე 

თხილის გადარჩენის კამპანიის აქტიური ფაზა დაიწყო 14 05 19

სამეგრელოში თხილის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში „თხილის მწარმოებელთა ასოციაცია“ აქტიურად მუშაობს. ორგანიზაციამ თხილის შესაწამლი 1000-ზე მეტი აპარატი ფერმერებს უსასყიდლოდ დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცა. ამასთან, ბაღის მოვლისა და შეწამლვის ყველა ეტაპზე პროცესს კოორდინირებას ასოციაციის სპეციალისტები გაუწევენ. პროგრამის განხორციელების პროცედურებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში პრემიერ-მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრიც გაეცნენ. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ შემუშავებული თხილის გადარჩენის სქემით ფერმერები კმაყოფილნი არიან. ამ ეტაპზე ჩატარებულია ორი წამლობა და ემზადებიან მესამე ეტაპისთვის. თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია ახლა უკვე მთავარ საფეხურზე გადადის. „თხილის გადარჩენის პროგრამა“ მოიცავს მასშტაბურ საკონსულტაციო სამუშაოებს, მათ შორის ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდისთვის საჭირო ღონისძიებებს,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, „ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ დასრულდა 13 05 19

„ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ დასრულდა. თამაშების სერია ,რა, სად, როდის”, „ერუდიტ სექსტეტი“ და „ბრეინ რინგი“სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. შეჯიბრში სადაც 12 საჯარო და კერძო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ფესტივალის ბოლოს ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა. ასევე საუკეთესო მოთამაშე დასახელდა. N1 საჯარო სკოლა, “რა, სად, როდის” და “ერუდიტ სექსტეტის” გამარჯვებული გახდა, მათ ასევე ორი გარდამავალი თასი გადაეცათ, „ბრეინ რინგის“ გამარჯვებული კი N3 საჯარო სკოლა. ჟიურიმ ასევე პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოთამაშეები გამოავლინა. ფესტივალის ბოლოს ჟიურიმ საუკეთესო ერუდიტ მოთამაშე, N1 სკოლის მოსწავლე გეგა კარანაძე დაასახელა. „ინტელექტუალური თამაშების…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ქუჩის მხატვრებმა ორი კედელი მოხატეს 13 05 19

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“ ფოთს ესტუმრა. მხატვრების ინიციატივით და საკრებულოს წევრის, ბაქარ ერაგიას ხელშეწყობით, ფოთში, ორ ლოკაციაზე შენობის კედლები მოიხატა. ქალაქს თანამედროვე ქუჩის მხატვრების, ნამუშევრები შეემატა. აღსანიშნავია, რომ ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“ ფოთში პირველად გამოჩნდა. კედლები თბილისელმა და ზუგდიდელმა მხატვრებმა, როსტომ ზარანდიამ და დავით სამხარაძემ მოხატეს. თითოეული კედლის მოხატვას კი 3-4 დღე დასჭირდა. მოძრაობა ნიკოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეიქმნება ახალი პლატფორმა – „თავისუფალი ხატვის ზონა“ და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება პროექტში ჩაერთოს. პროექტი ახალგაზრდა მხატვრების ხელშეწყობას და ქალაქის იერსახის გალამაზებას ემსახურება, ამასთანავე სტრიტ-არტის მსოფლიო რუკაზე საქართველოს აღმოჩენას.

იხილე მეტი
სიახლე 

პროექტი „ცეკვის ერთი დღე საქართველოში“ წელს პირველად ჩატარდა 13 05 19

ქალაქი ფოთი საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტს „ცეკვის ერთი დღე საქართველოში“ მასპინძლობს. ფონდი „ბილივი“-ს და თანამედროვე ცეკვის მკვლევარის, ხათუნა მზარელუას ერთობლივი პროექტის ფარგლებში ღონისძიება ფოთიდან დაიწყო და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებს. ცეკვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ფლეშ-მობებით გაიხსნა, სადაც ილიკო სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სტუდია „ფაზისის“ მოცეკვავეებმა, ხორუმი, კავკასიური, ლაზური და ქისტური ცეკვის ნაერთი წარადგინეს მაყურებელთა წინაშე. ფლეშმობის შემდეგ, ღონისძიებამ ფოთის პორტის სარკეებიან დარბაზში გადაინაცვლა, სადაც ბალეტმაისტერმა ირინა კუპრავამ ცეკვის გაკვეთილი მოყვარული მოცეკვავეებისთვის ჩაატარა. მოგვიანებით ფრანგი ქორეოგრაფის, რაშიდ ურამდანის თანამედროვე ცეკვის სპექტაკლის ვიდეო ჩვენება, სახელწოდებით „ღამის გადალახვა“ გაიმართა.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადებიან 10 05 19

ძალისმიერი სამჭიდის კლუბი “ფაზისი-2011”-ის სამი ძალოსანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება. ჩემპიონატზე მრავალი ტიტულის მქონე ძალოსნები, ლევან გორგოძე 125 კგ. წონით კატეგორიაში, დავით გულუა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში და აკაკი ჯგუბურია 82კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებენ . მსოფლიო ჩემპიონატი 16 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით უკრაინის ქალაქ ლუცკში გაიმართება, სადაც 24 ქვეყნის 500 სპორტსმენი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, მაღაზიათა ქსელი უნივერსამი გაიხსნა 10 05 19

ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე დღეს მაღაზიათა ქსელის „უნივერსამის“ რიგით მეცამეტე ფილიალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მაღაზია „უნივერსამი“ საქართველოში 2010 წელს დაარსდა და დღემდე თბილისის მასშტაბით 12 ფილიალი არსებობს. თბილისის გარეთ კი, პირველი მაღაზია ფოთში გაიხსნა. როგორც მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, ფოთის ფილიალში 7 000 დასახელების პროდუქცია არის განთავსებული. დასაქმებულია 60-მდე თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი კადრია. მისივე თქმით, მომავალი წლიდან ფოთელი მომხმარებლისთვის კიდევ ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თოჯინურმა სპექტაკლმა ფიროსმანმა საუკეთესო სცენოგრაფიის ტიტული მოიპოვა 10 05 2019

იორდანიის სამეფოდან ფოთის თეატრის დასი გამარჯვებული დაბრუნდა. ქალაქ ამანში, გამართულ საერთშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის დასი, მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა. მსახიობებმა ამანის სცენაზე თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანი“ დადგეს. როგორც თეატრის დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ განაცხადა, ფოთის პროფესიული თეატრის დებიუტანტმა მსახიობებმა წარმატებით ითამაშეს და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. სპექტაკლმა კი საერთაშორისო ფესტივალის პრიზი საუკეთესო სცენოგრაფიაში მოიპოვა. თოჯინური სპექტაკლის „ფიროსმანი“-ს დამდგმელი რეჟისორია ელენე მაცხონაშვილი, ხოლო სცენოგრაფი, გურამ მაცხონაშვილი. თოჯინების მხატვარია ვახო ქორიძე. მსახიობები: ანი ანდღულაძე, ალიკა ცეკვაშვილი, ირაკლი კვერღელიძე და ნიკა კვარაცხელია. საფესტივალო ჩვენებას საქართველოს ელჩი იორდანიაში სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, პროექტი „ცეკვის ერთი დღე საქართველოში“ 11 მაის ჩატარდება 09 05 19

პროექტი „ცეკვის ერთი დღე საქართველოში“ წელს პირველად ტარდება და სტარტს ფოთიდან იღებს. ფონდი „ბილივი“ და თანამედროვე ცეკვის მკვლევარი, ხათუნა მზარელუა პროექტს ერთობლივად ახორციელებენ. 11 მაისს ცეკვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფლეშმობით გაიხსნება, რომელიც გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ჩატარდება. დღის ბოლოს, ფოთის პორტის სარკეებიან დარბაზში, ფრანგი ქორეოგრაფის, რაშიდ ურამდანის ნამუშევრის „ღამის გადალახვა“-ს ჩვენება გაიმართება. ხათუნა მზარელუას, თქმით, ფრანგმა ქორეოგრაფმა, სპეციალურად პროექტისთვის თვისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი გამოგზავნა. პროექტის მიზანია, პატივი მიაგონ ცეკვის ყველა ფორმას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს 09 05 19

ფოთში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. სამეგრელოს მოედანზე და რუსთაველის რკალზე, დეკორატიული, მარადმწვანე ბუჩქები დაირგო. რამდენიმე დღეში, აღმაშენებლის ქუჩაზე ფერადი ყვავილები დაირგვება. აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუჯეტიდან დაახლოებით 23 ათასი ლარი დაიხარჯვაა გათვალისწინებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იმყოფებოდა 09 05 19

ფოთში სახლხო დამცველის აპარტის რეგიონული წარმომადგენელი, გენდერულ საკითხებში იმყოფებოდა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია “დიოსკურიას” ოფისში შედგა, რომელსაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. დისკუსია ძირითადად ოჯახში ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაიმართა.

იხილე მეტი