“კურსორის„ სტუმარია პედიატრი ნინო კირთაძე 28 12 21
,,კურსორი”-ს სტუმარია : ,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი”-ს, ბავშვთა კოვიდ განყოფილების მთავარი ექიმი, პედიატრი, ნინო კირთაძე, რომელიც კლინიკაში არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება.
იხილე მეტი,,კურსორი”-ს სტუმარია : ,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი”-ს, ბავშვთა კოვიდ განყოფილების მთავარი ექიმი, პედიატრი, ნინო კირთაძე, რომელიც კლინიკაში არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება.
იხილე მეტიქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, ფოთის კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია რომ პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებს. აღსანიშნავია,რომ პროექტის მიზანი ფოთის როგორც საფესტივალო ქალაქის წარმოჩენაა.
იხილე მეტიმოსკოვის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკების დაწყებას, ნატო კრემლს დაახლოებით 2 კვირაში, 12 იანვარს სთავაზობს. ორშაბათს ისრაელში “ფაიზერ-ბიონტექის” კოვიდ-19-ის ვაქცინის მე-4 დოზის ადმინისტრირება დაიწყეს – რამდენიმე სიახლე გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”.
იხილე მეტიფოთში 26 დეკემბერს ,,საახალწლო დღეები” მთავარ ნაძვის ხესთან საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა,რომლის ფარგლებში მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრთან არსებული სტუდია „ანა-ბანას“ და სამეჯლისო სტუდია „მზის გული”-ს კონცერტი გაიმართა .აღსანიშნავია რომ 14 იანვრამდე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, დაგეგმილია ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. გაიმართება კონცერტები ,როგორც ადგილობრივი, ასევე, მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. ასევე 7 იანვარს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაგეგმილია საახალწლო-საშობაო ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები და საბავშვო გასართობი სივრცეები.
იხილე მეტიფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას სასამართლომ რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მიიღო. პატიმრობა მიესაჯათ მერიის ყოფილ თანამდებობის პირებს. ლევან ჩოჩიასა და ზურაბ ყურუას 7-7 ხოლო ნიკოლოზ გრიგოლიას 2 წლით. ამასთან ზურაბ ჯამბურიასა და თემურ ლატარიას, თანხის გადახდა დაეკისრათ . ხსენებულ პირებს ბრალად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება
იხილე მეტიპროტესტი ფოთში, ფირმა ,,ტაჰალში” დასაქმებული პირები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, 100 მდე დასაქმებულს ოქტომბრის თვის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღია. კომპანია კი მათი საკითხის გადაწყვეტას 31 დეკემბერს ჰპირდება, რაც დასაქმებულთათვის მიუღებელია. ,,ტაჰალის” თანამშრომლები ფოთის მერს საკითხში გარკვევას და მედიატორის როლის შესრულებას სთხოვენ.ფირმა ,,ტაჰალში “კი ინტერვიუზე უარს აცხადებენ, პირად საუბარში კი ამბობენ რომ საკითხის გარკვევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ცნობილია,რომ ,,ტაჰალი” ფოთში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟს ახორიციელებს.
იხილე მეტიტრესის, დეპრესიის და სხვა ფსიქიკური პრობლემების ზრდის ფონზე, ამერიკელი სპეციალისტები შობა-ახალი წლის გატარებას ახლობლებთან ერთად გვირჩევენ, უსაფრთხოების ზომების გათვალიწინებით. ❖ მანჰეტენზე, საკონფერენციო ცენტრის სახურავზე მოყვანილი ხილ-ბოსტნეულის მოსავალი წელიწადში 18 000 კილოს გადააჭარბებს.
იხილე მეტიფოთში სამხატვრო სკოლაში საახალწლო თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა და საახალწლო თემაზე შექნილი ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართა.სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილის, გრიგოლ ღვანიას განცხადებით შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, ყველა პირობაა შექმნილი იმსთვის, რომ მოსწავლეებმა ხატვა საფუძვლიანად შეისწავლონ . აღსანიშნავია რომ ამ დროისთვის სამხატვრო სკოლაში 70 მდე მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ხატვის, მინანქრისა და ანიმაციების შექმნის ხელოვნებას ეუფლებიან.სამხატვრო სასწავლებლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა, მისი ავტორი გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა. რეაბილიტაციის პროექტი ფონდ “ქართუ”-მ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელა.
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ახალი, ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი24 დეკემბერს, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია – #ავიცრათ ერთმანეთისთვის გამართეს. კამპანიაში ჩართვის მოწოდება მათ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან მიიღეს. ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, სტუდენტებმა გადაიღეს ფოტოები და ჩაწერეს ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვეეს სამოტივაციო მესიჯები.ზუგდიდის უნივერსიტეტი რიგით მეცამეტე, საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტურ კამპანიას შეუერთდა. თავის მხრივ, სტუდენტებმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნოვერსიტეტის სტუდენტებს გაუგზავნეს გამოწვევა, კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთის ჩართვის მიზნით. ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, დაიწყო. აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო…
იხილე მეტი