ფოთში \\\\

მე-2 საჯარო სკოლაში ფოთის „ეტალონ მოსწავლე“ გამოავლინეს, ტიტულის მოპოვებისთვის ერთმანეთს 72 მოსწავლე ეჯიბრებოდა და გამარჯვება მე-15 სკოლის 10 კლასელმა ლევან გორგაძემ მოიპოვა. ის ავტომატურად ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის მონაწილე გახდა და სხვა მუნიციპალიტეტების „ეტალონ მოსწავლეებს“ შორის ფოთის სახელით იბრძოლებს „საქართელოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისათვის. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ტრადიციულად 2017-2018 სასწავლო წელსაც მთელი საქართელოს მასშტაბით ტარდება და მასში ყველა სკოლის მე-8, მე-9, მე-10, და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “კოლხეთი 1913“ 2:0 “სამტრედია“

გუშინ თბილისში ფოთის ,,კოლხეთი 1913\’\’-მა მეოთხე ტურის მატჩში სკ ,,სამტრედია\’\’ ანგარიშით 2-0 დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამით გუნდმა საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. წინა მატჩებისაგან განსხვავებით „კოლხეთმა“ შესამჩნევად გამოასწორა თამაშის ხარისხი და ტაქტიკურადაც სწორი და გამართული ფეხბურთი ითამაშა. რამაც მთლიანად განაპირობა გუშინდელ შეხვედრაში ფოთელთა წარმატება.
პირველ გოლი კილასონია-მიხალიოვი-გოგბერაშვილის ულამაზესი კომბინაციის შედეგად 53-ე წუთზე გავიდა. რის შემდეგაც 4 წუთში გუნდის დებიუტანტმა, გოგბერაშვილმა დუბლი შეასრულა და საბოლოოდ გადაწონა გამარჯვების სასწორი კოლხთა სასარგებლოდ. სამტრედიის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების გამო ,,კოლხეთი 1913\’\’ -ის და „სამტრედიას“ შეხვედრა თბილისში გაიმართა

იხილე მეტი
სიახლე 

ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა

25-30 მარტს გაიმართა ოთარ ხომერიკის XVI მემორიალი ჭადრაკში. ასაკობრივ ტურნირებში 9 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის მონაწილეობა მიიღო 80-მდე, ხოლო ღია ტურნირში კი 35 მოჭადრაკემ.
ვაჟთა შორის ღია ტურნირში გამარჯვება კახაბერ კიზირიამ მოიპოვა. მეორე გელა ღვამბერია იყო მესამე აგდილზე კი გიორგი სიჭინავა გავიდა გოგონათა შორის ღია ტურნიტი ანა სანიკიძემ მოიგო. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს კი ლიზი ფოჩხუა და ლიზი სარიშვილი დაეუფლნენ
ვეტერანთა შორის საუკეთესო შედეგი გელა ღვამბერიას ჰქონდა.
9 წლის ჭაბუკთა შორის ოქროს მედალს გიორგი კვარაცხელია დაეუფლა, ვერცხლს იოსებ შამათავა, რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, აქ ორმა მოჭადრაკემ თანაბარი ქულები დააგროვეს, მათ დამატებითი მაჩვენებლებიც ერთნაირი აღმოაჩნდათ და ამიტომ ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით ლუკა წურწუმია და დავით ხარშილაძე ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ
9 წლის გოგოთა შორის პირველობა არავის დაუთმო ბარბარე კულუამ, მეორე შედეგი მარიამ სოლომონიძემ აჩვენა, მესამე კი – ლიზი სარიშვილი იყო.
7 წლის ჭაბუკებს შორის საუკეთსო შედეგი სანდრო ხოფერიამ, მეორე და მესამე შედეგი კი- თამაზ მალანიამ და დაჩი წივწივაძემ აჩვენეს
7 წლის გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა მარიკა ბართიამ და გაიმარჯვა, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს კი გვანცა აფხაზავა და ნუნუკა ალანია დაეუფლნენ.
საუკეთესნი 6 წლამდე მოჭადრაკეებს შორის კი ელენე მირცხულავა და გეგა ბერაია იყვნენ.
ფოთელი მოჭადრაკეები ინტენსიურად ემზადებიან სამეგრელოს ჩემპიონატისთვის , რომელიც 11-14 აპრილს სენაკში იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-11 საჯარო სკოლაში ტაიკვონდოს სექცია გაიხსნა

ფოთის მე-11 საჯარო სკოლაში აღმოსავლური ორთაბრძოლების,კერძოდ ტაიკვონდოს სკოლა გაიხსნა. ორთაბრძოლების სკოლის მენეჯერის ზაზა ქოიავას განცხადებით ნაბადის უბანში სასპორტო სექცია არ არსებობდა და მათ თავიანთი გეგმის განხორციელებაში თვითმმართვეოლობა დაეხმარა. მწვრთნელები იმედოვნებენ რომ ამ სკოლის გახსნით უფრო მეტად გაიზრდება ტაეკვონდოს დაუფლების მსურველთა რიცხვი.
ზაზა ქოიავას განცხადებით სწავლა ყველა სკოლის მოსწავლეს შეუძლია და რაც მთავარია ისინი ბავშვებს უფასოდ მოამზადებენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბზობა აღნიშნეს

პირველ აპრილს მართმადიდებელი ეკლესია აღდგომის წინა კვირა დღეს, მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობდა , რასაც ქრისტიანები ბზობას ან ბაიაობას უწოდებენ. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული ფოთში, საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვით აღნიშნეს.
ტაძრის ეზოში მსურველებს ბზის ნერგებს სთავაზობდნენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხეთი“U19 – „სამტრედიასთან“ დამარცხდა

დღეს სამეგრელოს ქუჩაზე მდებარე ე.წ მალანიას სტადიონზე ,,კოლხეთი 1913“-ის დუბლ შემადგენლობა, პირველი წრის მეექვსე ტურის მატჩში სამტრედიის ,,სამტრედიას“ დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა. ფოთელების მთავარი მწვრთნელის ზურაბ თოფურიას განცხადებით ეს შეხვედრა ხვალ უნდა გამართულიყო, მაგრამ ფედერაციის გადაწვეტილებით თარიღი გადმოტანილ იქნა და ამის შესახებ დაგვიანებით შეიტყვეს, გუნდის სუსტ თამაშს ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას უკავშირებენ გულშემატკივრები და ფეხბურთელთა მშოიბლები, მათი განცხადებით სპორტსმენებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ვარჯიში, ყოველი წვიმის დროს მოედნები იტბორება, მოუწესრიგებელია გასახდელები და საშხაპეები.ფოთის კოლხეთის ძირითადი შემადგენლობა ,,სამტრედიას“ გუნდს ხვალ თბილისში დაუპირისპირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფილოსოფიური საუბრები ლირა კეკელიძისთან ერთად

31 მარტს ფოთში საბიბლიოთეკო გაერთიანების ლიტერატურული სალონ „გულის სამელნეში“, ფილოსოფიური საუბრების ციკლის საფინალო შეხვედრა გაიმართა. ლირა კეკელიძემ მსმენელებს ლექცია ავსტრიელი ფსიქოთერაპევტის და ფილოსოფოსის ვიქტორ ფრანკლის ნაწარმოების \”უთხარი ცხოვრებას დიახ!\” შესახებ ჩაუტარა. საუბარი ეძღვნებოდა ადამიანებს რომლებმაც საკუთარი „მეს“ შენარჩუნება და საკუთარი ცხოვრების აზრის პოვნა შეძლეს. დისკუსია 1972 წელს გამართული ვიქტორ ფრანკლის ცნობილი ლექცის განხილვით დასრულდა. ლიტერატული სალონი ახლო მომავალში ოთარ ჭილაძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-მუსიკალურ ღონისძიებას გეგმავს.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას მინიტორინგი კახეთში

1300 სპეციალური დამჭერი ხაფანგი- აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აქტიური სამუშაოები დაიწყო კახეთშიც. რეგიონში სპეციალური მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს. ხაფანგი მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება გავრცელების არეალის დადგენა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებები შედეგების მიხედვით დაიგეგმება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი განცხადებით, მავნებელთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია მისი გავრცელების დროულად იდენტიფიცირება.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას წინააღდეგ შეწამვლა აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლითი სამუშაობი სავარაუდოდ აპრილის მეორე ნახევრიდან ან მაისის თვიდან დაიწყება, ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე.- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოსმცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ნიკა მესხის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია მონიტორინგის პროცესი, რაც პირველ რიგში მისი გავრცელების არეალის დადგენასა და იმ ვადის განსაზღვრას გულისხმობს, თუ როდის უნდა ჩატარდეს შეწამვლითი ღონისძიებები. ასევვე აუცილებელია მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა.სურსათის

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 2 აპრილს \\

2 აპრილს 15:00 საათზე ფოთის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2017-2018 გაიმართება. მეორე ეტაპზე გადასულ 72 მოსწავლეს შორის ფოთის „ეტალონ მოსწავლე“ შეირჩევა, რომელიც ავტომატურად ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის მონაწილე გახდება და სხვა მუნიპალიტეტების ,,ეტალონ მოსწავლეებს’’ შორის ფოთის სახელით იბრძოლებს ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლის’’ ტიტულისათვის. კონკურსის პირველ ეტაპზე ყველა სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. მათ სპეციალური ტესტირება სკოლებში ,,ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად გაიარეს, კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლის შანსი კი ქულების საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით მხოლოდ 72 მოსწავლემ მიიღო.

იხილე მეტი