სიახლე 

დავით ბაქრაძე ფოთში 01 10 18

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი ფოთში მხარდამჭერებს შეხვდა. დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ უმუშევრობის , მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პრობლემებთან ერთად, ფოთში განსაკუთრებით დგას უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებების საკითხი. დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

პოეზიის ფესტივალი ფოთში 01 10 18

პირველად ფოთში, ნიკოლაძის სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ, პოეზიის ფესტივალი გაიმართა, რომელიც საქართველოს მწერალთა კავშირის, ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა. მაყურებლებლის წინაშე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მწერლები და პოეტები თავიანთი ახალ შემოქმედებით წარსდგნენ. პოეზიის ფესტივალის პარალელურად, მდინარე რიონზე, თევზჭერის ღია ტურნირი _ „ოქროს ლოქო-2018“ მიმდინარეობდა. ტურნირში 24 თევზჭერის მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა.ყველაზე დიდი ზომის ლოქო მამია ნიკიფოროვმა დაიჭირა და შესაბამისად ტურნირის მთავარი პრიზის ვერცხლის ფარფლებიან და ოქროსულვაშა ლოქოს ფიგურის მფლობელი გახდა, რომელიც მხატვარმა ბორია პაპსკუამ, სპეციალურად ტურნირისთვის შექმნა. ადვოკატთა ასოციაციის მიერ დაწესებული   პრიზი გადაეცა იური ლომაძესაც, რომელმაც ტურნირის პირველი თევზი დაიჭირა.

იხილე მეტი
სიახლე 

“ევროპული დღეები” ფოთის ბიბლიოთეკაში 01 10 18

ევროპული დღეების ფარგლებში , 28 სექტემბერს საბიბლიოთეკო გაერთიანების ფოიეში, მკითხველთა ჩართულობით, ევროპელ ავტორთა ნაწარმოებების განხილვა -პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გაერთიანების დირექტორმა, ნუნუ ჭელიძემ გახსნა. ისაუბრა ევროპული კულტურის ღირებულებებზე და ზაფხულის კითხვის პროგრამა შეაჯამა. ღონისძიებაში ასევე, მე-2 საჯაროს სკოლის მკითხველთა კლუბი:„ფერადი სტროფების სამყარო“ მონაწილეობდა (ხელმძღვანელი მაკა ვაშაკიძე). დასასრულს მონაწილეებს მადლობის ბარათი გადაეცათ.  

იხილე მეტი
სიახლე 

მოასფალტების სამუშაოები ფოთში 01 10 18

სამეგრელოს ქუჩის მშრალი ხიდის მიმდებარედ, ასფალტის საფარი დაიგო.გზის კაპიტალური რემონტი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე ჩატარდა.ამ მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილები ხშირად გადაადგილდებიან და ადგილობრივებს, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში დისკომფორტს უქმნიდათ.

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელოს ნაკრებმა ჭადრაკში საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 01 10 18

ბათუმში, სამეგრელოს რეგიონის მოჭადრაკეთა ბრწყინვალე შედეგით დასრულდა საქართველოს რეგიონული მოსწავლეთა გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩვენი რეგიონის ნაკრებმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! სამეგრელოს რეგიონის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: გიორგი ნაყოფია, მაია ბეჭვაია, აკაკი ყალიჩავა, ელენე წოწონავა, თეიმურაზ კვიკვინია, ლიზი ფოჩხუა, კახაბერ კიზირია, ანა სანიკიძე. გუნდის კაპიტანი – დიმიტრი კვარაცხელია. გუნდის მწვრთნელი – ირაკლი გეთია. გამარჯვება თბილისის გუნდმა მპიპოვა. III აგდილზე კი – იმერეთის მოჭადრაკეები გავიდნენ. ჩვენი მოჭადრაკეები  ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკეებმა: ნონა გაფრინდაშვილმა, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრიამ, ნანა იოსელიანმა დააჯილდოვეს . საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეები ასევე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას დაესწრნენ .

იხილე მეტი
სიახლე 

ღონისძიება ფოთის ხელოვნების სასწავლებელში 01 10 18

ფოთში, ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი საღამო, არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ბაღში გაიმართა. კლასიკური მუსიკის კონცერტი, გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 175 წლისა და ფოთის სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებას ფოთთან დაძმობილებული შვედეთის სამეფოდან, ოსტამარის ადმინისტრაციიდან ჩამოსული დელეგაცია ესწრებოდა. საღამოზე სიტყვით ქალაქის ხელისუფლებისა და სამღვდელოების წარმომადგენლები გამოვიდნენ, რომლებმაც ნიკო ნიკოლაძეს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. კლასიკური მუსიკის კონცერტში, სასწავლებლის წარჩინებული კურს დამთვრბულბი მზეჭაბუკ პაჭკორია, ლიკა ცაავა, თორნიკე სახოკია და თაკო გვასალია მონაწილეობდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წმინდა ლაზარეს ხატი ჩამოაბრძანეს 01 10 18

ფოთში წმ. ლაზარეს ხატი ჩამოაბრძანეს. ხატი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას, ინიციატივით, ბექა ხახუბიას სახელზე შეიქმნა, რომელიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლის ლოცავა კურთხევით, ათონის ივერთა მონასტერში, ბერების მიერ დაიწერა. აღმაშენებლის ქუჩაზე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრიდან საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა, სადაც ხატი დააბრძანეს, მსვლელობაში სამღვდელოების, ქალაქის ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. მარალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება აღასრულა და წმ. ლაზარეს მკვდრეთით აღგომაზე მის ღვაწლზე იქადაგა, რომელის ხატიც სიმბოლურად ჩამობრძანდა ჩვენს ქალაქში. მეუფე გრიგოლმაიქ მყოფნი და სრულიად საქართველო დალოცა.

იხილე მეტი
სიახლე 

“თვითმმართველობის დრო” 28 09 18 (R)

გადაცემის სტუმრები არიან  მაკა ხეცურიანი -,,ქალები რეგიონების განვითარებისათვის“პროექტის კოორდინატორი , ასოცირებული პროფესორი , გელა ინგოროყვა და მანანა ჩიქოვანი -კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ,  რობერტ ძაძამია – აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო -სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტი

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის ბაზარში 28 09 18

დღეს ფოთიში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზით მოვაჭრეებმა აქცია გამართეს და სამანქანო გზა გადაკეტეს. ისინი, რიონის სანაპიროზე თევზის ბაზრობის დემონტაჟს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ წლების მანძილზე სხვა ადგილზე ახორიციელდნენ თევზის რეალიზაციას, რიონის სანაპიროზე   2 წლის წინ გადმოიყვანეს. როგორც გაირკვა, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწტყვეტილების თანახმად, რიონის სანაპიროზე მდებარე სავაჭრო კონსტრუქციების დემონტაჟი უნდა განხროციელდეს, რადგან იგი არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თავის დროზე ბაზრის მეპატრონემ უკანონო და უნებართვო გადაწყვეტილება მიიღო. მოვააჭრეებს კი შეუძლიათ ბაზრის ტერიტორიაზე მათთვის სასურველი ფართი აარჩიონ და იქ გადავიდნენ.   მოვაჭრეები აცხადებენ, რომ…

იხილე მეტი
სიახლე 

გარემოს დაცვის პროექტი ფოთის ნავსადგურში 28 09 18

დღეს “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” , გარემოსდაცვითი კომპანა GO Green-ის ფარგლებში, მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ტრენინგი გამართა თემაზე „ნარჩენები და მათ მიერ გამოწვეული დაბინძურება“. მათ ისაუბრეს,იმაზე თუ რა სახის და რამდენი სახის ნარჩენი არსებობს და რა ზიანის მოტანა შეუძლია ნარჩენს. ბავშვებს გააცნეს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სტრატეგია, როგორ მოახდინონ ნარჩენების სეპარაცია და როგორ აირიდონ თავიდან გარემოს დაბინძურება, რამდენად საზიანოა ნარჩენები ადამიანებისთვის ისე სხვა ცოცხალი არსებებისთვის. მოსწავლეებს ტრენინგში აქტიური მონაწილეობისთვის, სერთიფიკატები გადასცეს და საზეიმო ვითარებაში სახელობითი ტორტი გაჭრეს. ტრენინგის ბოლოს მოსწავლეებმა თვისუფალი ეკონომიკური ზინის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთვეს.

იხილე მეტი